x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
გეოპოლიტიკური პარადოქსი, ანუ რატომ არ სურდა სპარტას ათენის განადგურება და რატომ დაინდეს საფრანგეთი ვენის კონგრესზე ?

როგორი უცნაურია, როცა მოწინააღმდეგე მხარეს არ უნდა შენი განადგურება, არა? უცნაურია, თუმცა რეალობაა. მოგეხსენებათ, სპარტა და ათენი მუდმივ კონფრონტაციაში იყვნენ ერთმანეთთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ საერთო მტრის ხატი არ გააერთიანებდათ. ასე მოხდა ბერძენ - სპარსელთა ომების დროს ძვ.წ. V ს. - ის I ნახ. - ში, თუმცა II ნახ. - ში ვითარება იცვლება და სპარტა ომს უცხადებს ათენს. იწყება პელოპონესის ომი. ომის გამოცხადების მიუხედავად, სპარტას არ აწყობდა ათენის განადგურება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მომავლის სამხრეთი ბალკანეთი წარმოუდგენელი იყო ათენის გარეშე. ამის საუკეთესო დასტური კი ომის მიწურულს კორინთოსელებისა თებელების მიერ სპარტელებისთვის ათენის დანგრევასთან დაკავშირებით შეთავაზებული წინადადების უგულებელყოფაა. პარალელი რომ გავავლოთ საკმაოდ შორეულ მოვლენასთან. მოგეხსენებათ, რომ ნაპოლეონის საფრანგეთი ევროპულმა მონარქიებმა დაამარცხეს და მათ თავისუფლად შეეძლოთ მისი მიწასთან გასწორება ვენის კონგრესზე ( 1814 - 1815 ), მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ეს არ იყო მხოლოდ იმის დამსახურება, რომ ტალეირანი ძლიერი დიპლომატი იყო, არამედ იმის, რომ ახალი წესრიგი საფრანგეთის გარეშე წარმოუდგენელი იყო - მისი დაშლა და დანაწევრება ახალ ქაოსს გამოიწვევდა, რადგან, როგორც წესი, დამარცხებულ სახელმწიფოებს ყოველთვის აქვთ შურისძიების სურვილი, ხოლო საკმაოდ იშვიათია ისეთი ფაქტი, როცა დამარცხებულ სახელმწიფოს შურისძიებისთვის საჭირო საშუალებას უსპობენ. მით უმეტეს, ფრანგებს "მასობრივი არმია" ჰყავდათ, რომელიც მუდმივმოქმედი იყო სხვა ევროპული არმიებისგან განსხვავებით. ამდენად, შეუძლებელი იყო ფრანგებისთვის შურისძიების საშუალების, ისევე როგორც სურვილის მოსპობა. მაშინ ეს ევროპელებმა სწორად გაანალიზეს და საფრანგეთს ღირსება შეარჩინეს, თუმცა მსგავსად არ მოიქცნენ პარიზის კონფერენციაზე ( 1919 - 1920 ), სადაც გერმანიას ღირსება არ შეარჩინეს, საშუალება ვერ მოუსპეს და მივიღეთ II მსოფლიო ომი.



გეოპოლიტიკა

0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:ისტორიკოსი რაფავა
ისტორიკოსი რაფავა
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0