x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიო დონის სენსაცია, ფრანგმა ძიუდოისტმა, რომელსაც 154 შეხვედრა არ წაუგია იაპონელთან დათმო ორთაბრძოლა

image მსოფლიო ძიუდოს ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანგმა ტედი რინერმა 2010 წლის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა.
ფრანგმა ძიუდოისტმა რომელიც 100 კგ-ზე ზევით წონაში ასპარეზობს საფრანგეთში მიმდინარე, პარიზის დიდი სლემის ტურნირში მესამე შეხვედრა წააგო იაპონელ კოკორო კაგეურთან (რაღაცნაირად ქართულად ჟღერს ეს სახელი და გვარი). ფრანგი მოჭიდავე მისსავე წამოწყებულ ილეთზე დაიჭირა იაპონელმა და ყველას გასაკვირად 154 დაუმარცხებელი შეხვედრის მერე პირველად დამარცხდა.
ტედი რინერმა მთელი მისი კარიერის მანძილზე მესამე შეხვედრა დათმო. ადრე მან დათმო შეხვედრა 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე ნახევარფინალში, მეორე შეხვედრა კი დათმო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.
ეს წაგება კი, როგორც მოგახსენეთ მესამეა მის კარიერაში.
ტედი რინერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, 11-გზის მსოფლიო ჩემპიონი და 5-გზის ევროპის ჩემპიონი.

0
819
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
819