x
image
_K_
Mediator image
15 ჰოლივუდელი წყვილი, რომლებიც წითელ ხალიჩას ნამდვილად დააკლდნენ
imageწლევანდელი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიიდან დიდი ხანი არ გასულა. მთელი მსოფლიო ელოდებოდა გამარჯვებულების გამოცხადებას. ფილმებით დაინტერესებული ადამიანების გარდა, ცერემონიას თვალს მუდამ ადევნებენ ისინიც, ვისაც ვარსკვლავების ჩაცმულობა აინტერესებთ.


სტატიაში გავიხსენებთ წყვილებს წარსულიდან, რომლებსაც შეეძლოთ ოსკარი ყველაზე მიმზიდველების ტიტულისთვის დაემსახურებინათ.





15. ჰით ლეჯერი და მიშელ უილიამსი

ფოტოზე მსახიობებს 2006 წლის ცერემონიაზე ხედავთ. ორივე მათგანი ფილმ Brokeback Mountain-ში შესრულებული როლისთვის იყვნენ ნომინირებულნი. ლეჯერი და უილიამსი ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს და მათი რომანიც იქ დაიწყო. ისინი ერთად 3 წლის განმავლობაში იყვნენ და ქალიშვილიც შეეძინათ. 2007 წლის სექტემბერში მსახიობებმა დაშორება გამოაცხადეს და რამდენიმე თვის შემდეგ, 2008 წლის იანვარში ჰით ლეჯერი მკვდარი იპოვეს საკუთარ ბინაში.

image






14. ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი


ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წყვილია. ისინი 1990 წლიდან 2001 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები. ფოტოზე მსახიობები 1997 წლის ოსკარის ცერემონიას ესწრებიან. იმ წელს ტომი Jerry Maguire-ში შესრულებული საუკეთესო მამაკაცი მსახიობის როლზე იყო ნომინირებული.

image






13. დემი მური და ბრუს უილისი

ველოსიპედისტის შორტი და კაბა, რომელიც დემი მურის 1989 წლის ცერემონიაზე ეცვა, ოსკარების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ჩაცმულობადაა აღიარებული. მაგრამ მაინც, რთული იყო, არ შეგემჩნიათ ასეთი ახალგაზრდა, ლამაზი და ბედნიერი წყვილი. მსახიობები 1987 წლიდან 2000 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები და 3 ქალიშვილი შეეძინათ.

image






12. ჯონი დეპი და ვანესა პარადი

დეპი და პარადისი ერთად 14 წლის განმავლობაში იყვნენ და 2 შვილი ჰყავთ, თუმცა, ოფიციალურად არასდროს დაქორწინებულან. 2014 წელს წყვილი დაშორდა. 2008 წლის ოსკარების ცერემონაზე მათ რომანტიკულად ჰქონდათ ხელები ჩაკიდებული და ბედნიერები ჩანდნენ. იმ წელს დეპი დილმ Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street-ში შესრულებული საუკეთესო მამაკაცი მსახიობის როლზე იყო ნომინირებული.

image






11. რიჩარდ გირი და სინდი კროუფორდი

შეიძლება, დღეს ბევრმა არ იცოდეს ამ წყვილის შესახებ. უკვე 20 წელია, სინდი კროუფორდი დაქორწინებულია და 2 შვილი ჰყავს. რიჩარდ გირიც ქორწინებაშია და 2019 წლის დასაწყისში ვაჟიშვილი შეეძინა. თუმცა, წარსულში მსახიობი და სუპერმოდელი არა მხოლოდ ხვდებოდნენ, 4 წლის განმავლობაში ოფიციალურად დაქორწინებულებიც იყვნენ - 1991-დან 1995 წლამდე. წყვილი არაერთხელ გამოჩენილა წითელ ხალიჩაზე ერთად. ქვემოთ მოცემული ფოტო 1993 წელსაა გადაღებული.

image






10. გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი

გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი ერთად 1994 წლიდან 1997 წლამდე იყვნენ და დაინიშნნენ კიდეც. მოგვიანებით, მათ სხვა მეორე ნახევრები იპოვეს, თუმცა, ეს ლამაზი ფოტო საშუალებას გვაძლევს, გვახსოვდეს 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წყვილი. იმ წელს პიტი ნომინირებული იყო ფილმ Twelve Monkeys-ში შესრულებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლისთვის.

image






9. სარა ჯესიკა პარკერი და რობერტ დაუნი უმცროსი

იყო დრო, როცა სარა ჯესიკა პარკერსა და რობერტ დაუნი უმცროსს სერიოზული რომანი ჰქონდათ. ისინი ერთმანეთს Firstborn-ის გადაღებაზე შეხვდნენ 1984 წელს და პაემნებზე სიარული დაიწყეს. მათი ურთიერთობა 7 წელს გაგრძელდა. წყვილი ოსკარის ცერემონიას 1989 წელს ესწრებოდა.

image






8. ჰიუ გრანტი და ელიზაბეთ ჰარლი

მსახიობების ურთიერთობა 1987 წელს დაიწყო Remando al Viento-ის გადაღებებზე და 13 წელს გაგრძელდა. მათ ჰოლივუდში ყველაზე მიმზიდველ წყვილს ეძახდნენ. დაშორების შემდეგ გრანტი და ჰარლი მეგობრებად დარჩნენ: მაგალითად, ჰიუ ელიზაბეთის შვილის ნათლია გახდა 2002 წელს. ფოტოზე წყვილს 1995 წლის ოსკარის ცერემონიაზე ხედავთ.

image






7. ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი

აფლეკმა და ლოპესმა ერთმანეთი Gigli-ის გადაღებაზე გაიცნეს და შეხვედრები დაიწყეს. ჟურნალისტები და ფანები მათ "ბენიფერს" ეძახდნენ და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ წყვილად ასახელებდნენ. ბენი და ჯენიფერი დანიშნულებიც იყვნენ, თუმცა, ქორწილმა ერთი დღით გადაიწია და აღარასდროს მომხდარა. ფოტოზე წყვილს წითელ ხალიჩაზე 2003 წელს ხედავთ.

image






6. ლეონარდო დიკაპრიო და ჟიზელ ბუნდჰენი

მსახიობისა და ბრაზილიელი სუპერმოდელის ურთიერთობა 5 წელიწადს გაგრძელდა. 2005 წელს ოსკარის ცერემონიის წითელ ხალიჩაზე ისინი ერთად გამოჩნდნენ. ისინი ფოტოგრაფების, ჟურნალისტებისა და ფანების ყურადღების ცენტრში იყვნენ. იმ წელს დიკაპრიო ფილმ The Aviator-ში შესრულებული საუკეთესო მამაკაცის როლზე იყო ნომინირებული.

image






5. ითან ჰოუკი და უმა თურმანი

ითანი და უმა ერთმანეთს 1997 წელს შეხვდნენ, როცა Gattaca-ზე ერთად მუშაობდნენ. მათი რომანი გადაღებების პირველი დღიდანვე დაიწყო. 4 წლის შემდეგ წყვილს ვაჟი შეეძინა. მსახიობები 2005 წელს დაშორდნენ. ფოტოზე ისინი 2000 წლის ოსკარის ცერემონიაზე იმყოფებიან.

image






4. სონი ბონო და შერი

ამერიკელ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და მომღერალს სონი ბონოს და შერის პროფესიული და ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი დაქორწინდნენ და შვილიც ეყოლათ. სწორედ ბონო იყო, ვინც შერის მუსიკალური კარიერის განვითარებაში დაეხმარა და ის ცნობილ პროდიუსერს შეახვედრა. მათ წარმატებული მუსიკალური დუეტიც Sonny & Cher ჩაწერეს. 1973 წლის ოსკარის ცერემონიაზე ისინი ბედნიერები ჩანან, თუმცა, ერთი წლის შემდეგ დაშორდნენ.

image






3. ჯეკ ნიკოლსონი და ანჟელიკა ჰუსტონი

ჯეკ ნიკოლსონი და ანჟელიკა ჰუსტონი ერთად 17 წელი იყვნენ. ეს ყველაზე გრძელხნიანი ურთიერთობაა, რაც მსახიობს ოდესმე ჰქონია. წყვილი ერთმანეთს 1973 შეხვდა ჯეკის დაბადების დღის წვეულებაზე. ამ 1975 წლის ოსკარის ცერემონიაზე გადაღებულ ფოტოზე ანჟელიკა ახალგაზრდა, მიმზიდველი და ლამაზია და არაფრით ჰგავს მორტიცია ადამსს, რამაც პოპულარული გახადა მომავალში. სხვათა შორის, იმ წელს ნიკოლსონი Chinatown-ში შესრულებული საუკეთესო მამაკაცის როლზე იყო ნომინირებული.

image






2. ვივიენ ლი და ლორენს ოლივიე

ბრიტანელი მსახიობები ვივიენ ლი და ლორენს ოლივიე 40-იანების ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და განხილვადი წყვილი იყვნენ. ლორენსი ცნობილი თეატრისა და კინოს მსახიობი იყო. ვივიენი კი პოპულარული Gone with the Wind-ში სკარლეტ ო'ჰარას როლის შესრულების შემდეგ გახდა. ეს ფოტო 1940 წლის ცერემონიაზეა გადაღებული. ამ დღეს ლიმ სკარლეტის როლისთვის ჯილდო მიიღო. ცერემონიიდან 6 თვის შემდეგ წყვილი დაქორწინდა.

image






1. ელიზაბეთ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი

ეს ფოტო 1970 წლის ცერემონიაზეა გადაღებული. რიჩარდ ბარტონი Anne of the Thousand Days-ში შესრულებული ჰენრი VIII-ის როლისთვის იყო ოსკარზე ნომინირებული. ელიზაბეთს ყელზე ბარტონის ნაჩუქარი სამკაული უკეთია, რომელსაც 69 კარატიანი ბრილიანტი ჰქონდა და სპეციალურად მსახიობისთვის შეიქმნა ამ ცერემონიაზე სატარებლად.

image






ბონუსი: მადონა და მაიკლ ჯექსონი

მადონა და მაიკლ ჯექსონი 1991 წლის ოსკარის ცერემონიაზე ერთად გამოჩნდნენ, რასაც მათი ურთიერთობის შესახებ უამრავი ჭორი მოჰყვა. სინამდვილეში, მომღერლები უბრალო მეგობრები იყვნენ. ცერემონიაზე მადონამ "Sooner Or Later" იმღერა და ჯექსონი მის მხარდასაჭერად მოვიდა. რა თქმა უნდა, მათ ხელიდან არ გაუშვიათ შანსი, ყოფილიყვნენ მედიის ყურადღების ცენტრში.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 5 რამ, რაც კობი ბრაიანტის შესახებ უნდა გვახსოვდეს

image


2. ცოცხალი ლეგენდები - როგორ გამოიყურებიან დღეს გასული საუკუნის ჰოლივუდის ვარსკვლავები

image


3. 13 ნივთი, რომელზეც მდიდრები ფულს აღარ ხარჯავენ, ღარიბები კი მათ შეძენაზე ოცნებობენ

image


4. როგორ შეიცვალნენ სამეფო ოჯახის წევრები ბოლო 10 წლის განმავლობაში და რას საქმიანობენ დღეს

image


5. ცნობილი მამები, რომლებმაც შვილები მარტო გაზარდეს

image

0
744
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
744
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0