x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ნახეთ, ვის ეკუთვნის ქვიშაზე დაწერილი სახელი, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს

image


საუდის არაბეთის 72 წლის შეიხმა საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად გადაწყვიტა თავისი სახელი ქვიშაზე ისე დაეწერა რომ მისი დანახვა კოსმოსიდანაც კი შესაძლებელი ყოფილიყო. ერთი კვირის განმავლობაში, სპეციალისტთა გუნდმა პატარა კუნძულზე, რომელიც ასევე მის პირად მფლობელობაშია 1000 მეტრის სიმაღლისა და 3000 მეტრის სიგრძეზე შეიხის სახელი "ჰამადი" გამოსახა.



image


ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაჰაიანი ნავთობით მდიდარი აბუ - დაბის მმართველი ოჯახის წევრია, რომლის ქონებაც მხოლოდ საუდის არაბეთის მეფის ქონებას ჩამორჩება.


image


შეიხი მსოფლიოში უცნაური ნივთების შეძენითაც არის ცნობილი, მაგალითად მისი კუთვნილი შვიდი "Mercedes-Benz" 500 SEL - ი ცისარტყელის ყველა ფერშია შეღებილი, ხოლო უდიდესი ავტოპარკი, რომელიც საგანგებოდ აშენებულ პირამიდებშია განთავსებული "სულ რაღაც" - 200 ავტომობილს იტევს.



image

ექსცენტრულობის მიუხედავად, ჰამად ბინ ჰამდან ალ ნაჰაიანი ასევე თავისი ქველმოქმედებითაც არის ცნობილი, განსაკუთრებით კი, აღსანიშნავია მედიცინის სფეროში შეტანილი მისი მნიშვნელოვანი წვლილი.



0
268
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
268