x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ მოახერხა ლევან გოთუამ "გმირთა ვარამის" დაწერა ბანაკში, გადასახლებისას და ვინ ეხმარებოდა მას ნაწერების შენახვაში?

“- ორმოცდაათი ქართველი ვიყავით ვორკუტის იმ ბანაკში. მე წერა-კითხვა ძლივს ვიცოდი, მაგრამ ამ ქართველებში ბევრი იყო განათლებული, მათ შორის ერთი ჯაფარიძე, რომელმაც გვითხრა, - ჩვენთან ძალიან დიდი მწერალი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს. როგორმე ვუპატრონოთ ამ კაცს, მივცეთ მუშაობის საშუალებაო. ყველა ერთხმად დაეთანხმა და მაღაროში ორ თვეში ერთხელ გვიწევდა მის მაგივრად ჩასვლა - იმ დღეს ორ ცვლაში ვმუშაობდით. ლევან გოთუას კი უნდა ეწერა, მაგრამ რაზე? რითი? არც ქაღალდი ჰქონდა, არც საწერ-კალამი. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა: მუყაოს ნაჭერი, ხის კარის ნატეხი, ფიცრები... მელანი ტექნიკურ სპირტში გაცრილი ქვანახშირის შერევით დაუმზადეს, კალამი გამოუქლიბეს. "გმირთა ვარამის" წერა ამ "ფურცლებზე" დაიწყო...image

ვიღაცამ "პრავდისა" თუ "იზვესტიის" შეკვრები მოუტანა ურიკით და გაზეთების არშიებზე შეუდგა წერას...
ასეთი ხელნაწერი იმდენი იყო, ორი სატვირთო ვაგონი გამოვიდოდაო. სტალინის გარდაცვალების მერე, ბანაკში ქაღალდის შოვნა გახდა შესაძლებელი, დაჯდა ლევანი და მთელი რომანი გადაწერაო - იხსენებს იორამ ქააძე, ისიც ვორკუტის ბანაკელი...
აკრძალვის მიუხედავად, წუთითაც არ შეუწყვეტია წერა. ასეთ ხერხსაც კი მიმართა, ელექტრიკოსობა შეისწავლა და მაღალი ძაბვის მონტიორად მოეწყო მაღაროში. შევიდოდა სატრანსფორმატორო სადგურში, ჩაწვებოდა ტრანსფორმატორის გვერდით ამოთხრილ ორმოში, დაიდგამდა სანთელს და წერდა. ზედამხედველები შიშით ვერ ბედავდნენ იქ შესვლას, რადგან ლევანმა კარზე თავის ქალა დაახატა და ქვეშ მიაწერა: “სასიკვდილოა”, იქვე ამოთხრილ მეორე ორმოში კი ხელნაწერებს ინახავდა, ნეტავ, ერთი ხელნაწერი მაინც წამოეღოთ წამლად, თუმცა ვინ იფიქრებდა, რომ ოქროს წიგნი იქმნებოდა მათ თვალწინ... "გმირთა ვარამის" პირველი ხელნაწერი ვორკუტაში დარჩა, ან ვინ გამოიტანდა ერთი კამაზიც არ ეყოფოდაო, ამბობენ, გადათეთრებული იგზავნებოდა თბილისში, მალულად...
25 წელი დაჰყო გადასახლებაში... “ეს ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძლიერად მიყვარს სამშობლოო”-იტყვის გულნატკენი...
კატორღაგამოვლილს გადასახლებიდან ჩამოჰყვა ვორკუტის სიცივე, ურთიერთგატანის, სიყვარულის სითბო და ქართული მიწის გაათმაგებული სიყვარული...

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0