x
მეტი
  • 27.02.2020
  • სტატია:99742
  • ვიდეო:344733
  • სურათი:462182
ბუგატი W16 ძრავებზე უარს არ ამბობს
image

საავტომობილო კომპანიები დიდ ფულს ხარჯავენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადაიყვანონ საკუთარი ავტომობილები მწვანე ენერგიაზე. მაგრამ ეს ტენდენცია პრაქტიკულად არ ეხება სუპერ ავტომობილების მწარმოებელ „ბუგატის“, რომელიც კვლავაც გააგრძელებს თავისი უნიკალური W16 4-ტურბოიანი ძრავის გამოყენებას.

ამასთან, კომპანიის ბოსი შტეფან ვინკელმანი არც იმას გამორიცხავს, რომ „ბუგატიმ“ შესაძლოა მომავალში უფრო მცირე ძრავებითაც გააფართოვოს საკუთარი პროგრამა. ამის საშუალებას კი მას ის გარემოება მისცემს, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრია.

„ჩემი აზრით, W16 ძრავს მომავალი აქვს. ეს არის უნიკალური სავაჭრო შეთავაზება, რომელიც დროთა განმავლობაში ფასეულობას არ კარგავს. ჰიბრიდულ ძრავებში, შეგიძლიათ ელემენტები შეცვალოთ, მაგრამ ახალი უკვე აღარ იქნება ორიგინალური. შიდაწვის ძრავი კი შესაძლოა დროთა განმავლობაში უფრო ფასეულიც კი გახდეს. ხალხი ბუგატის იმიტომ ყიდულობს, გამორჩეული მახასიათებლების ავტომობილი სურთ. გარდა ამისა, ბუგატის ავტომობილის ყიდვა ინვესტიციაცაა“, - ამბობს ვინკელმანი


მას მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ დაძველების მიუხედავად, EB110-ს ფასი იზრდება. იგივე ტენდენცია უკვე ეხება „ვეირონსაც“ და აუცილებლად შეეხება „შირონს“, როცა მისი წარმოება შეწყდება. და რა თქმა უნდა, ამაში თავის როლს „ბუგატის“ საფირმო 16-ცილინდრიანი ძრავი ასრულებს.

ვინკელმანი დასძენს, რომ „ბუგატის“ პროგრამაში ელექტრიფიკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიზანშეწონილი, თუ კომპანია მეორე მოდელის გამოშვებას გადაწყვეტს. ოღონდ, ეს აუცილებლად არ უნდა იყოს ჰიპერ ავტომობილი და ის ყოველდღიური გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი.

2
102
შეფასება არ არის
ავტორი:მერ ლორ
მერ ლორ
102
  
13 თებერვალი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

12 თებერვალი, 6:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2