x
მეტი
  • 20.09.2020
  • სტატია:103413
  • ვიდეო:347726
  • სურათი:467674
რუსეთმა გამოაქვეყნა ღრმად მოდერნიზებული რაკეტმზიდი-ბომბდამშენის "Ту-160М"-ის პირველი აფრენის ვიდეო

image რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ღრმად მოდერნიზებული რუსული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავის
"Ту-160М"-ის პირველი აფრენაა ყაზანში დაფიქსირებული.
თვითმფრინავის ფრენა გაგრძელდა 34 წუთს და ის მიფრინავდა 1500 მეტრის სიმაღლეზე, ეს დრო იყო გამოყოფილი იმისათვის, რომ დაედგინათ მოდერნიზებული სისტემების და მოწყობილობების გამართული მუშაობა.
თვითმფრინავი გამოცადა ეკიპაჟმა ყაზანის საავიაციო ქარხნის მფრინავ-გამომცდელის ანრი ნასკიდიანცის მეთაურობით. თვითმფრინავის ეკიპაჟმა დაფრენის მერე განაცხადა, რომ მოდერნიზების შემდეგ თვითმფრინავის ეფექტურობის კოეფიციენტი ძალიან ამაღლდა.
ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნული თვითმფრინავის გადაცემა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსათვის იგეგმება 2021 წელს, ყოველ მომდევნო წელს მიწოდების რაოდენობა გაიზრდება. "Ту-160М"— ესაა ღრმად მოდერნიზებული სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი, რომელიც საბაზისო "Ту-160"-ის ბაზაზე. პირველი საცდელი "Ту-160М"-ი შექმნილ იქნა სტრატეგიული და შორეული ავიაციის განვითარების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, პროგრამას კი ახორციელებს «Туполев»-ი.


0
571
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
571