x
image
ჯუზეპე
ქართველი ოლიმპიელების წარმატებული და უიღბლო დღე

image

გილოცავთ დღევანდელ რევაზ ლაშხის ვერცხლის მედალს.და წინა ლაშა შავდათუაშვილის ოქროს მედალს.დღეს იყო ქართველი სპორტსმენებისათვის კიდევ ერთი წარმატებული, მაგრამ უიღბლო დღე. წარმატება იყო ის, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რევაზ ლაშხმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაიკავა მეორე საპრიზო კატეგორია და საქართველოს ნაკრებს შესძინა პირველი ვერცხლის მედალი. რათქმაუნდა მისი დამარცხება ირანელ ომინ ჰაჯინოროზთან გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ ვერცხლის მედალიც არ არის ურიგო. ასევე წარმატებით იასპარეზა გეგეშიძე ვლადიმერმა ასევე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში და ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში დამარცხდა კაზაკ დანიალ გაჯიევთან 84 კგ-ში. მისი ეს დამარცხება გამოწვეული იყო მსაჯების გამო, რადგან ჩობჯენში დგომიდან ვლადიმერმა შეძლო და კაზაკი თავისივე წამოწყებული ილეთით დაამარცხა, მას მისცეს ორი მომგებიანი ქულა. ირანელების გაპროტეწსტების შემდგომ კვლავ დაუტოვეს და სამ ქულასაც უწერდნენ ორის ნაცვლად, მაგრამ ბოლოს ჩამოართვეს და კაზაკ სპორტსმენს ბრინჯაოს მედალი ლანგრით მიართვეს. ეს იყო მსაჯების აშკარა შეცდომა და არაკომპედენტურობა, გულ დასაწყვეტი ფაქტი იყო ეს დღეს ქართველი გულშემატკივრებისათვის და მთელი სასქართველოსათვის. აღშფოთებას უცხო ქვეყნის მაყურებელიც ვერ მალავდა და თავიანთი პროტესტი შტვენითა და შეძახილებით გამოხატეს...ასევე სამწუხარო იყო გია მაჭავარიანის მარცხი 105 კგ წონით კატეგორიაში.მას ჰქონდა მედლის მოპოვების აშკარა საშუალება მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ მან თავისი კუთვნილი ექვსი შანსიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა და აწია 185 კგ, სამწუხაროდ მან ვეღარ შეძლო 225 კილოგრამის აწევა და ნაადრევად გამოეთიშა ტურნირს. ასე წარმატებით და სამწუხაროდ, უიღრბლოდ ჩაიარა 6 აგვისტომ ქართველი სპორტსმენებისათვის.

2
134
5-ს მოსწონს
ავტორი:ჯუზეპე
ჯუზეპე
134
  
2012, 6 აგვისტო, 23:53
კი ძმა ნაგდად...ქართული იერი ჰქონდა...რავიცით ქართული გენიც თუ არ ერია?!
2012, 6 აგვისტო, 23:52
ის ირანელი ისე ჭიდაობდა, ტიპი–ქართველი გეგონებოდა.
ილეთებზე ვამბობ.
0 1 2