x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,მეგობრები" ისევ ეკრანებს უბრუნდება!

image

პოპულარული ამერიკული კომედიური სერიალი “მეგობრები" ისევ ეკრანებს უბრუნდება უცვლელი შემადგენლობით.

image

სერიალის ძირითადი მსახიობები- ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოკსი, ლიზა ქუდროუ, დევიდ შვიმერი, მეთიუ პერი და მეთ ლებლანი მზად არიან სერიალის გაგრძელებაში ითამაშონ. როგორც წყარო Deadline იტყობინება, გადაიღებენ მხოლოდ ერთ ერთსაათიან ეპიზოდს, რომელიც HBO MAX ზე გავა, ხოლო მსახიობები ჰონორარად 3-4 მილიონ დოლარს მიიღებენ. როგორც ცნობილია HBO მ სერიალის გადაღების უფლება 425 მილიონ დოლარად იყიდა.

image
ყველასთვის საყვარელი სერიალი მანჰეტენზე მცხოვრებ ექვს მეგობარზე მოგვითხრობს. ის 1994-2004 წლებში გადიოდა ეკრანებზე და დღესაც პოპულარულია. საერთო ჯამში 236 ეპიზოდია გადაღებული და მრავალი პრესტიჟული ჯილდოც აქვს მიღებული, როგორიცაა ოქროს გლობუსი, Emmy -ს 6 ნომინაცია და ა. შ.

image


0
124
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0