x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ეროსი მანჯგალაძის და მათხოვრის უჩვეულო ისტორია

ეროსი

ეროსი მანჯგალაძეს ფეხით სიარული უყვარდა. სპექტაკლსა თუ რეპეტიციაზე სახლიდან ფეხით მიდიოდა ხოლმე. ქაშუეთის ეკლესიასთან ერთი მათხოვარი იჯდა, რომელსაც ცნობილი მსახიობი ყოველთვის მანეთიანს უდებდა ქუდში.

ერთ დღეს „კავკასიურ ცარცის წრეზე“ მიმავალმა მსახიობმა ქაშუეთთან ჯიბეები მოიჩხრიკა, რომ ტრადიციული რიტუალი შეესრულებინა, მაგრამ საფულე სახლში დარჩენოდა. არადა, მათხოვარი მას მოღიმარი სახით ელოდა. ეროსიმ არც აცია, არც აცხელა, ჩანთიდან მოსამართლე აზდაკის უზარმაზარი ქუდი ამოიღო, მათხოვარს წამოდგომა სთხოვა, თავად კი მისი ადგილი დაიკავა. ქუდი წინ დაიდო და მოსამართლე აზდაკის ფრაზას იმეორებდა, ქრთამს ვიღებო... გამვლელ-გამოვლელებმა, რა თქმა უნდა, იცნეს დიდი ეროსი და იმასაც მიხვდნენ, თუ რაშიც იყო საქმე. სულ რაღაც ათიოდე წუთში უზარმაზარი ქუდი ფულით აივსო.

ეროსიმ საათს დახედა. აზდაკის ქუდიდან მათხოვარს მთელი ფული ქუდში ჩაუცალა და უთხრა: "აი, ძმაო, მთელი წლის ჩაიბარეო". შემდეგ კი წამოდგა და მისთვის ჩვეული ღირსებით განაგრძო გზა თეატრისკენ...

3
1388
8-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1388
  
2020, 11 თებერვალი, 2:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 10 თებერვალი, 21:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 თებერვალი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3