x
image
ღიმილიანი
" მგლოვიარე ბინდებით იბურება ყვარელი " - ლექსის უცნობი ორიგინალი, რომელიც ახალგაზრდა გალაკტიონმა კახეთში, შეფიცულთა რაზმთან სტუმრობისას დაწერა

ახალგაზრდა გალაკტიონი 1922 წელს კახეთში, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა. ამ დროისთვის ქაქუცა შეფიცულთა რაზმთან ერთად ყვარლის მთებში იყო გახიზნული.

როგორც ცნობილია, ამავე წლის აღდგომა დღეს, 12 მარტს ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი და მი­სი რაზ­მე­ლე­ბი ტყე­ში გა­ვიდ­ნენ, რაც ბოლ­შე­ვი­კე­ბის­თვის ომის გა­მოცხ­ა­დე­ბას ნიშ­ნავ­და. გალაკტიონ ტაბიძის ლექსის უცნობი ორიგინალი კი 22 აგვისტოთია დათარიღებული.

imageფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატიანე / დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია

ლექსის ორიგინალი ხელნაწერი კოლექციონერმა ნიკოლოზ დარსაიძემ აღმოაჩინა.

ხელნაწერზე გალაკტიონის ლექსის ორი სტროფია პოეტის ხელმოწერითა და და დაწერის თარიღით წარმოდგენილი.


ეს მშობლიური ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია

დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სიარულმა დალია,
ის - ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
ვაზი, ყანები, მდინარე.



image

წარმოგიდგენთ ლექსის სრულ ვერსიას:

I

შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
აიმართნენ კოშკები
ცისა და ნესტანისა.
გახსოვს? ტოტი ქარისა
აქანებდა მთვარესა...
“ნეტა ახლა სადა ხარ
და რომელსა მხარესა”.
მგლოვიარე ბინდებით
იბურება ყვარელი,
ვაზით და სიმინდებით
მიდის გზა საყვარელი;
ჩანს შორეულ ჩრდილების
კიდეებზე მონთება
და ომგადახდილების
ოხვრა მომაგონდება.
შავმა ნისლმა დანისლა
მთები დაღესტანისა,
ეცემიან კოშკები
ცისა და ნესტანისა.

II

ეს მშობლიური ქარია.
ეს სოფელია მძინარე.
არ ვიცი, რად მიხარია:
ვაზი, ყანები, მდინარე.
დღემ ნისლი შემოიხვია,
გზაც სიარულმა დალია,
ის - ძველისძველი ციხეა,
იქ კიდევ წინანდალია.
წინანდალს ვაზი ამშვენებს,
ახმეტას - ვაშლი წითელი.
როგორ რთავს, როგორ აშენებს
აკიდოების მკიდელი.
იქ ტყეა მთვარით ქსოვილი,
ვით ლოენგრინეს სიზმრი,
ლაჟვარდით გადათოვილი
და ვერცხლით ნათილისმარი.

III

შუქი გაიშალა,
წყალი დაიფერა,
სიო დაიბერა,
ჩალა გაიჩალა,
სიზმარს აბარია
ველი შენაფერი...
ახლა ყველაფერი
ოქროს ზღაპარია.
არც ხმა, არც ჩურჩული,
ბინა - მინაგნები,
თვალებდალურჯული
თრთიან იალქნები.
ძილი მეგონება:
უცებ ქაოსიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება.





2
362
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
362
  
2020, 13 თებერვალი, 10:06
უუუუჰ, მაგარია, რააა!!!
2020, 13 თებერვალი, 2:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2