x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრიტანელი ექიმი საკუთარი სიამოვნებისთვის მოტყუებით მკერდის კიბოს დიაგნოზს უსვამდა ქალებს
image

ბრიტანელი ექიმი მანიშ შაჰი თავის პაციენტ ქალებს ატყუებდა, რომ კიბო ჰქონდათ და მკერდზე ინტიმურ კვლევას უტარებდა, საკუთარი სიამოვნებისათვის.მუშაობის დროს მოატყუა და შეურაცხყო 23 ქალი და 15 წლის მოზარდი გოგონა.



ეს ყველაფერი 2009 წლიდან ხდებოდა. 50 წლის ექიმის მხრიდან 24 პაციენტი ქალი გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. ის 15-დან 39 წლამდე ასაკის ქალებს სხვადასხვა ანალიზების და მკერდის კვლევას უტარებდა საკუთარი სიამოვნებისთვის. ამ დროს ქალებს არანაირი ონკოლოგია არ აღენიშნებოდათ. ექიმი პაციენტებს მოგონილი დიაგნოზით აშინებდა და მაგალითად მოჰყავდა ჰოლივუდის ვარსკვლავები-ანჟელინა ჯოლი ან ჯეიდ გუდი.

image


50 წლის ექიმი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე მუვინის სამედიცინო ცენტრში საბოლოოდ ამხილეს, სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ ეს იყო "თავდაცვითი მედიცინა", სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო 25 მსხვერპლის მიმართ განხორციელებული სექსუალური დანაშაულისთვის.



"თქვენ გამოიგონეთ ისტორიები, რომელიც თავზარდამცემი იყო და პანიკას იწვევდით, თქვენი საქციელი არა მარტო სექსუალური ხასიათის იყო, არამედ სურვილით გაჯერებული გაგეკონტროლებინათ და ხანდახან დაგემცირებინათ ქალები"-აღნიშნა მოსამართლე ელ მოლინემ განაჩენის გამოტანის წინ.

მთლიანად ექიმი 90 შემთხვევაშია ეჭვმიტანილი, თუმცა მხოლოდ 25 დაუმტკიცდა.


მანიშ შაჰს 15 წელი პატიმრობა მიესაჯა.



image

იხილეთ სხვა კრიმინალური სიახლეები



intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით.



intermedia.ge-ს მასალების გამოყენების პირობები

2
843
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
843
  
2020, 13 თებერვალი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 თებერვალი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2