x
გამჟღავნებული ნირვანა
ნირვანა

მუსიკის მოყვარულთათვის კურტ კობეინის სახელი იმდენად სათაყვანისმცემლო და ღირებულია, რომ მისი გულისთვის ფანები ალბათ ფეხით ჩამოვლენ ფლორენციის სამეფო პალაცოში, რათა ლეგენდარული ამერიკელი სოლისტისა და გიტარისტის ფოტომატიანე პირადად დაათვალიერონ და მისი გრანდიოზული მუსიკალური და ბოჰემური ცხოვრების ეპიზოდებიც ფოტოხელოვნების გაუკვდავებულ კადრში თავად იხილონ, რომლის პოპულარული ეპოქა ოცდაშვიდი წლის ასაკში როკერმა თავად დაასრულა მისივე ვილაში ცხელი ტყვიის გასროლით და ცივ ომს კულტურულ რევოლუციასთან ერთად მძაფრად დაუსვა წერტილი, რომლის აზრითაც სიცოცხლე ზეცაში უფრო მსუბუქია, ვიდრე დედამიწაზე ამ გარდაუვალ ომებში, მაგრამ ახლა მომღერლის ცოდვაზე არ ვაპირებ საუბარს და დაინტერესებულ პირებს შევახსენებ, რომ აღიარებული მუსიკოსის ფოტო გამოფენა ამა წლის 7 მარტიდან 14 ივნისის ჩათვლით ცნობილი მედიჩი რიკარდის სამუზეუმო გალერეა ყოველდღე დილის 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე (ოთხშაბათის გარდა) ვიზიტორებისთვის უმასპინძლებს, სადაც ოთხმოცამდე ფოტოარქივი გიტარისტის ხსოვნას ასახავს, რომელიც 2020 წლის თებერვლის ოცში 57-ე დაბადების დღის თარიღს იზეიმებდა.ეს უნიკალური საგამოფენო იდეა კი “ონო არტე კონტემპორანეა"_მ ფლორენციის მეტროპოლიტურ ქალაქთან ერთად ითავა და აღნიშნული ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად გაერთიანებული მუზეუმების ფორმატში კურატორობს, რომლის ბილეთის ღირებულებაც 10€ შეადგენს, (6€ ფასდაკლებით) და გამოფენაზე 17 წლამდე ასაკისთვის დასწრება კი თავისუფალია და ცხადია იმ ინტერმედია.ჯი-ს მკითხველებს, რომლებიც მიზეზთა გარემოების გამო ამ უნიკალურ გამოფენაზე ვერ მოხვდებიან, მათთვის ექსკლუზიურ ფოტორეპორტაჟსაც მყისიერად მოვამზადებ.


ჯორჯიანა

მოქალაქე ჟურნალისტი


11.02.2020 წელი, ფლორენცია/იტალია

პ.ს. საინფორმაციო წყარო: პალაცო მედიჩი რიკარდის ფეისბუქ გვერდიდან და ფოტო: ოეო არტის ფეისბუქ არქივიდან

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0