x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ბუნიათიშვილზეც მართალია .. ხანდახან, კლასიკაა თუ "სექსი პლიაჟზე",ვერ გაიგებ -მანჩო გიორგობიანი
image

"გენიალური ქალი ელისო ვირსალაძე, მაღალი ხელოვნების ღირსეული წარმომადგენელი და საინტერესო ინტერვიუ!...


და ნუ იცით ეს კონტექსტიდან ამოგლეჯა, კატასტროფული არაფერი უთქვამს, ბევრ მუსიკოსზე დაისვა კითხვა და მათ შორის, ბუნიათიშვილზეც... ნაციონალური ნიშნით ხომ არ გამოარჩევდა?!. აღნიშნა, რომ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ნამდვილი განათლება აკლია, რაც სამწუხაროაო.. და სხვებსაც არჩევს, ზოგადად, კომერციული მიზნებისთვის გაპაპსავებულ კლასიკურ მუსიკაზეც მსჯელობს.. ასეთ შესრულებებს, მაშინ სხვა სახელი უნდა ერქვასო...
ბუიათიშვილზეც მართალია, ჩემი აზრით... ხანდახან, კლასიკაა თუ "სექსი პლიაჟზე", რომ ვერ გაიგებ და როგორც ჩემმა მეგობარმა შეადარა -"როიალს რომ ვიბრატორივით ხმარობს"- "საშინელებაა", ალბათ ამაზე წამოცდა და შეცვალა მერე - "ტალანტიაო" ...
უმჯობესია, დაუჯეროს ვირტუოზს და განვითარდეს...)))

image


ჰოდა, როდესაც ზვიადის მსგავსი, უკიდეგანო განათლების და ნატიფი გემოვნების პროფესიონალები მიუძღვნიან ოდებს, დითირამბებს, როგორც ელისო ვირსალაძეს, აი, მერე გადავლენ "ბუნიათიშვილები" "ნიჭიერიდან" უმაღლეს ლიგაში, ... მანამდე, გრანდებს უნდა მოუსმინონ და დაუჯერონ, თუ უნდათ ჭეშმარიტი მწვერვალების დაპყრობა და არა "პაპსავიკობა"...

მათე სარკინეთელმა-მა შემახსენა ..
ზვიად გამსახურდია
CAPRICIO
ელისო ვირსალაძის კონცერტზე

ფარდების შრიალი.
ფრთაგაშლილი ქიმერა შავი.
ნიავი – კოლომბინას კაპრიზი.
აქ რთავდნენ სილფები
მითიურ გობელენს ესკურიალისას,
ხოლო სიჩუმის იეროფანტი
სწვავდა არიელის ზვარაკებს.
სუდარას ახსოვდა
სახე ღვთაებრივი,
კანდელი,
მიტრა
და ვარსკვლავთშობილი მითი.
სცვივოდა შავი მთვარეები
მარმარილოს ცას.
სიმებში ბუდობდა გრიგალი.
მეწამულ არშიებად
დაეტყო შენს სახეს
წყევლა უმძაფრესი:
სტიქსის წყალივით მღვრიე ფიქრების ღვართქაფი,
ქარონის ელდა,
ლიბანის ხანძარი –
და კვლავ – ქერუბიმული ბრწყინვალება
წამების გვირგვინის."-წერს სოციალურ ქსელში მანჩო გიორგობიანი.


შეგახსენებთ, ხატია ბუნიათიშვილი გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ გააკრიტიკა.მისი თქმით, ხატია ბუნიათიშვილს ტექნიკა არ ყოფნის, შესრულების მისი მანერა კი, „ინტერტეინმენტის“ კატეგორიას მიეკუთვნება და კლასიკურ მუსიკასთან არაფერი აქვს საერთო.


"საქმე იმაშია, რომ ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ რასაც ის აკეთებს- საშინელებაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნამდვილი განათლება აკლია, თუმცა დღეს ეს გასაკვირი აღარ არის. ბევრი უკრავს ასე. ხომ გესმით, ტექსტთან ასეთი ფრივოლური დამოკიდებულება მე მიუღებლად მიმაჩნია“, -განაცხადა ვირსალაძემ, შემდეგ კი დასძინა:"გამომუშავება ყველას უნდა. მეც მინდა, რადგან 7 ძაღლი მყავს და ბევრი რამ სჭირდებათ. ვხუმრობ რა თქმა უნდა, მაგრამ პრინციპში, ეს ნორმალურია. ფული ყველას სჭირდება“



0
994
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0