x
image
ლურჯი თოლია
ელისაბედ ბაგრატიონი ორბელიანისა - მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი ქალი მოღვაწე და ქველმოქმედი

ელისაბეტ ბაგრატიონ ორბელიანი

ელისაბედ ირაკლის ასული ბაგრატიონი დაიბადა 1871 წლის 25 ნოემბერს, თბილისში. ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით „საზანდარი”. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალი. 12 წლის დედასთნ და დასთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად.


განათლება პარიზში მიიღო. ერთხანს ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1895 წელს სამშობლოში დაბრუნდა. 1898 წლის 11 ოქტომბერს დაქორწინდა მამუკა ივანეს ძე ორბელიანზე.

1919-1920 წლებში რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს „თავისუფალ საქართველოს”, „საქართველოს რესპუბლიკას” (ორივე ფრანგულ ენაზე) და „საქართველოს მოამბეს” (ინგლისურ ენაზე). წერდა და ამ გაზეთებში აქვეყნებდა საკუთარ ლექსებს.

ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ, ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შემოქმედება.

1918 უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიწვია უნივერსიტეტში უცხო ენათა ლექტორად, კითხულობდა ფრანგული (1918) და ინგლისური (1921) ენების კურსს.

ელისაბედ ბაგრატიონი-ორბელიანისა კავკასიაში პირველ ეროვნულ უნივერსიტეტში მოღვაწე ერთ-ერთი პირველი ქალი მეცნიერი იყო.


გარდაიცვალა 1942 წელს, 70 წლის ასაკში, თბილისში,


0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0