x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
4 ყველაზე გიჟური ქმედება, რომლებსაც ძველი ბერძნები ჩადიოდნენ

image


ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო - ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემის, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარების მხრივ. სწორედ ელინებმა შეასრულეს უდიდესი წვლილი კაცობრიობის განვითარებაში და მსოფლიო ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, რომელიც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს ეთნაირად შეეხო - მედიცინადან დაწყებული ხელოვნებით დამთავრებული, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ძველ საბერძნეთში რამდენიმე ისეთი უცნაური რამ ხდებოდა, რისი დაჯერებაც უბრალოდ წამოუდგენელია.





უცნაური ძველბერძნული მედიცინა


image

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ "მედიცინის მამა", ჰიპოკრატე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს იყენებდა, რომლებიც ზოგიერთი ადამიანისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. მაგალითად, ძალიან ხშირად, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად, ჰიპოკრატე პაციენტის შარდის ნიმუშსა და ასევე, ყურიდან გოგირდის სინჯს იღებდა.





ცემინება როგორც კონტრაცეფციის მთავარი მეთოდი



image

ძველი ბერძნები კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, თუმცა მათ შორის ალბათ ყველაზე უცნაურად მაინც ცემინება ითვლება, დიახ, ნამდვილად არ მოგესმათ, ცემინება! არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად, ქალს სქესობრივი აქტის შემდეგ დაუყონებლივ უნდა ჩაებუქნა და რაც შეიძლება ძლიერად უნდა დაეცემინებინა. ეფესოს ცნობილი მკურნალის სორონას აზრით, ეს მეთოდი ორსულობის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური გზა იყო.



კანის გათეთრება


image


ძველ საბერძნეთში მოდაში ფერმკრთალი სახის კანი იყო, ხოლო ქალბატონებს სისტემატურად სახეზე ასეთი თეთრი ფერი რომ ჰქონოდათ, ამისთვის ძველი ბერძნები კანზე სხვადასხვა შემადგენლობის ტოქსიკურ ნივთიერებებს ისვამდნენ, რაც საბოლოო ჯამში, ორგანიზმის სერიოზულ ინტოქსიკაციას იწვევდა და "მოდის" მიმდევრებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებსაც უქმნიდა.




"ძვირფასი" ოფლი


image



თანამედროვე საზოგადოებაში სხეულის არასასიამოვნო სუნი ალბათ დამეთანხმებით, რომ ცუდ ტონად ითვლება და, როგორც წესი, შეუმჩნეველი ის არც გარშემომყოფებისთვის რჩება. თუმცა, ძველ საბერძნეთში ყველაფერი პირიქით იყო - ოფლის სუნი ქალებს ძალიან მოსწონდათ, რადგან ის თქვენ წარმოიდგინეთ და, მამაკაცის სიძლიერესთან და მამაცობასთან ასოცირდებოდა.

0
1753
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1753