x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას 18 ივლისს დაიკავებს!
image

Nile Rodgers ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი, კომ­პო­ზი­ტო­რი, პრო­დი­უ­სე­რი და ბენდ Chic-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბაც 50 წელს ით­ვლის. მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა 70-იან წლებს უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც ბენდთან ერ­თად ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი შექ­მნა, რო­გო­რე­ბი­ცაა "I Want Your Love", "Le Freak", "Dance, Dance, Dance" და "Good Times". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Nile Rodgers ძი­რი­თა­დად დის­კოს და ფან­კის სტი­ლის მიმ­დე­ვა­რი იყო, მის მიერ შექ­მნი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ებ­მა პოპ მუ­სი­კის მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა­ში უდი­დე­სი როლი ითა­მა­შეს.


David Bowie, Diana Ross, Madonna და გლო­ბა­ლუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი სივ­რცის სხვა ლე­გენ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში Nile Rodgers & Chic-ის შექ­მნი­ლი 500 მი­ლი­ო­ნამ­დე ალ­ბო­მი და 75 მი­ლი­ონ­ზე მეტი სინ­გლია გა­ყი­დუ­ლი, რაც ძა­ლი­ან კარ­გად აჩ­ვე­ნებს პოპ მუ­სი­კის სამ­ყა­რო­ში ამე­რი­კე­ლი არ­ტის­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას. დღეს Nile Rodgers & Chic-ის გავ­ლე­ნა თუ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვხვდე­ბა ყველ­გან, სა­დაც მუ­სი­კაა - ბოლო წლებ­ში ბენდმა Daft Punk, Sam Smith, Pharell, Disclosure და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი სცე­ნის ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ფი­გუ­რას­თან თუ პრო­ექტთან იმუ­შა­ვა. ჯგუ­ფის ბოლო ალ­ბო­მი „It's About Time“ 2018 წელს გა­მო­ვი­და და ის Lady Gaga, Elton John და Craig David-თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ებს მო­ი­ცავს.


Nile Rodgers & Chic-ის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა 12 თე­ბერ­ვლის 20:00 სა­ა­თი­დან ინ­ტერ­ნეტ პლატ­ფორ­მის www.bsa.ge-ს სა­შუ­ა­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.



Nile Rodgers & Chic-ის გარ­და, 2020 წლის სე­ზონ­ზე „ბლექ სი არე­ნა“ არა­ერთ მსოფ­ლიო ვარ­სკვლავს უმას­პინ­ძლებს, რო­მელ­თა ჩა­მო­ნათ­ვალს შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე სა­კონ­ცერ­ტო არე­ნის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დსა და ოფი­ცი­ა­ლურ „ფე­ის­ბუქ“-გვერ­დზე ეტა­პობ­რი­ვად გა­ეც­ნო­ბით.


„ბლექ სი არე­ნა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი სა­კონ­ცერ­ტო არე­ნა და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცეა, რო­მე­ლიც შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა 2008 წელს ფონდ „ქარ­თუს“ ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო და ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2016 წელსკრის­ტი­ნა აგი­ლე­რას კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნა.


უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი სცე­ნის ვარ­სკვლა­ვებს, მათ შო­რის Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars -ს უმას­პინ­ძლა. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად „ბლექ სი არე­ნა“ სცე­ნას ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც აქ­ტი­უ­რად უთ­მობს და ცდი­ლობს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შოს.


0
4
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0