x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბათუმის სასამართლომ მოქალაქე მარიხუანას შენახვისთვის 3000 ლარით დააჯარიმა
image

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე მარიხუანას შენახვისთვის გაასამართლა.

საქმე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რ. ც-მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ – 79, 78 გრამის ოდენობით, რაც ქ. ქობულეთში, პოლიციის მუშაკების მიერ იქნა ამოღებული პირადი ჩხრეკის შედეგად.


ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ.

საბოლოოდ მოსამართლემ ის 3 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ბრალდებულს 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.

0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0