x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჰალიძონები - კოლხური ტომი
ჰალიძონები - კოლხური ტომი


ჰალიძონები, იგივე ალიზონები, ანუ ალაზონები (Halizonians, Alizons, or Alazones) ძველთაგანვე მნიშვნელოვანი კოლხური ტომი იყვნენ იგივე ხალიბები (ლუბკ. 402). ალაზონები იყვნენ პრიამოსის მოკავშირეები, მათი დედაქალაქი კი პონტოს სანაპიროზე იყო და იწოდებოდა ეს ქვეყანა ბერძენთა მიერ, როგორც "შორეული ალიბე" (ჰომერ. "ილიადა", 3, 856; 5, 39). ამ დიდი კოლხების შესახებ ძალზე საგულისხმოა ჰომეროსის დახასიათება - "ჰალიძონებს მიუძღვებოდნენ ეპოსტროფოსი და ჰოდიოსი, შორეული ალიბედან, სადაც ვერცხლის სამშობლოა" (ილ. 2, 856-857). სწორედ ვერცხლის, რკინის, ლითონის უძველეს დამმუშავებელთა, მეტალურგიის ფუძემდებელთა ტომია ხალიბები და მთავარი ქალაქი "ალიბე"-ც ამაზე მეტყველებს. ჰავსანიას ცნობა კი გვატყობინებს: "ფუტკრები და ადამიანები იქ ერთად მუშაკობენო", ხოლო ფუტკრებთან ასეთი სიახლოვე დასაბამიდან კოლხთა ტრადიციაა. ჰეროდოტე ორგან ახსენებს ალაზონებს (4, 17 და 52) და მისი კომენტატორებიც წერენ, რომ ალაზონები იგივე ჰალიძონები არიან.


ძველი კოლხი მეომარი


ჰეროდოტეს მიერ აღწერილი ალაზონები დაკავებულნი არიან მიწათმოქმედებით, ხოლო ჰალიძონები მეტალურგები და მეომრებიც არიან, მაცხოვრებელნი შავი ზღვის პირას, ჰომეროსის მიხედვით. ტროასთან მათი მოკავშირეობაც უფრო სარწმუნოა, ტერიტორიული სიახლოვის გამო. არავითარი მონაცემი არაა არც ჰომეროსთან და არც სხვაგან ამ ტომის სკვითობის სასარგებლოდ. აკაკი გელოვანის მიხედვით ჰალიძონები ნამდვილად კოლხური ტომია, ხოლო ალაზონები შესაძლოა სკვითური, ამას როშერი, ლუბკერი და სხვა სწავლულებიც აშკარად წერენ, რომ "სკვითი ალაძონები სულ სხვანი არიან". ჰალიძონებს ისინი თვლიან ბითვინიის მახლობლებად, პაფლაგონიელთა მეზობლებად, აქ კი სკვითები არასოდეს ყოფილან და სადაც იყვნენ, იქაც მხოლოდ გავლით და ლაშქრობით ცეცხლი და მახვილი მიიტანეს, სერიოზული დასახლებები ნაკლებად ჰქონდათ ან საერთოდ არ ჰქონდათ სამხრეთ კავკასიაში და არც ჩრდილოეთ კავკასიის დიდ ნაწილში, არც ალაზონები უნდა მივიჩნიოთ ინდო-ევროპულ ტომად. საერთოდ, "სკვითებად" წოდებული უამრავი ტომი სინამდვილეში იბერო-კავკასიური ტომებია.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
206