x
image
ლურჯი თოლია
სესილია თაყაიშვილის პასუხი მეუღლის ღალატზე

image

ძნელია გაარკვიო, ის ქალი უფრო ძლიერია, ვინც ღალატს პატიობს, თუ ის, ვისაც ეს არ ძალუძს!
თუმცა, როდესაც სესილია თაყაიშვილმა ქალების გულთამპყრობელად წოდებულ მეუღლეს, ვასო გოძიაშვილს, ღალატი არ აპატია, ვასოს უთქვამს:“ვააა... ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა ცოლსა!კინაღამ არ მამკლა, კაცო! ძლივს გამოვასწარი..."
სესილია მეორედ აღარ გათხოვილა. იქნებ ცხოვრებამ შეიყოლია, ან უბრალოდ, მამაკაცის სიყვარულის მითების აღარ სჯეროდა...ვინ, იცის! ფაქტია, მის გაუთხოვრობას ლეგენდები მოყვა, რომ მას გაცილების მერეც გაგიჟებით უყვარდა ვასო და მის ერთგულად დარჩა...
დაუშვებელი არაფერია, ხანდახან ქალები ხომ მარტო ყოფნას იმიტომ ამჯობინებენ, საყვარელი მამაკაცისაგან ტკივილები რომ აირიდონ! როცა ვასოს მორიგი რომანის შესახებ შეიტყობდა, ასე ამბობდა:“აბა, ამას მე როგორ ავიტანდი!"
ის არასოდეს ცუდს არ ამბობდა ყოფილ მეუღლეზე და არც მის ვაჟს, დათო გოძიაშვილს, დედისაგან მამაზე ცუდი არ სმენია ...
არიან ადამიანები, რომლებიც ადამიანურ ტკივილებს ჯობნიან და სახელოვან ისტორიას ქმნიან. თუმცა ისტორიამ სესილია და ვასო მაინც წყვილად შემოინახა!

1
801
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
801
  
11 თებერვალი, 20:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1