ფეხბურთი პელე დამოუკიდებლად ფეხზე ვეღარ დგება 2020, 11 თებერვალი, 17:29 ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს მდგომაროება ბოლო ხანებში არ არის სახარბიელო. ფეხბურთის მეფის შვილის, ედინიოს თქმით, მამამისი ამჟამად დეპრესიაშია, რადგან ოპერაციის შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
ფეხბურთის მეფე გასულ წელს საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, როდესაც ექიმებმა მას საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს.ამის გარდა 79 წლის პელეს წელის ტკივილებიც ტანჯავს. 235 4-ს მოსწონს
|