x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
მარტივი მეთოდი მანქანის ძრავის ზეთის ხარისხის და მდგომარეობის შესამოწმებლად სახლის პირობებში

image მანქანის ძრავის გამართულად მუშაობაში ერთერთი მთავარი როლი ენიჭება ხარისხიან ზეთს და ზეთის დროულად გამოცვლას ზეთის ფილტრთან ერთად.
ზეთი ახდენს ძრავის მექანიზმების შეზეთვას რაც ხელს უშლის დეტალების სწრაფ ცვეთას.
ძრავში ზეთის ტუმბოს მიერ გადაქაჩული ზეთი ხვდება მუხლა ლილვში, სადაც ახდენს შუასადებების შეზეთვას, ასევე ახდენს ძრავის ცილინდრის ბლოკის შეზეთვას რათა ცილინდრში დგუშებმა გამართულად იმოძრაონ, დგუშს გააჩნია ზეთჩამომწმენდი სალტეები, რომლებიც ხელს უშლის ზეთის მოხვედრას წვის კამერაში.
ზეთით იპოხება აგრეთვე გამანაწილებელი ლილვი ან ლილვები (გააჩნია ძრავის ტიპს), ასევე იზეთება სარქველები, რომლებსაც გააჩნია ზეთჩამომწმენდი სალტეები, ასევე იზეთება სარქველის ზამბარები და მბიძგავი მექანიზმები.
ზეთის გამოცვლის ვადა არაა სტანდარტული, დიდი მნიშვნელობა აქვს მანქანის მუშაობის რეჟიმს და გარემო პირობებს.
როგორც წესი 5 000-ი კილომეტრის გავლის მერე ნებისმიერ შემთხევაში უნდა გამოიცვალოს ზეთი და ზეთთან ერთად ზეთის ფილტრიც.
თუ ძრავის ხუფზე დააფიქსირეთ ზეთის ნადები, სასურველია ზეთის გამოცვლამდე გამოიყენოთ ლიცენზირებული რომელიმე ბრენდის, ძრავის მონაცემებთან ზუსტად მისადაგებული ძრავის სარეცხი სითხე, რომელსაც ჩაასხამთ ზეთის ჩასასხმელ მილში. ამუშავებთ რამდენიმე წუთს და ძრავის ქვეშ არსებული ზეთის ავზიდან ჩამოასხამთ ძველ ზეთს.
ზეთი არ უნდა იყოს მაქსიმუმზე ან მინიმუმზე, სასურველია საშუალო დონეზე ოდნავ მაღლა იყოს ზეთის დონე.
და მაინც როგორ შევამოწმოთ ზეთის ხარისხი!
ძრავიდან ამოვიღოთ ზეთის დონის საზომი და საკანცელარიო ქაღალდზე დავაწვეთოთ ერთი წვეთი ზეთი და დაველოდოთ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ქაღალდი გაიწოვს ზეთს და დარჩენილი ლაქის მდგომარეობის მიხედვით შეგიძლიათ გამოიცნოთ ზეთის მდგომარეობა.
image

0
366
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
366