x
მეტი
  • 27.02.2020
  • სტატია:99716
  • ვიდეო:344693
  • სურათი:462115
რუსეთში დააკავეს პრანკერი, რომელმაც მეტროს ვაგონში კორონავირუსით დაავადებულის როლი გაითამაშა და ხალხი პანიკაში ჩააგდო

image მოსკოვის ჩერემუშკინსკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით დროებითი დაკავების საკანში გამოკეტეს პრანკერი კარომატ ჯაბაროვი, რომელმაც კორონავირუსით დაავადებულის როლი გაითამაშა მოსკოვის ერთერთ მეტროპოლიტენში, რამაც იქ მყოფი მგზავრების პანიკა გამოიწვია.
პრანკერის დაკავებაზე ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან გამომცემლობა «Известий»-ს მისმა კორესპონდენტმა მიაწოდა.
"მოსკოვის ჩერემუშკინსკის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კარომატ ჯაბაროვს გამოუტანა განაჩენი-ის 8 მარტამდე დარჩება ციხეში"-განაცხადა მოსამართლე ნატალია ჟურავლიოვამ.
მოსამართლემ ამ სახით დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პრანკერი დაეკავებინათ ერთი თვით.
ჯაბაროვი დაბარებისთანავე თავად მივიდა სასამართლოში, ის არ დამალულა და მისმა ადვოკატმა ითხოვა სასამართლოს ეს გაეთვალისწინებინა. ადვოკატმა ითხოვა ჯაბაროვი გაენთავისუფლებინათ გაუსვლელობის ხელწერილით ან შინაპატიმრობით, თუმცა სასამართლომ ადვოკატის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.
"მას უნდოდა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო კორონავირუსის გამო დამცავ ნიღბებზე ფასის მომატებაზე"-განაცხადა ადვოკატმა.
პრანკერმა მოსკოვის მეტროში გაითამაშა კორონავირუსით დაავადებულის როლი, რამაც იქ მყოფ მგზავრებში საშინელი პანიკა გამოიწვია, ხალხი ერთმანეთს აწყდებოდა ოღონდ კი როგორმე მეტროს ვაგონიდან გამოეღწია.
"კორონავირუსი აქაა, სწრაფად გადით"-ეს სიტყვები ისმოდა მეტროს ვაგონში.
იმ დღეს პრანკერთან ერთად ვაგონში მყოფი მგზავრები ინფექციურ საავადმოფოებს მიაწყდა, იქნებ ვირუსი გადამედოო, აღნიშნულმა ქალაქშიც გამოიწვია ნაწილობრივ პანიკა, რის გამოც არ გაითვალისწინა სასამართლომ ადვოკატის თხოვნა.

0
236
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
236