x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
"ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო"- რას წერდნენ მსოფლიოში გამოჩენილი ადამიანები საქართველოსა და ქართველებზე
***

დიუმა აღნიშნავდა, რომ ქართველები მფლანგველები არიან და არაპრაქტიკულობის გამო სწრაფად კოტრდებიან: ყველა ქართველი ღარიბია ან ახლოსაა მასთან. რა საშინელი სიღარიბეა აქ! – წამოიძახებს ფრანგი მწერალი. - ღმერთო შემინდე, რა სიღატაკეა! ეს სიღარიბე იქამდე მიდის, რომ ბევრის აზრით, ყველაზე სათნო ქალის ზნეობა, რომელიც მედეადან მოდის, ახლა ოქროს მონეტის დანახვასაც ვერ გაუძლებდა – ალექსანდრ დიუმა


image


***


"თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალ ად დინები, ჩინგიზ ხანები და სხვა აღმოსავლეთის სულთნები და შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხე-სიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე" – ნაწყვეტი ავსტრიელი პოეტის და "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელის ჰუგო ჰუბერტის "თბილისის აპოლოგიიდან".


image


***

"ძალიან ბრძოლისუნარიანი და უშიშარი ხალხია. ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურადაც, ძლიერი სხეულით და ძალიან მტკიცენი თავის სარწმუნოებაში, ურჩევნიათ თავი მოჭრან, ვიდრე სარწმუნოება გადათქვან. ბევრჯერ მიაყენეს დიდი ზარალი სპარსეთს, მიდიას და ასურეთს, რომელთა საზღვრებთანაც ცხოვრობენ - ყოველთვის გარშემორტყმულნი მტრული ტომებით. ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, რომელიც მათ აირჩიეს თავის მფარველად და ბრძოლაშიც ცხადდებოდნენ დროშებით მისი გამოსახულებით. ისინი ეთაყვანებიან წმინდა გიორგის ყველა სხვა წმინდანზე მეტად" – აბუ ფიდა ისმაილ იბნ ალი, არაბი ისტორიკოსი, გეოგრაფი და პოეტი (1271-1331)


image


***

"ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან, მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არამარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი, რასაც ასევე ახსენებს პაპის დესპანი, ბერი რუბრუკი, წმინდა ჯვაროსანი ლუი IX–სა)... საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. მიწაზე არსად არ არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც. აქ ბევრია მთა, ხევი და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა" – მარკო პოლო, ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური (1254-1324)


image


***

"მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში" – ალექსანდრ დიუმა უფროსი (1802-1870)


image


***

"ერთი სიმართლით განთქმული რუსი მეუბნებოდა: ქართველები ბრძოლაში უნდა ნახო, მაშინ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები კი არ არიან, არამედ ტიტანები, რომელთაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ" – ალექსანდრ დიუმა უფროსი (1802-1870)


image


***

"გიორგი სააკაძის მოქმედება და ქცევა დღესაც აუხსნელია ჩვენთა ისტორიკოსთაგან და რომელიც იყო რა, უხვად შემკული ყოვლისა სამამულო და საგმირო ღირსებითა, დღეს აქობამდის არც ავად არის დაფასებული ჩვენს მიერ და არც კარგადა. მისი ავკარგიანობით აღსავსე განსაცდელიანი ცხოვრება და საოცარნი მოქმედებანი, მისნი ავად და კარგადაც აღსახსნელნი დიდნი საქმენი, ჯერ შიგნეულად გამოძიებულნი არ არიან და ელიან პირუთნელს გამკითხველსა. ეს კი გულდაჯერებით საღიარებელია, მისი მოუსვენარი და მღელვარებითაგან დაუცხრომელი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა, განსაკვირველი და გასაოცებელი..." – ილია ჭავჭავაძე გიორგი სააკაძის შესახებ.


image


***

"ქართველები უძველესი ხალხია, რომელთა წინაპრები ევფრატის ნაპირებზე ცხოვრობდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაბილონი ქალაქი არ იყო. ვიცით, რომ ისინი შუმერების შთამომავლები არიან და ამჟამად მსოფლიოში არსებულ ტომთა შორის ერთ-ერთი უძველესი ხალხია" – ჯონ სტეინბეკი, ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი.


image


***

"კავკასიური ტიპი – შესწავლისთვის მე სწორედ ეს ტიპი, კავკასიის მთის ტიპი ავირჩიე იმიტომ, რომ მისი სამხრეთ ფერდობი ქმნის ადამიანების ყველაზე ლამაზ რასას. ამ რასაში პირველ რიგში ვგულისხმობ ქართველებს, ყველა ფიზიოლოგიურ თვისებას სწორედ აქამდე მივყავართ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვამტკიცოთ, რომ კავკასია არის თეთრი ადამიანების დაბადების ადგილი" – იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი, გამოჩენილი გერმანელი ანთროპოლოგი.


image

1
611
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
611
  
10 თებერვალი, 21:31
აბა მერე რა ჯანდაბა გვეტაკა.
0 1 1