x
image
თორ ნიკე
Mediator image
ჯოჯოხეთი
ჯოჯოხეთი


ჯოჯოხეთი (ბერძ. აიდეს, ჰადეს; ლათ. ჰადეს, მიცვალებულთა ღმერთი). ჰომეროსის შემდეგ - შავეთი; რუს. "ად" - ბერძნულიდან; გერმ. "ჰოლლე", შუა ზემო გერმან. "ჰელლე", მიცვალებულთა სამფლობელო; სათავსი კედელსა და ღუმელს შორის გემზე; ინგ. "ჰელლ", ძვ. ისლადიურად "ჰელ", ინდო-გერმ. "კელ", დამალვა დაფარვა; ჩრდილოურ მითოლოგიაში ისევ მიცვალებულთა სამყოფელი, იგივე მიცვალებულთა ღმერთი, პლუტონის შესატყვისი სიტყვა ძველ გერმანიაში, აქედან "ჰოლლის" - ჯოჯოხეთური (ხმაური, შიში, სიცხე, ტკივილი, წყობილება);


ჯოჯოხეთი


ჯოჯოხეთის ქვა - ძლიერ მოქმედი ლაპისი, ლაჟვარდის ქვა) - დოცვილ სულთა სამეფო, სატანჯველი, საწამებელი, შავეთი, იგივე ჰადესი, ქვესკნელის წყვდიადი, ბერძ. "გეენა", რომლის სფეროებშიც სულები უსასრულო დროით იტანჯებიან ან ბოლოს განიწმინდებიან და ხვდებიან სალხინებელში. საბას განმარტებით, ჯოჯოხეთი - ესაა საუკუნო გამოუსვლელი, გამოუხსნელი", სამყაროს მეოთხე სფერო (გარეგანი - მამამთავართ დილეგი; შიგნით - უნათლავთ ჩვილთ საპყრობილე; მის შიგნით სალხინებელი ჯოჯოხეთი და ბოლოს - საუკუნო ჯოჯოხეთი, გამოუხსნელი. ამ ტერმინების მიხედვით ითარგმნა დანტეს "ღვთაებრივი კომედია".



ჯოჯოხეთი


ქრისტიანული მითოლოგიის მიხედვით ჯოჯოხეთი არის ცოდვილთა სულების საწამებელი უფლისა და სარწმუნოების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის ან თუნდაც ერესის ქადაგებისა და ღვთის გმობისთვის, სალხინებელი - მოსანანიებელი ადგილი, სამოთხე კი - ნეტართა სავანე. ტანჯვის სამეფოს, ცოცხლოვან გეენას განაგებს სატანა, ქაჯი, ბოროტი ღვთაება. ბიბლია ჯოჯოხეთს არც ახსენებს, მხოლოდ სამოთხეს, ედემს გვიხატავს ნეტარების წალკოტად. ძველ აღთქმაში ჯოჯოხეთის ცნება საერთოდ არ არსებობს, ხოლო ახალ აღთქმაში ნახსენებია მხოლოდ ე.წ. "გარესკნელის ბნელი", სადაც თითქოს "გადაიყრება ცოდვილთა სულები და სადაც იქნება კბილთა ღრჭენა".


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
207
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
207