x
image
Yoona
ჩემს კარტოფილის წვნიანს ყველა ოქროს კერძს უწოდებს
ეს წვნიანი გიხსნით მაშინ, როცა მოსამზადებლად ცოტა დრო გაქვთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირად არ ვამზადებ, მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც ძალიან არომატული და ცხელი მინდა. ეს რეცეპტი მთელ ჩემს ოჯახს მოსწონს. თან ძალიან ლამაზი და არომატული გამოდის.

image

ინგრედიენტების სია

ნახევარი ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიახური;


3 ჭიქა კუბებად დაჭრილი კარტოფილი;

1 ბულიონის კუბი;

1 ჭიქა წყალი;

1 ჩ/კ ხმელი ოხრახუში;

ნახევარი ჩ/კ მარილი;

ცოტა დაფქული შავი წიწაკა;

2 ს/კ ფქვილი;

1, 5 ჭიქა რძე;

1 ჭიქა ნაჭრებად დაჭრილი ლორი;

1, 5 ჭიქა გახეხილი ყველი

სურვილის შემთხვევაში ხმელი ოხრახუში ახლით ჩაანაცვლეთ და სუფრაზე გატანის წინ დაუმატეთ.

image

წვნიანის მომზადება:

ყველაფერი ძალიან მარტივად მზადდება. ქვაბს წყალი, ბოსტნეული, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. შემდეგ ოხრახუში და ბულიონის კუბები დაუმატეთ. ბოსტნეულის დარბილებამდე მოამზადეთ.

image

ამის შემდეგ შეგიძლიათ რძე და ფქვილი დაუმატოთ. ხარშეთ, სანამ არ გასქელდება, ახლა ყველი და ლორი დაუმატეთ. როცა ყველი ბულიონში ბოლომდე გადნება, შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

image

თეფშებზე პორციულად გადაანაწილეთ. სურვილის შემთხვევაში ახალი მწვანილი და ორცხობილა დაუმატეთ.

image


ასევე დაგაინტერესებთ:

ყველაზე გემრიელი სოკოს ნაღების წვნიანი - ზუსტი რეცეპტი

image

ჯანმრთელობა, სიმსუბუქე, სილამაზე - 3 სახის წვნიანი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს

image

როგორ მოვამზადოთ გოგრის წვნიანი

image

გასაოცარი წიწიბურა ახლებურად - ასე გემრიელად ჯერ კიდევ არ მოგიმზადებიათ

image

7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ

image

0
1070
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1070