x
image
დანიელ სავანელი
2001წ. პატრიარქის ყველაზე სკანდალური ვიდეო და აღიარება, პუტჩისტების მხარდაჭერაზე
image

იხ. სურათზე: პატრიარქი, ჯაბა იოსელიანის 75წ. იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრში, 10.07.2001წ.


2001წ. პატრიარქის ყველაზე სკანდალური ვიდეო და აღიარება, პუტჩისტების მხარდაჭერაზე.


პატრიარქის ყველაზე სკანდალური ვიდეო, რომელმაც ყველა კეთილი ნების ადამიანი, სრულიად გააოგნა და სულიერად შეძრა. ამ ვიდეოდანაც ნათლად ჩანს, რომ 2001წ. პუტჩიდან 10 წლის მერეც, პატრიარქი კრიმინალურ ამბოხებას და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას, შემდგომ მშვიდობიანი მანიფესტაციების დახვრეტას, სამეგრელოს მოსახლეობის აოხრებას და ტოტალურ ძარცვა-გლეჯვას, კრიმინალური ამბოხების ლიდერისა და ამ ყველა უბედურების, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, ჯაბა იოსელიანის დადებით, კეთილ და კარგ საქმედ მიიჩნევს. თავად ჯაბას, ფაქტიურად ეროვნულ გმირად მიიჩნევს და ხოტბა-დიდებით ამკობს.



იხ. ვიდეო, პატრიარქი, ჯაბა იოსელიანის 75წ. იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრში, 2001წ. : " ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი! " 10.07.2001წ. მოწოდების პირველ ნაწილს, შიმშილობის შეწყვეტაზე, რა თქმა უნდა ვეთანხმებით, რადგანაც ნებისმიერი ადამიანის შიმშილობა მიუღებელია. აქ პატრიარქის მოწოდების მეორე ნაწილს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. პუტჩამდე რამოდენიმე თვით ადრე, 1991წ. მოშიმშილე პატიმარ ჯაბა იოსელიანს, რომელიც მუდმივად, საპატიმროდანაც კი, კანონიერ ხელისუფლებას, დამხობითა და შეიარაღებული ამბოხით, მუდმივად ემუქრებოდა. მაშინ საპატიმროში სპეციალური ვიზიტით მყოფმა პატრიარქმა, ფაქტიურად უკვე მეამბოხეს და მეამბოხეთა ლიდერს ჯაბა იოსელიანს, 1991წ. დეკემბრის მომავალი დიდი ამბოხებისათვის, წამაქეზებლად უთხრა: " თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელიო! " (1991წ).


2001წ. პატრიარქის მიერ ჯაბას იუბილეზე, წარმოთქმულ სიტყვაში, ძალზედ საინტერესო ის არის, რომ თურმე პატრიარქი, 10 წლის მერეც კმაყოფილი ყოფილა, ჯაბას მოღვაწეობით და დარწმუნებულიც ყოფილა, თავისი ადრინდელი ნათქვამის სისწორეში. გამოდის, რომ 1991წ. ბოლოს, მომხდარი კრიმინალური ამბოხების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორისა და მეამბოხეთა ლიდერის, ჯაბა იოსელიანის მიერ გაკეთებულ, თავისი ცხოვრების უმთავრეს საქმეს ანუ კრიმინალურ ამბოხებას და კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობას, პატრიარქი თურმე ჯაბას დადებით საქმედ აფასებს და კარგ საქმედ უთვლის, კრიმინალური პუტჩიდან 10 წლის გასვლის შემდეგაც კი. იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში, იგი იუბილარს ეროვნულ გმირად აცნობს და ასაღებს საზოგადოებას. ყველაფრის მიუხედავად ამდენი დანაშაულის ჩადენის შემდეგაც, ხოტბა-დიდებით ამკობს იუბილარს.


" ...... ბატონ ჯაბას არასდროს არ აშინებდა დასჯა, აშინებს და აშინებდა დარდი. დარდი საკუთარ თავზე კი არა, დარდი სამშობლოზე, ბატონი ჯაბა ის ადამიანია, ვინც გამოიარა ქარცეცხლი, ვინც ნახა სიყვარული და სიძულვილი.
...... ბატონი ჯაბას ცხოვრება, მართლაც, ეს არის საქართვლოს ცხოვრება, ეს არის სიხარული და მწუხარება....
...... მე მახსენდება ის ძალიან მძიმე დრო, როცა ბატონმა ჯაბამ თითქმის დაკარგა იმედი და ერთადერთი გზა აირჩია შიმშილი. ეს იყო იმედის დაკარგვა, ეს იყო უკანასკნელი ნაბიჯი მისი და ის მზად იყო მისულიყო სიკვდილამდე,
და აი ამ დროს ღმერთმა ინება და მე მივედი ციხეში. წავიღე ნაკურთხი წყალი და სებისკვერი. როცა ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მან მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველამ და რას იტყვის ხალხი? რომ მე, რომ შიმშილი შევწყვიტო,
და მე ვუთხარი, ხალხი იტყვის იმას, რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს, ჯაბამ მიიღო სებისკვერი და ნაკურთხი წყალი.
ასე გადარჩა ჯაბა იოსელიანი......
...... ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად, მემარჯვენე და მემარცხენე, უმცირესობა და უმრავლესობა, ბერი და ერი, რადგან ეს ჭირდება საქართველოს. აი ეს უნდა გააკეთოს ჯაბამ დღეს. ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი! ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!"
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართვეელოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 10 ივლისი, 2001 წ. - "ჯაბა იოსელიანის იუბილე მარჯანიშვილის თეატრში, 10 ივლისი, 2001 წელი”. გაზეთი “6 საათზე”- 11 ივლისი, ოთხშაბათი, 2001 წელი.
აგრეთვე გამოქვეყნებულია, გაზეთ "თარიღში" 2006 წლის 7 ივლისს.


პატრიარქი: " თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ თქვენ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი! " (1991წ).
თითქოს დაპატიმრებამდე, საქართველო დამშვენებული იყო, იოსელიანის მიერ გაკეთებული ბევრი კარგი საქმით და ამიტომაც უთხრა: "კიდევ ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელიო!".
1991 წელს საპატიმროში ჯაბასადმი მოწოდების, სადაც შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოწოდებას ნამდვილად არ ვგულისხმობთ და ჯაბას მომავალი მოღვაწეობის სისწორეში დარწმუნებულმა პატრიარქმა, ეს ამბავი კვლავ გაიხსენა, 2001 წლის, 10 ივლისს, ჯაბა იოსელიანის იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრში. პატრიარქმა ამით საქვეყნოდ, დოკუმენტალურად დაადასტურა, რომ იგი სამხედრო-კრიმინალურ ამბოხებას და ხელისუფლების იარაღით დამხობას მხარს უჭერდა და ამ ხნის მანძილზეც კი, კრიმინალურ გადატრიალებას დადებით საქმედ თვლიდა. ფაქტი ფაქტად რჩება, 2001 წელსაც კი პატრიარქი ვერ აცნობიერებდა იმას, რომ სამხედრო-კრიმინალური ამბოხება და გამსახურდიას ხელისუფლების იარაღით დამხობა, უდიდესი ბოროტება იყო. ჯაბა იოსელიანს კი, ყოველთვის და 2001 წელსაც ანუ პუტჩიდან 10 წლის მერეც, დიდ ეროვნულ მოღვაწედ აღიქვამდა. ეს მაშინ, როდესაც ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით უკვე დამხობილია კანონიერი ხელისუფლება. ამავე დროს 1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვარში, დაანგრიეს თბილისის ცენტრი, გააჩაღეს სამოქალაქო ომი. 1992 წელს თბილისის ქუჩებში, არაერთგზის დახვრიტეს, მრავალათასიანი მსვლელობების მონაწილე, ათეოლობით მშვიდობიანი დემონსტრანტი. რამოდენიმეჯერ ააწიოკეს, ააოხრეს და გაძარცვეს დასავლეთ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით სამეგრელო. სრულად გადაწვეს რამოდენიმე სოფელი სამეგრელოში. რუსული არმიის დახმარებით აიღეს ქალაქები: ხონი, სამტრედია, ფოთი, ხობი, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი და სხვა.
აი ყოველივე ამის მერე, 2001 წელს პატრიარქი კვლავ ხოტბას ასხამს ჯაბა იოსელიანს და კვლავ უდასტურებს ჯაბა იოსელიანს, თავის პატივისცემას. ამავე დროს იგი, ჯაბასადმი ადრინდელი მოწოდებების, აგრეთვე ჯაბას მოღვაწეობისა და განვლილი ცხოვრების გზის სისწორეში კვლავაც საკმაოდ დარწმუნებულია. დარწმუნებული იყო მაშინაც, როცა 2003 წელს, ჯაბა იოსელიანის ცხედარი, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მიწას მიაბარეს, როგორც დიდი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე.


1990 წლის ბოლოს, ჯაბა იოსელიანმა საპროტესტო გამოსვლები წამოიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ და ოპერის ბაღში საპროტესტო კარვებიც გაშალეს, ძირითადი მოხოვნა იყო მათი ორგანიზაციისათვის იარაღის დაკანონება. 1991 წლის თებერვალში კი, იარაღის ხელში ჩაგდების მიზნით, პოლიციის რაიონულ ქვეგანყოფილებებზე შეიარაღებული თავდასხმების ორგანიზების ბრალდებით, დააპატიმრეს ჯაბა იოსელიანი. ამის შემდგომ მან საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. რისთვის შიმშილობდა ჯაბა იოსელოიანი საპატიმროში 1991 წელს, როცა პატრიარქმა პირადად ინახულა? ალბათ იმისათვის, რომ მომავალში საქართველო დაენგრია, დაექცია და გაეუბედურებინა. ამაში მას ხელი ვინც შეუწყო, მათ სინდისზე იყოს! აფხაზეთში ომის გარდა, სადაც ათიათასობით ქართველი ომობდა, შემდგომში როგორ დაჭირდა და გამოადგა ჯაბა იოსელიანი საქართველოს, ყველამ კარგად ვნახეთ.


"გაფრთხილება: ყველა უკანონო მიტინგი იქნება დარბეული, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ტყვიას ვესვრით".ჯაბა იოსელიანი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გაზეთი "იბერია-სპექტრი" (21-27 მაისი 1992 წელი).
ყველაზე განსაკუთრებული სისასტიკით, 1992 წლის 2 თებერვლის დემონსტრაცია დაიხვრიტა. განსაკუთრებული სისატიკით დახვრეტამ ყველა გააოგნა. ზოგიერთი არაოფიციალური მონაცემებით, 2 თებერვლის მშვიდობიანი მარშის დროს, მხოლოდ თამარ მეფის ხიდის, მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლული იქნა 16-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაიჭრა 50-ზე მეტი დემონსტრანტი. აგრეთვე არაოფიციალური მონაცემებით, თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მხოლოდ იმ დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას 23 ადამიანი მოკლეს და 183 - დაჭრეს.
- " კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელიო! " - ალბათ ესეც ერთ-ერთი "კარგი" საქმე იყო, ბევრი "კარგი" გაკეთებული საქმიდან?


იხ. ვიდეო: პატრიარქი, ჯაბა იოსელიანის 75წ. იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრში, 10.07.2001წ.



image


ყველაზე ამაზრზენი ფოტო, რაც კი ოდესმე სასულიერო ელიტაზე მინახავს.
პატრიარქი 2001წლის 10 ივლისს, ჯაბა იოსელიანს მარჯანიშვილის თეატრში, პირად იუბილეზე ეახლა და ხოტბა-დიდება შეასხა იუბილარს. ამ საქციელით მან, ჯ. იოსელიანის მიერ, განსაკუთრებული სისასტიკით აწიოკებული და აოხრებული მოსახლეობის, ძირითადად სამეგრელოში. აგრეთვე მიტინგებზე დაუნდობლად დახვრეტილი და დას. საქართველოში სადამსჯელო ეგზეკუციებისას, დახოცილი საზოგადოების მიმართ, სრული იგნორირება და უპატივცემულობა, საქვეყნოდ გამოხატა. თავის მხრივ, ზარ-ზეიმით აღნიშნული 75წ. იუბილე, მარჯანიშვილის თეატრში, უდანაშაულოდ გარდაცვლილი ადამიანების, სულებში ჩაფურთხების, ტოლფასს ქმედებას და სრულ მარაზმს დაემსგავსა. ჟურნალისტის მიერ, ვიდეო ფირზე გადაღებული, პატრიარქის მიერ, იუბილარისადმი მიძღვნილი საგანგებოდ საქებარი სამარცხვინო სიტყვის შემდეგ, პატრიარქი იუბილარის გვერდით განთავსდა და გულიანად იხარ-ხარა კიდეც. მარჯანიშვილის თეატრში, ჯ. იოსელიანის 75წ. საგანგებო იუბილეზე გადაღებული, ეს ფოტო-სურათი, ყველაზე ამაზრზენი ფოტო-სურათია, რაც კი ოდესმე მინახავს.


1992წლის 2 თებერვალს, ჯაბა იოსელიანის პირადი ბრძანებით, თბილისის ქუჩებში დახოცეს რამოდენიმე ათეული და დაჭრეს ასზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი.
საქართველოს მაშინდელ პატრიარქს, არსად არასოდეს დღევანდელ დღემდეც, ამ სისხლიან კალოზე, პროტესტი არ გამოუთქვამს. პირიქით, ჯაბას იუბილეზე 2001წელს, მან ჯაბა იოსელიანი ეროვნულ გმირად გამოაცხადა.
ჯაბა იოსელიანი: “ ხვალიდან გამოცხადდება აი ახალი წესები და ყველაფერი .... და ადგილზე დაიხვრიტება, ადგილზე დაიხვრიტება პროვოკატორი და გასამართლდება საერთო იმაზე და ეს უკვე მორჩენილია. დემოკრატია არის იცით რა, დემოკრატიას სიმაგრე ჭირდება, თუ დემოკრატია არ არი მაგარი, ის არის ანარქია. ვინმეს თუ ჰგონია, რომ დემოკრატია არის ლობიოობა, ლობიოობა არ არის დემოკრატია და ჩვენ ვანახებთ რა არი დემოკრატია ! “
"გაფრთხილება: ყველა უკანონო მიტინგი იქნება დარბეული, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ტყვიას ვესვრით".ჯაბა იოსელიანი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გაზეთი "იბერია-სპექტრი" (21-27 მაისი 1992 წელი).



ჯაბა იოსელიანის განცხადებით, პუტჩის შემდგომ, 1992წ. იანვარში, ილია მეორე ეუბნება ჯაბა იოსელიანს: "აი ხომ გეუბნებოდით, თქვენ სჭირდებით საქართველოს, ხომ ახდა ასე!" - სათნო ღიმილით მეუბნება იგი (აღნიშნავს ჯაბა იოსელიანი). ჯაბა იოსელიანი, "სამი განზომილება".

ჯაბა იოსელიანი, "3 განზომილება": "სამხედრო საბჭოს ღია მხარდაჭერა გამოუაცხდა კათოლიკოს-პატრიარქმა. ის ხშირად მასპიძლობდა ჯაბა იოსელიანს და საბჭოს სხვა წევრებს." ციტირების დასასრული.

ჯაბა იოსელიანი, "3 განზომილება": "გულითადი შეხვედრა მომიწყო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. (იგულისხმება პუტჩის შემდგომი უახლოესი დღეები - ავტ.) მას ალბათ ჰგონია, რომ მე ფიგურალურად ან მადლიერების გამოსახატავად ვამბობ, რომ მან სიცოცხლე შემინარჩუნა, მაგრამ მე ხომ ვიცი - შიმშილობას არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტდი. ილია მეორე მათვალიერებინებს თავის რეზიდენციას, მიჩვენებს ნატყვიარებს, ზვიადისტებმა თურმე რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს საპატრიარქოს. (აქ ჯაბა პატრიარქზე უფრო დიპლომატია, რადგანაც იგი პატრიარქზე დაყრდნობით ამბობს "თურმე ცეცხლი გაუხსნესო", თუმცა შემდეგ დადასტურდა, რომ ცეცხლი საპატრიარქოს სპეციალურად გაუხსნეს პუჩისტებმა, შავი პიარის აგორების მიზნით. პატრიარქი კი განზრახ იშვერდა ხელს ე. წ. "ზვიადისტი მეომრებისკენ", რათა თავისი პუტჩისტებისადმი მხარდაჭერა, ამ სიყალბითაც, ვითომ კიდევ უფრო გაემართლებინა-ავტ.) ციტირების გაგრძელება - "აი ხომ გეუბნებოდით, თქვენ სჭირდებით საქართველოს, ხომ ახდა ასე!" (პუტჩის შემდგომ, ამავე შეხვედრის დროს პატრიარქი ეუბნება ჯაბას - ავტ.) - სათნო ღიმილით მეუბნება იგი. (პატრიარქი -ავტ.) მე ვეამბორები. ციტირების დასასრული.

არადა ამ გულითადი შეხვედრის დროს, თუ ასეთი მართლაც შედგა, პუტჩისტებს, 1992წ. 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან, 7 იანვარს სადგურის მოედანზე და დელისის მეტროსთან, შემდგომ კი 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდზე, ათეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი ჰყავთ უკვე დახვრეტილი.

რაც შეეხება კითხვას, ვინ გახსნა საპატრიარქოს ერთ-ერთი ფანჯრის მინის მისამართით ცეცხლი? ჯერ ერთი ეგ კიდევ დასადგენი იყო, ვინ გახსნა ცეცხლი. მეორეც ის, რომ თვითმხილველი მღვდელი ვახტანგ მარგიანი ამტკიცებდა, რომ საპატრიარქოს ერთ-ერთ მინაზე იყო რამოდენიმე ნატყვიარიო და პუტჩის მხარდამჭერი საპატრიარქოს სასულიერო ელიტა, გამსახურდიას დამხობის აღსანიშნავ, 1992წ. 7 იანვრის საზეიმო ბანკეტზე, განგებ და შეგნებული ტყუილით ხელს ზვიადის მომხრეებისკენ იშვერდნენო. სინამდვილეში, ეს ნატყვიარი თუ ნატყვიარები დაუდგენელი პირის მიერ იყოო ნასროლი. რა თქმა უნდა ეს გასროლაც, იყო პროვოკაციის მიზნით ნასროლი, რათა შემდეგ ამაში ზვიადის მომხრეები დაედანაშაულებინათ.
image
image
image
image
image
გამსახურდიას დამხობასთან დაკავშირებით, 1992წ. 7 იანვარს გადახდილი "სიხარულისა და ზეიმის" სუფრა-ბანკეტი საპატრიარქოში.

კრემლთან და პუტჩისტებთან, ალიანსში მყოფი სასულიერო ელიტა, 1992წ. 7 იანვარს, გამსახურდიას დამხობას და პუტჩისტების გამარჯვებას, საპტრიარქოში გადახდილ სიხარულის ბანკეტზე ზეიმობდნენ. სწორედ ასეთი იყო 1992 წლის 7იანვარის სუფრა "სიხარულის ბანკეტი" საპატრიარქოში. სწორედ ასეთი იყო ეს ცოდვით სავსე სუფრა, სადაც ერთმანეთს ულოცავდნენ "სატანა განიდევნა საქართველოდანო!". ყველას გასაგონად და ხმამაღლა, ესეც ხომ წარმოსთქვით: "ძლივს არ მოვიშორეთო?!"
ოდნავ ქვემოთ იხილეთ, უშუალო მონაწილისა და თვითმხილველის, მღვდელ ვახტანგ მარგიანის ნაამბობი.

1991 წლის 21 დეკემბრის საღამოს, კრემლის მიერ მართულმა ოპოზიციონერებმა, სასტუმრო თბილისში და ქაშუეთის ეკლესიის ეზოში დიდძალი იარაღი შეიტანეს. 22 დეკემბერს გამთენიისას, კი მთავრობის სახლზე შეიარაღებული შტურმი დაიწყეს. ქაშუეთის ეკლესიის ეზოდან, იქ მდგომი ქვემეხებიდან, საარტილერიო ჭურვებს უშენდნენ პარლამენტის შენობას. მათ მშვენივრად იცოდნენ ქაშუეთის ეკლესიის მიმართულებით, კანონიერი ხელისუფლება საპასუხო ცეცხლს არ გახსნიდა. ზვიად გამსახურდიამ 6 დღის მანძილზე, რამდენჯერმე გაუგზავნა დელეგაცია საპატრიარქოში ილია მეორეს, რათა პატრიარქს მოეწოდებინა მაინც პუტჩისტებისთვის, შეეწყვიტათ შეტევა მთავრობის სახლზე, დაწყებულიყო მოლაპარაკება ან უკიდურესს შემთხვევაში, დაეცალათ ქაშუეთის ეკლესია იარაღისაგან. ამის სანაცვლოდ, ილია მეორემ თავი მოიავადმყოფა და უარი უთხრა ზვიად გამსახურდიას დახმარებაზე. ერთ-ერთმა დელეგაციამ საპატრიარქოში ვიზიტისას, დაჟინებული თხოვნით მიმართა საპატრიარქოს, რათა მათ მოეწოდებინათ ოპოზიციისთვის, დაეცალათ ქაშუეთის ტაძარი იარაღისგან. აქაც იგნორირება და უყურადღებობა დახვდათ, ბოლოს ისიც უპასუხიათ, არ გვცალია ბიბლიაზე ვმუშაობთო. ილია მეორემ და საპატრიარქომ, არც დახმარება გაუწია კანონიერ ხელისუფლებას და არც თავისი წარმომადგენელი გააგზავნა ოპოზიციის ბანაკში.

დახმარების მაგივრად და იმის მაგივრად, რომ საპატრიარქოს განცხადების დონეზე მაინც დაეგმო, შეიარაღებული პუტჩი. რითაც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენდა. ამის სანაცვლოდ, გამსახურდიას მიერ, თბილისისა და საქართველოს, დატოვების მეორე დღესვე, 1992 წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე, "სიხარულის ბანკეტი" გადაიხადეს საპატრიარქოში, სადაც სასულიერო ელიტა ერთმანეთს ულოცავდა, კანონიერი ლეგიტიმური ეროვნული ხელისუფლების დამხობას. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის გამო სიხარულს, არც მალავდნენ საპატრიარქოში. ამ "სიხარულის ბანკეტზე" მათ ლოცვა კურთხევა მისცეს, თავის არქიმანდიტ სოკრატე ჯულუხიძეს, რათა ბანკეტის შემდგომ, გამოსულიყო ტელევიზიით და ქართველი ხალხისთვის მიელოცა საჯაროდ, ზვიად გამსახურდიას დამხობა, ამ სიტყვებით: „ გილოცავთ დღეს სატანა გაძევდა საქართველოდანო!“. ამავე სუფრაზე, პატრიარქის მიერ წინასწარ დანიშნულმა თამადამ, რომელიც იერარქიულად დღეს კიდევ უფრო დაწინაურებულია, საგანგებო სადღეგრძელოც კი წარმოთქვა, ზუსტად ამ სიტყვებით: "პატრიარქის ლოცვით იყო, რომ სატანა განიდევნა საქართველოდანო!".

მღვდელ ვახტანგ მარგიანის ინტერვიუში, რომელიც მან გაზეთ "ახალ თაობას" მისცა და 1999 წლის, 13 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა, ვკითხულობთ:

" - რაც ვთქვი, იმაზე შემიძლია, იურიდიულად ვაგო პასუხი…
`7 იანვარს ილია II-მ დამპატიჟა ბანკეტზე საეკლესიო დღესასწაულის დღეებში. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბანკეტი ჩატარდა, მაგრამ მათთვის სულ არ იყო შობა მნიშვნელოვანი დღესასწაული. ყველაზე კარგი თამადები იყვნენ ჩემს მიერ ხსენებული დიაკონი ლევან სხილაძე და ამჟამად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი. მაშინ ის არქიმანდრიტი იყო. ილია II-ს ყველა ულოცავდა გამარჯვებას, ვინაიდან… ვაგებ პასუხს, მარტო ხომ არ ვიჯექი იმ სუფრასთან, თუ სინდისი შეაწუხებს ვინმეს _ ულოცავდნენ ილია II-ს, ვინაიდან ილია II-ის ლოცვით იყო, რომ…
– ლოცვით რომ იყო, რა?
– რომ განიდევნა გამსახურდია საქართველოდან და რას არ უწოდებდა თვითონ სამღვდელოება. ვინც იქ ისხდნენ. აი, კონსტანტინე მელიქიძე, მაგალითად. ერთი სიტყვით, ილია II-ს გამარჯვებას ულოცავდნენ, ულოცავდნენ გამსახურდიას დამხობას, გინდა თუ არა გაოგნებული ვიყავი, გაოგნებული, რადგან არ მოველოდი, რომ მე კათალიკოსის სახით ამ პიროვნებას დავინახავდი _ აღვსილს ზიზღით.
რა თქმა უნდა, ერთმანეთს ეცილებოდნენ მისალოცი სადღეგრძელოების თქმაში არქიმანდრიტი დანიელი და დიაკონი ლევან სხილაძე, რომლებიც ულოცავდნენ გამარჯვებას ილია II-ს.
– მამაო, შეიძლებოდა თუ არა გამოსულიყო სინოდი და დამდგარიყო ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგარ ქართველთა შორის და სისხლისღვრა შეწყვეტილიყო?
– ვალდებულები იყვნენ. არ გამომივიდეს გამსახურდიას დაცვად, მაგრამ ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ყველაფერში რაღაც გვიშლის ხელს. ვიღაცას გამსახურდიას მეგრელობა უშლიდა ხელს.
ერთმანეთს პირნათლად შევხედოთ თვალებში. მე რანაირ პასუხისგებაშიც არ უნდა ჩავვარდე, თუ კაცი მქვია, არ მაქვს უფლება გამსახურდიას არ ვუწოდო ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, მორწმუნე. იმიტომ, რომ, რასაც გამსახურდია ებრძოდა, იქნებოდა ეს არალეგალურად თუ ლეგალურად და, საერთოდ, ყველა ის პრეტენზია, ყველა ის ბრალდება, რასაც იგი მარქსისტულ საზოგადოებას უყენებდა, ამ ყველაფრის გაკეთება ეკლესიის პრეროგატივა იყო. ეკლესიას უნდა დაესვა ეს ბრალდება ამ ურწმუნო საზოგადოებისათვის. შეუიარაღებელი თვალითაც რომ გადავხედოთ, ამას ყველა მიხვდება; მოხდა კი პირიქით. ავიღოთ 70-იანი წლები და ავიღოთ თუნდაც პრეზიდენტობის პერიოდი. გამსახურდიას პრეტენზიების მოგერიების ერთ-ერთი საშუალება, სახელდობრ, ეკლესია იყო. მე დავეხმარები მათ და არქივში მოვძებნოთ მაშინდელი გაზეთი `კომუნისტი~. დააპატიმრეს თუ არა გამსახურდია და კოსტავა, გაზეთი სავსე იყო გამსახურდიასადმი ეკლესიის მხრიდან ცრუ მონაჭორითა და ცრუ ბრალდებებით. ეკლესია აჭარბებდა ცენტრალურ კომიტეტს, მინისტრთა საბჭოს, პრეზიდიუმს, პროკურატურას, საშინელ სუკს და ძირთადი ბრალმდებელი თვითონ იყო. თვითონ ეკლესია გამსახურდიას უწოდებდა ერთა შორის შუღლის ჩამომგდებს და ა.შ.
– ვინ იყვნენ ესენი?
– ახლავე გეტყვით: მიტროპოლიტი მაჟუგა, ნეველის ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი გაიოზ კერატიშვილი _ ქორეპისკოპოსი, წილკნელი ეპისკოპოსი, სემინარიის რექტორი. თანამდებობები ღმერთმა მოგცეს!
– ვინ არის მესამე?
– ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლ ცერცვაძე და ა.შ. ხომ ხედავთ, რა ხდება? ნაცვლად იმისა, რომ ეკლესიას დაეჭირა მხარი ამ პიროვნებისათვის და, საერთოდ, მისი იდეებისთვის, პირიქით მოხდა. ეკლესია გახდა გამსახურდიას იდეების მოგერიების ერთ-ერთი საშუალება. რაც შეეხება იმ ცნობილ, ტრაგიკულ მოვლენებს. ეკლესია ვალდებული იყო ჩარეულიყო.
მარხვააო.
მარხვაში მარტო ის ხომ არ შედის, რომ კარაქი და რძე არ შევჭამოთ, მოვერიდოთ ავსიტყვაობას, შფოთს და ა.შ. ვალდებულნი იყვნენ მისულიყვნენ და უკანასკნელი ძალ-ღონე ეხმარათ, რათა სისხლისღვრა არ მომხდარიყო, მაგრამ პირადად ილია II-მ ხომ არჩია დუმილი? ამ დუმილში რა იმალება, თქვენ ამას უნდა მიხვდეთ.
– მამა ზაქარიამ თქვა, ის ავად იყოო?
– ტყუილია. რა შუაშია ავადმყოფობა. თუ ავად იყო, ქორეპისკოპოსიც ავად იყო? მთელი სამღვდელოება ავად იყო? ერთ-ერთი მაინც უნდა გაეგზავნა ვინმე. ანდა, რა შუაშია, მე ხომ არ ვამბობ, გინდა თუ არა, გასულიყო ილია II და იქ თოფით ხელში დამდგარიყო-მეთქი? იქ სინოდი ან მღვდელი მაინც გაეშვა?". (გაზეთი "ახალი თაობა" 13 აპრილი, 1999წ.).

1979 წლიდან ეპისკოპოსი, წლების მანძილზე სინოდის წევრი, ყოფილი ქორეპისკოპოსი, დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი, მეუფე ქრისტეფორე წამალაიძე: "ვადასტურებ, რომ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოს ეკლესიამ მხარი დაუჭირა პუტჩისტებს, ბანდიტებს და თბილისიდან ზვიად გამსახურდიას განდევნიდან მეორე დღესვე, 1992 წლის 7 იანვარს, საპატრიარქში გაიმართა დიდი ნადიმი, სადაც ერთმანეთს მიულოცეს საქართველოდან სატანის, ანუ, მათი აზრით, ზვიადის განდევნა! ცხადია, საპატრიარქოში გამართულ ნადიმზე ისეთ ღვთისმოსავ და პატრიოტ კაცს, როგორიც ზვიადი იყო, სატანას რომ უწოდებ, ე. ი. შენ მაშინ ხარ მხარე, მონაწილეობ პუტჩში და დგახარ ბანდიტების გვერდით!".
.
.
ზვიად გამსახურდიას აზრი, პატრიარქის პოზიციაზე პუტჩის დროს. ინტერვიუ შედგა, პუტჩის დღეებში, 1991წ. დეკემბერში.
პატრიარქი: "აუცილებელია დემოკრატიული პრინციპები იყოს დაცული".
პატრიარქი კანონიერ ხელისუფლებას უწუნებს დემოკრატიას და მოუწოდებს დემოკრატიის დაცვისაკენ, ხოლო ამავე დროს, ოპოზიციის უკანონო შეიარაღებულ კრიმინალურ ბანდებს, არც-ერთხელ არ მოუწოდებს, რომ იარაღი ჩააბარონ კანონიერ ხელისუფლებას და შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება კანონიერ ხელისუფლებასთან. მოწოდება არის ცალ-მხრივი, მხოლოდ ხელისუფლების მისამართით, ხოლო ოპოზიციის მისამართით, შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტაზე, ჩვენ არანაირი მოწოდება არ გვსმენია. ყოველივე ამის მერე და წარმატებული პუტჩის შემდგომაც, არც პუტჩის დაგმობა გვსმენია როდესმე.
.
.
საპატრიარქოს ცივი უარი ხალხის ხელისუფლებას.
საპატრიარქოს სრული დუმილი და უარი კანონიერი ხელისუფლების, თუნდაც მოწოდების დონეზე, მორალურ დახმარებაზე, 1991წ. სამხედრო-კრიმინალური, კრემლის მიერ ორგანიზებული პუტჩისა და გადატრიალების დროს. დაგმეს კი როდესმე მაინც სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება, რომელსაც ათასობით მსხვერპლი და უდიდესი ნგრევა მოჰყვა სახელმწიფოსი.
.
.
ე. შევარდნაძე და ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში, თავიანთი "დიდი მეგობრის", ჯაბა იოსელიანის დაკრძალვაზე. 08.03.2003წ. ქვეყნის წინაშე "დიადი ღვაწლისათვის" ილია მეორის მოთხოვნით და შევარდნაძის თანხმობით, დასაფლავებულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
.
.
0
2054
3-ს მოსწონს
ავტორი:დანიელ სავანელი
დანიელ სავანელი
2054