x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა სურთ კაცებს ცოლებისგან?
ამბობენ, სამყაროს სიყვარული მართავს, ის ყველაზე აღმატებულიაო. თუმცა, უნდა ფლობდე უნარს, რომ შეძლო სიყვარული. უბრალოდ, არავის არავინ უყვარდება. აუცილებელია, რომ ადამიანებამდე მიიტანო გარკვეული პოზიტიური ასპექტები. უწყვეტი თვითგანვითარება სიყვარულის წარმატების გასაღებია და სულაც არაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ ფიზიკური სილამაზე, მას სულიერი სილამაზეც უნდა დაერთოს.



ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა. მამაკაცისთვის, ქალზე წვდომის კონცეფცია საკმაოდ სუბიექტურია. ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული და გახდეს ადვილად მისაწვდომი; ასევე, შეიძლება იყოს ქალის კატეგორია- მივიდეს ოფისში სამუშაოდ და გახდეს იქ მყოფი ყველა მამრისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი.



image



საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება, რასაც ოჯახის დანგრევა მოჰყვება.





image


ფსიქოლოგებმა ცოლ-ქმარს შორის იდეალური ასაკობრივი სხვაობა დაასახელეს.


როდესაც ცოლი მამაკაცზე უმცროსია ხუთი წლით, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საკმაოდ მომთმენია და მზად იქნება ქმრის მხარდასაჭერად. ამბობენ, რომ სწორედ ამ სახის ქორწინება გადაურჩება მრავალ წელს. ასევე იდეალურად ეთავსებიან ერთი ასაკის წყვილები.


თუ პარტნიორებს შორის ასაკობრივი სხვაობა ხუთ წელზე მეტია, მაშინ განქორწინების შანსი 30% -ით იზრდება!



image


საქმე იმაშია, რომ როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ერთმანეთის მიმართ გრძნობები, პირველ რიგში, ლტოლვისა და ფიზიკური მიზიდულობის ფონზე უჩნდებათ, შემდეგ მოდის სიყვარული, საერთო ინტერესები და შეხედულებები, ზუსტად ის ფაქტორები, რომლებიც ასაკთან ასოცირდება. რაც შეეხება გონებას, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობისას და ნებისმიერ ჭკვიან და ბრძენ ქალს შეუძლია მამაკაცის გრძნობები თავისკენ მომართოს. მამაკაცს სურს, რომ გრძნობდეს, თუ რაოდენ საჭიროა ის მისი ქალისთვის. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ძალიან დამოუკიდებელი ქალი, მამაკაცებში აღფრთოვანებას არ იწვევს.


გამოქვაბულის ეპოქიდან, დღემდე არაფერი შეცვლილა, ადამიანი უნდა გრძნობდეს თავს ოჯახის უფროსად, მფარველად და შემომტანად. სულ ეს არის ბედნიერი ქორწინების საიდუმლო. (ნამდვილ მამაკაცზეა საუბარი, მიხვდებოდით)





1
555
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
555
  
2020, 13 თებერვალი, 2:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1