x
image
ლურჯი თოლია
საინტერესო ფაქტები ოსკარები 2020-ზე

image

დღეს ოსკარების 92-ე დაჯილდოვების საღამოა ( ჩვენი დროით 10 თებერვლის დილის 5 სათზე დაიწყება). დაჯილდოვებამდე რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაეცანით:

▪︎"ერთხელ ჰოლივუდში" არის ტარანტინოს ყველაზე მეტი ნომინაციის (10) მქონე ფილმი ოსკარზე;

▪︎სირშა რონანი მეორე ყველაზე ახალგაზრდა (25 წლამდე) მსახიობია, რომელიც ფლობს ოსკარის 4 ნომინაციას. (პირველია ჯენიფერ ლოურენსი)

▪︎თუ ბრედ პიტი მოიგებს წლევანდელ ოსკარს, ის გახდება მესამე ადამიანი, რომელმაც მოიპოვა ჯილდო პროდიუსერის და სამსახიობო მუშაობისთვის მაიკლ დუგლასის და ჯორჯ კლუნის შემდეგ.

▪︎ჯოკერი მესამე ფილმია, რომელმაც შეძლო 1 მილიარდზე მეტი შემოსავლით 11 ნომინაციის მოპოვება ოსკარზე. პირველი ორია "ტიტანიკი" და "ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება"

▪︎მეცხრე ნომინაციით ფილმ "ირლანდიელისთვის" ალ პაჩინო ხდება მესამე ყველაზე ნომინირებული მსახიობი ოსკარზე ჯეკ ნიკოლსონისა (12) და ლორენს ოლივიეს შემდეგ (10)

▪︎რობერტ დე ნირო ერთადერთი მსახიობია ოსკარის ისტორიაში, რომელმაც ითამაშა 11 ფილმში, რომელიც "საუკეთესო ფილმის კატეგორიაში" იყო ნომინირებული.

▪︎სკარლეტ იოჰანსონი ოსკარის ისტორიაში ერთადერთი მსახიობია, რომელმაც პირველი ორი ნომინაცია მიიღო ერთ წელს ისეთ ფილმებში, რომლებიც ნომინირებული არიან "საუკეთსო ფილმის" კატეგორიაში

▪︎"პარაზიტის" არის პირველი სამხრეთ კორეული ფილმი, რომელსაც ნომინაცია აქვს საუკეთესო უცხოენივანი და საუკეთესო ფილმისთვის, ასევე საუკეთსო რეჟისორისთვის.

1
313
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
313
  
2020, 11 თებერვალი, 2:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1