x
მეტი
  • 11.07.2020
  • სტატია:101399
  • ვიდეო:346669
  • სურათი:465318
ჩემი ხალხი პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის მათ

image

(გაგრძელება.ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 32 )
2008 წელი, 1 ნოემბერი
ვხედავ, როგორ კარგავს რუსეთი ძალებს კავკასიაში. რუსეთი ცდილობს, ინგუშეთში ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არ გახმოვანოს და ისე ჩააქროს, მაგრამ არაფერი გამოუვა. ომი გაგრძელდება. მას ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებიც აჰყვებიან. ყველა ხვდება, რომ დროა, დაუპირისპირდნენ აგრესორ რუსეთს, თორემ ეს მერე უფრო ძნელი იქნება. ეს ომები 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე და ამას ვერც კავკასია და ვერც რუსეთი ვერ აიცდენენ.
რუსების ამბიციასა და ამპარტავნებას, ვხედავ, საზღვარი არ აქვს. ეს მათ აბრმავებს და ვერ ხედავენ, თუ რა დიდი საშიშროების წინაშე დგანან. ეს საშიშროება რუსეთის იმპერიის დაშლაა. პროცესი უკვე დაწყებულია და რუსეთის ორი პრეზიდენტი შეასრულებს ამ მისიას. ეს ყოველივე ძალიან ნათლად, უფრო მეტად გამოჩნდება, ვინაიდან კრემლის ბინადართა ყველა მცდელობა, ანუ მოლაპარაკებების წარმოება აზიის ქვეყნებთან, კავკასიაში, ევროპაში, ამერიკასთან — უშედეგოა, არაფერი გამოუვათ. რუსულ პოლიტიკას დიდი კრახი ელის.
რუსეთის ჩარევა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღთან დაკავშირებით, დამთავრდება დიდი ომით. სამშვიდობო როლის შესრულება — ეს ბლეფია. რუსეთი აზერბაიჯნზე ფიქრობს დარტყმას ასი პროცენტით. სომხეთი რუსეთის მომხრეა და ვაი რუსეთს, პირველი სომხები უღალატებენ. თუმცა სომხებს თურქებთან მოლაპარაკებას არ ვურჩევ, რადგან ამ პოლიტიკურ შეთანხმებას არაფერი მოჰყვება. მშვიდობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები სომხეთსა და თურქეთს არასდროს ექნებათ. ასე აწერიათ მათ ბედიწერაზე.
რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები არ არის მყარი. ვხედავ, რუსეთს სურს აზერბიჯანის დაპყრობა. დიახ, ეს ასეა. აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის კონტროლი — აი მთავარი გეგმა, მაგრამ რუსეთი ამას მხოლოდ მაშინ განახორციელებს, თუ აღარ იქნება აზერბაიჯანი!
რუსების აგრესია პიკს აღწევს. ამ აგრესიული პოლიტიკის გატარებას არც ირანი და არც თურქეთი არ აპატიებენ და საერთოდ, რუსებს ბრალს დასდებენ მუსლიმების გენოციდში. დიახ, ირანი პირდაპირ განაცხადებს ამას. რუსეთი ძალიან რთულ სიტუაციაში, ანუ ჩიხში აღმოჩნდება. აზიაში რუსული პოლიტიკა, ვხედავ, საბოლოოდ დასამარდება. მსოფლიო ნათლად ხედავს, რუსეთი ის ძალა აღარაა, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს; რომ დღეს უკვე ნახევრად დაშლილია და ბოლომდე დაიშლება მათი იმპერია. თუმცა მანამდე ბევრ რამეს გაუფუჭებს სხვებსაც და საკუთარ თავსაც.
ასე რომ, რუსეთი აზერბაიჯანში ფრთხილად უნდა იყოს, ვხედავ. თუ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს დაიწყებს, ანუ რამდენიმე წლის წინ კრემლში დამუშავებული გეგმის განხორციელებას შეუდგება, ვხედავ ომს (პრინციპში, მშვიდობიანი გეგმა რუსეთს არცერთ ქვეყანასთან არასდროს ჰქონია)! იმ გეგმას, რომელსაც რუსები აზერბაიჯანს შესთავაზებენ, არ მიიღებენ არა მარტო ზერბაიჯანელები, არამედ სომხებიც. რუსეთი სომხებსაც ატყუებს, მაგრამ საოცარი ის არის, რომ რუსები თავხედურ, ღია პოლიტიკას ატარებენ, არაფერს ერიდებიან. ვხედავ, მომავალში აზერბაიჯანიც და სომხეთიც ხვდებიან, რომ ისინი რუსეთისთვის სათამაშო მოედნებია და როგორიც მას ნებავს, ისეთი პოლიტიკა უნდა გაატარონ. ვხედავ, საქართველოზე უარეს დღეს დააყრიან მათ რუსები. დიდი გაჭირვება დაუდგებათ აზერბაიჯანსა და სომხეთს. თუ ჭკუა არ იხმარეს და არ გაერთიანდნენ, ორივე სახელმწიფოს ისე დაბომბავენ, რომ ბოდიშსაც არ მოიხდიან.
ერთი პერიოდი ეს ორი ქვეყანა გაერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ. სომხებთან რუსული ბაზებია განლაგებული და რუსებს პერსპექტივაში კიდევ აქვთ ბაზების გახსნა. ფაქტობრივად, ეს ანექსიაა. ამას უსისხლო პოლიტიკურ ომს დავარქმევდი, თუმცა ეს ასეც იქნება.
„კავკასიური გაერთიანების კავშირი“ რამდენად საჭიროა, სწრაფად მიხვდებიან სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. კრემლი კი ამას ისე აფასებს, როგორც პატარა საბჭოთა კავშირის მსგავსის შექმნას კავკასიაში. მაგრამ ამას არც დასავლეთი და არც ამერიკა არ აქცევს ყურადღებას. რუსეთი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
ვხედავ, სამაჩაბლოში ოსები რუსებს ვითომ უპირისპირდებიან. „რუსეთი მოგვეხმარა, მაგრამ ახლა უნდა მოცილდნენ ცხინვალს. აქ რუსული მთავრობა კი არ უნდა იყოს, არამედ ოსური!“ - გაჰკივიან ოსები. საინტერესო ფაქტია, არა? ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტის სურათებია გამოკრული ლოზუნგებით, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენი - ოსების პრეზიდენტიაო და უცებ „ცხინვალის რესპუბლიკაში“ სეპარატისტები მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ოთხი კვადრატული კილომეტრი ცხინვალი თავისუფალი სახელმწიფოა და რუსებს აქ არაფერი ესაქმებათ! ვხედავ, ძალიან ლამაზი სპექტაკლია დადგმული კრემლში. რუსებს სურთ დაანახონ მსოფლიოს, რომ საქართველოში აგრესია კი არ განახორციელეს, მიწები კი არ წაართვეს ქართულ სახელმწიფოს, არამედ პატარა ერები დაიცვეს (სად, სამაჩაბლოში, სადაც ოსები არ არიან, და აფხაზეთში, სადაც აფსუები ორმოცი ათასნი აღარ არიან?!) და ახლა რუსები, ამ პატარა ერებს მხოლოდ ეხმარებიან და ა.შ. და ა.შ.
ამიტომაც ვხედავ ძლიერ ქართულ ჯარს, ქართულ ავიაციას, ქართულ ფლოტს. „ჰაერი“, „ზღვა“, „ხმელეთი“ - აი, რა სჭირდება საქართველოს. უპირველესად კი დასავლეთის, მსოფლიოს, ნატოს მხარდაჭერა სჭირდება და აბა, მაშინაც გაბედოს რუსეთმა ასეთი უნამუსო პოლიტიკის გატარება საქართველოს მიმართ.
მომავალში ვხედავ, საქართველო მზად არის, რუსებს ისეთი პასუხი გასცეს, როგორიც ქართველებს შეეფერებათ.
უზარმაზარი დაცვითი ენერგიაა საქართველოს ირგვლივ. კოსმოსი იცავს სრულიად საქართველოს, ამინ!
ვხედავ ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ერთიან საქართველოს. ამინ!
დღეს ძალიან უჭირს საქართველოს, ჩემს ხალხს, მაგრამ ეს ყოველივე დროებითია. წავა სწრაფი და დიდი ცვლილებები. მთავრობა იცვლება ასი პროცენტით, ოპოზიციაშიც სულ სხვა ხალხია. ვხედავ, იქმნება ნამდვილი ოპოზიციური პარტიები და ეს ყოველივე ხალხს ემსახურება. „ხალხის რჩეულნი არიან!“ - ასე იტყვის საქართველო. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ნაწინასწარმეტყველებია.
ვხედავ, როგორ იღიმება ღვთისმშობელი. ეს ნიშანია იმ სიკეთისა, რომელიც საქართველოს ელის მომავალში.
დღეს კი საქართველო ძალიან რთულ პერიოდებს გადის. ხალხი ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, ენა რომ ვერ აღწერს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მიხარია, რომ ძალიან მალე ხალხი გამოვა ამ გაჭირვებიდან და მათ ცხოვრებას აზრი მიეცემა დედამიწაზე.
მიხარია, რომ ვხედავ გაღიმებულ ქართველებს. ყველა მიიღებს კოსმოსიდან იმ საზღაურს, რაც დაიმსახურა. სოფელი გაძლიერდება, ქალაქებიც მყარად დგება ფეხზე, ეკონომიკა მომძლავრდება, როგორც არასდროს. ეს ჯერ კიდევ 1992-1994 წლებში ფართედ მაქვს ნათქვამი. წინასწარმეტყველებები კი, ვიმეორებ, თანმიმდევრულად სრულდება, ერთი წერტილიც კი არ მოაკლდება!
მთავარია, რომ ადამიანმა რწმენა არ დაკარგოს (ეს ძალიან საშიშია), რადგან იმ წამიდან კარგავ ყველაფერს, ვეღარ გაარჩევ, სად არის ბოროტება და სად - სიკეთე. თუ არაფერი გაქვს დასაკარგავი, მაშინ ვერაფერს შეიძენ, ვერაფერს შექმნი და მიაღწევ. ფრთხილად! მთავარია, ადამიანი არ გაბოროტდეს, იმიტომ, რომ ყველა უბედურება აქედან იწყება და ვეღარც შეაჩერებ!!!
ასეა დღეს პოლიტიკაშიც. რუსეთი ისეთი გაბოროტებულია, რომ რეალობის შეგრძნება დაკარგა. იმდენ დიდ პოლიტიკურ შეცდომას უშვებენ რუსები, რომ დიდი უბედურებები ელით მომავალში; ვერც გამოასწორებენ! ასეთი თვისებები ღუპავს არა მარტო ადამიანებს, არამედ დიდ სახელმწიფოებსაც, მაგრამ ამას ადამიანები ვერასდროს ერეოდნენ. რჩეულთა ხვედრია, მოერიოს ყოველივეს; დიახ, მხოლოდ რჩეულთა!!! ასე იყო და ასეც იქნება!
ხოლო რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში, ამას კოსმოსი არ აპატიებს, იგივეს მიიღებენ საკუთარ სახლში.
საქართველო კი ნელ-ნელა იწმინდება, სუფთავდება, მოდის სიმშვიდე და სიკეთე. მომავალში არავითარ ომებს არ ვხედავ. იწყება ქვეყნის აღმშენებლობა და მოძლიერება. ამინ!
2008 წელი, 3 ნოემბერი
კოსმოსიდან მოსული ინფორმაცია, ანუ წინასწარმეტყველება - ეს არის გზავნილი დიდი ენერგიისა, ეს არის ინფორმაცია ადამიანებისთვის, ეს არის ამა თუ იმ ქვეყნისა და ცალკეული პიროვნებების შესახებ დანახული და წარმოთქმული წინასწარმეტყველება, ეს არის სიტყვა უფლისა კაცობრიობისათვის, რათა იცოდეთ ყოველივე ის, რაც დაგეხმარებათ ადამიანებს სწორი ნაბიჯების გადადგმაში, რათა არ განადგურდეთ არც თქვენ და არც დედამიწა!
მართალ სიტყვებს ყოველთვის უპირისპირდება ბოროტება, დიახ, დიდი ბოროტება, რომელიც ადამიანებს თავგზას უბნევს. ასეთი ადამიანები მუდმივად სიშავეში ცხოვრობენ. იცოდეთ, ხალხო, რომ მათ არც სამშობლო აინტერესებთ და არც უფალი სწამთ. თუმცა, ბოლოს თავად იმარხებიან საკუთარი ხელით გათხრილ ორმოში.
ასეა დღეს. ამ შავმა ძალებმა ომი გამოგვიცხადეს და უფლის სიტყვების გაქილიკებას ცდილობენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, სურთ, წაშალონ ადამიანის ცნობიერებაში რწმენა, მომავლის იმედი და სიხარული; წაშალონ ქვეყნის სიძლიერე, გაბრწყინებული სამშობლო იმისათვის, რომ ივაჭრონ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ სკამები და ფულები მოიპოვონ გადაღლილი და მშიერი, გაწამებული ხალხის ხარჯზე. ისინი - ოპოზიცია და მთავრობა, ამ ბინძურ თამაშებს ბოლომდე განაგრძობენ, მაგრამ მოვა დრო და ვხედავ, ჩემი ხალხი პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის მათ, დიახ, მოისვრის და გასუფთავდება ჩემი ქვეყანა უწმიდურებისგან.
დააკვირდით, როგორ ერთნაირად თესენ ნევროზსა და პანიკას ხალხში ოპოზიციაცა და მთავრობაც. უვიცი პოლიტიკოსებითა და განსაკუთრებით უვიცი პოლიტოლოგებითაა სავსე ქვეყანა. ბევრ რამეს ვხედავ. ვხედავ, თუ რა სულისა და წარსულის ადამიანები არიან ისინი, უბრალოდ, არ მინდა ჩემი გაზეთი შეურაცხვყო მათი ბიოგრაფიებით.
ვიცი, ჩემი ქვეყანა მალე დასუფთავდება. უფლის საცერი ისევ იცრება და რჩეულნი, მართლა ქვეყნის ღირსეული შვილები დარჩებიან და მომავალშიც ახალი, ჯანსაღი, მოაზროვნე ტვინები მოდიან.
მეცნიერთა პარტია და გიორგი ბრწყინვალე! - ეს არის საქართველოს გადარჩენა, ეს არის ახალი საქართველო ჩემი ქართველებით!
თვითონ არიან აგენტები ეს უსახურნი და უფალი მალე ნიღაბს ბოლომდე ჩამოხსნის ყველას. მათი ინფორმაციის კითხვა ყველა ადამიანისთვის ძალიან საშიშია, ვინაიდან იქიდან მოდის უარყოფითი, შავი ენერგია, რომელიც ადამიანს ისტერიაში აგდებს და რეალობას აცილებს. იქმნება ჯადოსნური წრე, ადამიანი უკვე რწმენას კარგავს, ბოროტდება და ვეღარ გამოდის ამ მდგომარეობიდან. ფრთხილად, ადამიანებო! მოისროლეთ შორს მათი ინფორმაციები, რომლებიც ტყუილებითაა გაჟღენთილი. ამას მალე მთელი ქვეყანა იხილავს და გაიგებს.
მე, ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია, ყოველთვის ვიდგები იქ, სადაც ჩემი საყვარელი ქართველები დგანან, მაგრამ წინასწარმეტყველება - ეს არის სიტყვა უფლისა, კოსმოსიდან წამოსული უზარმაზარი ენერგია, რომელიც ისე უნდა მივიღოთ, როგორც არის ნაწინასწარმეტყველები.
კოსმოსის ინფორმაციას ვერავინ და ვერავითარი ძალა სათავისოდ ვერ მოირგებს - ვერც მეფე და ვერც მათხოვარი. მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებთ!
აი, მთელი სიმართლე. არცერთი ასოს ან სიტყვის გადაკეთების უფლება არავის აქვს. ეს ძალიან საშიშია და არც გამოვა არაფერი აქედან. ჩემო ქართველებო, რწმენა არ დაკარგოთ, მომავალი ჩვენია, ღმერთი არ გაგვწირავს. ამინ!
2008 წელი, 4 ნოემბერი
ვხედავ, დასავლეთი და ამერიკა აუცილებლად განიხილავენ სამაჩაბლოს საკითხს იმ კუთხით, თუ რამდენად ჰგავს, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთი (რეალურად კი ქართული მიწა) სახელმწიფოს თავისი ტერიტორიითა და ქალაქებით (სადაც მხოლოდ ქართული სოფლებია); რამდენად აკმაყოფილებს იგი სტანდარტებს, რომ მას სახელმწიფო ეწოდოს, როცა ავტონომიასაც ვერ დაარქმევ, და კიდევ უამრავ ფაქტს, რაც დასავლეთსა და ამერიკას აღაშფოთებს. დაიდება უამრავი ფაქტი და რუსეთი ვერაფერსაც ვერ იზამს. რა თქმა უნდა, აფხაზეთის საკითხიც განიხილება იმ დიდი ფაქტით, რომ ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი მოსახლეობისა ქართველები არიან. ვიმეორებ: ქართველები არიან! აფსუების გენეტიკა კი ქართველებმა გადაარჩინეს და კულტურაც შეუნარჩუნეს.
შედარებისთვის: რუსეთმა სოჭი წაგვართვა. საინტერესოა, სად არის ახლა ის ხალხი, ვინც მანამდე იქ ცხოვრობდა? გაქრნენ, ბატონებო, და ამას ხელი რუსეთმა შეუწყო. სად გაქრა მათი კულტურა? ისიც რუსეთმა წაშალა. ჩვენ, ქართველები კი პირიქით, საკუთარ სახლ-კარს ვუთმობთ უცხო რჯულს, რომლებიც სახლებიდან და მიწიდან გვყრიან, მერე კი ამბობენ, რომ თურმე ჩვენ, ქართველები, მცირე ერებს გენოციდს ვუწყობთ. სწორედ ასე აცხადებს რუსეთი.
მაგრამ ამჯერად რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში დიდ პოლიტიკურ თამაშს ბოლომდე წააგებს - ვიმეორებ: წააგებს! რაც უნდა მოიმოქმედოს, ვერაფერს მიაღწევს.
მთელმა ქვეყანამ რომ უღალატოს საქართველოს, კოსმოსი არ უღალატებს და საკადრის პასუხსაც მიიღებენ. ამინ!
2008 წელი, 5 ნოემბერი
ყველაფერი, რაც ვიწინასწარმეტყველე, ასი პროცენტით ასრულდება.
ვხედავ, ყალიბდება, ანუ იბადება ორი ახალი მონსტრი დედამიწაზე: ამერიკა და რუსეთი - დიდი პოლიტიკური ცვლილებებით, ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებითა და დემოკრატიას ამოფარებული შავი ზრახვებით. განსაკუთრებით რუსეთი აქტიურობს ყველაფერში. რუსებს მსოფლიოს აზრი არ აინტერესებთ, იწყებენ მორიგ თამაშებს, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან დასავლეთი, სურს თუ არა ზოგ ევროპულ სახელმწიფოს, მის წინააღმდეგ წავა.
ამერიკაში კი „დემოკრატები“ ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამენ მომავალში, ვხედავ, რომ რუსეთის იმპერიას „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი მოენატრებათ.
ამერიკას არც არასდროს უფიქრია და არც ფიქრობს ვინმესთვის პირველობის დათმობას, მით უმეტეს, რუსეთისთვის. ამერიკა იყო მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო, ლიდერი და იქნება კიდევაც. ამისთვის ისინი ყველაფერს გაკეთებენ.
რუსეთის მწვავე განცხადებები აფრო-ამერიკელ პრეზიდენტს არ აშინებს. მას ზურგს უმაგრებენ პოლიტიკოსებისა და პროფესიონალების ჯგუფები, რომლებიც შეთანხმებულად მართავენ მთავრობას. ამერიკამ დაამტკიცა, რომ იგი ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანაა. რუსეთი კი ისევ ძველ დიდებას იხსენებს - საბჭოთა კავშირის დროინდელს - და ცდილობს, თავიდან შექმნას ეს მონსტრი. იგი არც ცივი ომის წინააღმდეგია, რადგან კარგად უწყის, რომ რუსეთის იმპერია იშლება და მალე რუსეთისგან თითქმის არაფერი დარჩება.
რუსეთის უხეში პოლიტიკა დასავლეთს ძალიან ააფორიაქებს, და არა მხოლოდ დასავლეთს, მთელ მსოფლიოს. მით უმეტეს, რომ ამერიკა არც ფიქრობს, რამე დაუთმოს მას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. მათ შორის, ვხედავ, დიდი, მწვავე პოლიტიკური ომი იმართება. ვხედავ, საჭიროა დასავლეთმა და ამერიკამ რუსეთს ჭკუა ასწავლონ.
ვხედავ, ამერიკა მოქმედებას იწყებს ჩრდილოეთ კავკასიაშიც. მათაც ექნებათ მხარდაჭერა, როგორც მცირე ერებს. დასავლეთიც მიაქცევს ყურადღებას, რაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში. მსოფლიო რუსებს უფლებას არ მისცემს, რომ ცივი ომი და აგრესია განაგრძოს მთელ კავკასიაში. ეს ყოველივე ძალიან სერიოზულ სახეს მიიღებს, იმდენად სერიოზულს, რომ რუსეთს ვერც წარმოუდგენია.
ვხედავ, მომავალში ბევრი უცხოელი დატოვებს რუსეთს - მოსკოვს, განსაკუთრებით კი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩასულები. მოსკოვი ყველგან მტერს იჩენს.
მთავარი: რუსეთის, ასე ვთქვათ, ორი პრეზიდენტი, ერთმანეთს უპირისპირდება. ექს-პრეზიდენტი არ ენდობა თავის რჩეულს. ჯერ კიდევ მანამ, სანამ რჩეულს მოიყვანდა პუტინი, ვიწინასწარმეტყველე, რომ მათი ურთიერთობები აირეოდა და ბრძოლები წავიდოდა. ექს-პრეზიდენტის გამარჯვება და კვლავ პრეზიდენტად მოსვლა - ეს რუსეთისთვის დიდი, სასიკვდილო დარტყმა იქნება. არ დაგავიწყდეთ, ადრე ვიწინასწარმეტყველე, დათვის თათი მოხვდება ექს-პრეზიდენტს-მეთქი, რადგან მისი მმართველობა დამთავრებულია. ფრთხილად! ასევე რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე მისი სიკვდილიც. ვთქვი, რომ მას ესვრიან. წინასწარმეტყველებები ასრულდება ასი პროცენტით.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, ამერიკის პრეზიდენტმაც უნდა განახორციელოს ის პროგრამა, რომელიც პოლიტიკოსებსა და მილიარდერებს სჭირდებათ, თორემ არც მას დაადგება კარგი დღე, მასაც ლამაზად მოიცილებენ. ეს ასეა.
ვხედავ, რუსები საკუთარ გეგმებს საქართველოში ვერ განახორციელებენ. ვხედავ, მოვიდა დრო, როცა რუსებმა ყველაფერზე, რაც საქართველოს, ქართველებს დაუშავეს, პასუხი უნდა აგონ. რუსებს ყველაფერი საკუთარ სახლში მიუბრუნდებათ. ამას 1992 წლიდან ვწინასწარმეტყველებ.
საერთოდ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება ასრულდა არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ რუსეთისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან მიმართებაშიც.
მე ვურჩევდი ყველას, ყურადღებით იკითხონ გაზეთში გამოქვეყნებული უზარმაზარი ინფორმაცია, რომელშიც უდიდესი ენერგიები დევს, რომელსაც მოაქვს სულიერი სიმშვიდე და ეს კოსმიური ენერგიები კი გიცავთ ადამიანებს. ეს ასპროცენტიანი სიმართლეა. ხოლო მტრები, რომელნიც ცდილობენ უფლის სიტყვების გაქილიკებას, კომოსიდან აუცილებლად მიიღებენ პასუხს. ისინი ხომ შავი ენერგიის მატარებელნი არიან - სატანის ნიშნით! ეს ყველაზე დიდი სიმართლეა მათ შესახებ, რასაც ვხედავთ.
თუ შენ, ადამიანო, არ წაგიკითხავს წინასწარმეტყველებები და განსჯი უსამართლოდ, საკუთარ სულს ვნებ. ფრთხილად! ეს გაზეთი თქვენთვისაა, ხალხო. გაზეთში საკუთარ აზრებს კი არ ვწერთ, პოლიტიკურ ანალიზებსა და განცხადებებს კი არ ვაკეთებთ, არამედ ვხედავთ, რა იყო წარსულში და რა იქნება მომავალში და ამას ქართველი წინასწარმეტყველის - ლელა კაკულიას გარდა ვერავინ და არავინ ხედავს მთელ დედამიწაზე! ეს ასეა ასი პროცენტით. ამას მომავალი დაგანახებთ.
ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, რა ელის მთავრობას, ვინ არიან ოპოზიციაში და ყველასა და ყველაფერზე სრულ სიმართლეს ვამბობთ. წინასწარმეტყველებები კი სრულდება. „დრონი მეფობენ და არა მეფენი!“
მრავალი წელია ვწინასწარმეტყველებ და ყოველივე სრულდება. პოლიტიკოსები, პრეზიდენტები მიდიან, წინასწარმეტყველება კი რჩება და განვაგრძობთ მუშაობას. დიახ, არ შეიძლება ითქვას ის, რაც თქვენ გსურთ, ითქმება ის, რაც კოსმოსიდან მოდის და ეს არის სიმართლე. ამას ვერავინ გაექცევით. ეს უფლის სიტყვებია და როგორცაა ნათქვამი, სასიხარულოა თუ მწარედ მოსასმენი, მაინც ისე ასრულდება.
გაზეთის გამოცემა ჩემი საქართველოსა და ჩემი ხალხისთვის გადავწყვიტე. არავინ გვეხმარება, მით უმეტეს, მთავრობა, რომელსაც პოლიტიკურად სულაც არ აწყობს ეს; არც ოპოზიციას აწყობს, იმიტომ, რომ ნიღაბი ერთნაირად ეხსნებათ. დაფიქრდით და მიხვდებით.
შემეძლო (და ვაპირებ კიდეც), რომ მხოლოდ წიგნი გამომეცა, მაგრამ ჩემი ყოველთვიური გაზეთით უზარმაზარ ინფორმაციას ვჩუქნი ქართველებს, შავ ძალებს კი ძალიან ვუშლით ხელს. ისინი იგონებენ ათასგვარ სიბინძურეს (რასაც, რეალურად, თვითონ სჩადიან) და საკუთარი ხელით ამოთხრილ ორმოში თვითონ აღმოჩნდებიან. ხალხს ვერ მოატყუებთ! ისინი მალევე მიხვდებიან, ვინც ხართ, თუმცა ისედაც ძალიან კარგად გიცნობენ.
საერთოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, დრო, რომელიც კოსმოსმა იცის დედამიწაზე, თორემ კოსმოსში დრო არ არსებობს. ამიტომაც დროს თითქმის არასდროს ვწინასწარმეტყველებ, მაგრამ თუკი დაგვანახეს, მაშინ აუცილებლად ვწერთ. ასე რომ, ყოველი სიტყვა წინასწარმეტყველებებისა ასრულდება, ერთიც არ მოაკლდება და ნუ გგონიათ, რომ ვინმეს არ აუსრულდება, რაც ვიწინასწარმეტყველეთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კოსმოსის სამსჯავროს ვერავინ დაემალებით, ყველანი პასუხს აგებთ საკუთარ საქციელზე. ეს იმდენად სერიოზულია, რომ ვერც კი წარმოიდგენთ! ასეა, ყველამ თავისი ჯვარი უნდა ატაროს!
2008 წელი, 7 ნოემბერი
ვხედავ, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ჩიხშია მომწყვდეული, მაგრამ მაინც განაგრძობს ბინძურ კამპანიას. „სამხედრო ბაზების განლაგება ქართულ მიწაზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ნიშნავს ევროპაზე თავდასხმას!“ - ასე გააანალიზებს დასავლეთი და ამერიკა. ამის შემდეგ ისინი უფრო აყვირდებიან და უფრო გააქტიურდებიან. სწორიცაა! თუ რუსეთს ეს პოლიტიკური ნომერი გაუვიდა, ისე დაარტყამს ევროპის - ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილს, რომ შედეგებზე არც იფიქრებს, ვინაიდან არსებობს გეგმა, კვლავ გააერთიანონ თხუთმეტი რესპუბლიკა. ეს ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე. თუმცა იქვე დავინახე, რომ „თუ რუსები არ მოეშვებიან საბჭოთა კავშირის აღდგენას, ისინი მწარედ წააგებენ“. დადგა ეს დღეც და ზუსტად ასრულდება წინასწარმეტყველება.
თუ საქართველოში ერთი ქართველიც კი ფიქრობს, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, ძალიან ცდება. ვიმეორებ ასჯერ დანახულს: მათ ქართველების მიმართ კეთილი ზრახვები და გეგმები არასდროს ჰქონიათ. შეხედეთ, როგორ ფაშისტებად ზრდიან ახალგაზრდა თაობებს. იმხელა სიძულვილი ამოძრავებთ სხვა ერების მიმართ, რომ მკვლელებად ჩამოყალიბდნენ. ისინი დღისით-მზისით ხოცავენ არარუსული წარმოშობის ადამიანებს. ვაი რუსეთს! ასეთი შთამომავლობა თავად მას გაანადგურებს. ეს ურთულესი თემაა, რომელიც დიდ პრობლემად გადაიქცევა მომავალში, მაგრამ დღეს რუსეთის მთავრობა ამას ვერ თუ არ აცნობიერებს. მსოფლიო ამაზე, ვხედავ, მკვეთრ რეაგირებას მოახდენს, იმიტომ, რომ ეს არის აშკარად გამოხატული ჩვეულებრივი ფაშიზმი. საერთოდ, ვხედავ, რუსეთი ძალიან აირევა.
მინდა ვუთხრა იმ ვაი-ქართველებს, რომელნიც ამტკიცებენ, ქართველებმა დავიწყეთ ომი და დამნაშავეები ვართო, რომ ისინი არც საკუთარ თავს არგებენ რამეს და საქართველოს, მით უმეტეს. უბრალოდ, გადავხედოთ ახლო წარსულს, გავიხსენოთ, რაც რუსეთმა 1989 წლის 9 აპრილიდან მოაწყო საქართველოში: პროვოკაციები, საქართველოს დანაწევრების, ქართული მიწის დატაცების წლების წინ შემუშავებული გეგმების ხორცშესხმა და ა.შ.
ქართველებო!
მაინც მოგვიწევს იარაღის ასხმა საქართველოს ტერიტორიების დასაბრუნებლად და დასაცავად. აი მაშინ, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ჩვენ გავიმარჯვებთ!
შევალთ ომით, დავარქმევთ მშვიდობას!
ჩვენ მაგივრად ამას არავინ გააკეთებს. ესაა სრული სიმართლე. უდიდესი კოსმიური ენერგიები დაგვეხმარება, როცა დაკრავს ჟამი და ამ ომში საქართველო გაიმარჯვებს!
უფალი არ აპატიებს ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი საქართველოს განადგურების მცდელობას „დიდ რუსეთს“ და ვიმეორებ ასჯერ ნათქვამს: რუსეთს საკუთარი სახლი შეექნება დასაცავი.
რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო 15 წლის წინ წაგვართვა და არც ფიქრობდა მათ დათმობას. მაგრამ, სურს თუ არა, დაგვიბრუნებს! გაიხსენეთ წინასწარმეტყველებები, ჩაიხედეთ ჩემს წიგნსა და გაზეთებში. ჩვენ ვთქვით: „რუსეთი იძულებული შეიქნება, დატოვოს საქართველოს საზღვრები…“, რაც ასი პროცენტით ასრულდება. ეს ასეა. საქართველოს ვერანაირი ძალა ვერ დააქუცმაცებს, ვერ გაანადგურებს, იმიტომ, რომ კოსმიური ენერგიის წაშლა არავის ძალუძს დედამიწაზე, გამორიცხულია!
ქართველებო! მომავალში კვლავ ვიარსებებთ, უფალი ჩვენ გვერდითაა! გახსოვდეთ, ყოველივე შეიცვლება საქართველოსა და მისი ხალხის სასიკეთოდ. ამინ!
2008 წელი, 8 ნოემბერი
რუსეთის პროვოკაციული გამოსვლები ამერიკის მიმართ - ეს ძალიან საშიში პოლიტიკური ნაბიჯებია. ვხედავ, ეს აწყობს კიდეც ამერიკის მთავრობას, რათა დასავლეთი ცოტათი კი არა, მაგრად შეფუცხუნდეს, კარგად შეშინდეს. დასავლეთმა თუ კარგად არ დაინახა, რა საშიშნი არიან რუსები, ძალიან რთული პოლიტიკური კრიზისი დაიწყება. ვხედავ, ასეც მოხდება. კრემლი არ აპატიებს მათ საქართველოს დაცვას.
მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, უფრო საშიში დასავლეთისათვის - ეს არის კოსმოსი, უფალი, რომელიც არ აპატიებს დასავლეთს საქართველოს გაწირვას და ისე მოახდენს, რომ რუსეთი გაილაშქრებს დასავლეთის წინააღმდეგ აუცილებლად. რაც, ვიმეორებ, ამერიკასაც აწყობს და მერე კი ვხედავ, ევროპა მთელი სიმძლავრით ამუშავდება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეს კი საქართველოს წისქვილზე წყალს კი არა, ზღვას დაასხამს.
საქართველოს სხვისი სამადლობელი არაფერი ჭირს, პირიქით. საქართველოში რუსების მიერ განხორციელებულ აგრესიაზე ისევ ახმაურდება ევროპის ყველა ორგანიზაცია და შეუტევენ აგრესორ რუსებს. რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნვაა. იქით ამერიკა ადგას ევროპას თავზე საყვედურით, ხომ გაფრთხილებდითო?!
უკრაინა-რუსეთის ომი, დიახ, ომი, 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე და ვხედავ, ეს არ აცდებათ.
დააკვირდით, არეულობები და ომი საქართველოსთან, ომები ჩრდილოეთ კავკასიაში, ომი აზერბაიჯანთან და ზედ მიაყოლებენ სომხებს, ხოლო თურქეთის ნდობა სასომხეთთან მიმართებაში ნულის ტოლია.
გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე ათაბაბას დროიდან და რუსეთი სომხეთის გავლით ამ პროგრამას ვერ განახორციელებს. რუსეთი ვერ წაშლის აბრეშუმის გზას საქართველოში. ყველა გაზსადენი და ნავთობის მილი გაივლის მხოლოდ საქართველოზე, ვინაიდან კომერციული თვალსაზრისით, ეს უფრო მოგებიანია.
ვხედავ შავ ზღვაში (ანუ მასთან დაკავშირებულ) სერიოზულ პროექტებს. ეს ყოველივე, თითქმის ყველაფერი, ვიწინასწარმეტყველე 90-იან წლებში, დღეს მათი ასრულებები იწყება. მაშინ აღვნიშნე, მილები მაინც გაივლის საქართველოზე-მეთქი.
სომხებსა და თურქებს შორის, ან აზერბაიჯანთან ზავის დადებას ვერ ვხედავ. რუსეთი მისცემს ყარაბაღს აზერბაიჯანს იმ შემთხვევაში, თუ ის „ნაბუქოს“ პროექტს არ დათანხმდება. სომხეთს რას ჰპირდება? საქართველოს ნაწილს? ქართულ მიწებს? დღეს იმიტომ დათარეშობენ, რომ ანახონ, რუსეთი კვლავ ძლიერიაო და შეუძლია საქართველოს საკუთარი მიწები ჩამოაჭრასო? არა და არა! ვხედავ, ეს ყოველივე პოლიტიკური თამაშია მსოფლიო მასშტაბით. რუსეთი, ვხედავ, უძლურია ამერიკის წინაშე, რომელიც კბილებით დაიცავს პატარა საქართველოს, შავი ზღვიდანაც გაყრის რუსებს და საქართველოს სხვა ტერიტორიებიდანაც. ეს ასეა ასი პროცენტით. ეს ყოველივე დიდხანს არ გაიწელება დროში. მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება და ვითარდება. დროც არ ითმენს. დიდი, ძალიან დიდი პოლიტიკური ცვლილებებია დედამიწაზე.
ვიმეორებ: „დიდი რუსეთი“ წააგებს ასი პროცენტით! აი ნახავთ.
2008 წელი, 12 ნოემბერი
ევროპა-რუსეთის ალიანსი არ შედგება, ვხედავ. მე ვიწინასწარმეტყველე წარსულში, რომ გერმანია და იტალია რუსეთს, ასე ვთქვათ, დაუტკბებიან-მეთქი. დღეს, რა თქმა უნდა, ენერგორესურსები უფრო მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის. მაგრამ ხვალ? „ხვალ“ კი ვხედავ, რუსეთი ისეთ თავხედურ ნაბიჯებს გადადგამს, რომ დასავლეთი სწრაფ საპასუხო დარტყმას მიაყენებს. ეს ძალზე სერიოზული, მართლა პოლიტიკური ომი იქნება. აქ საქართველო არაფერ შუაშია, ეს კოსმოსი უხდის დასავლეთს სამაგიეროს ორპირობისთვის.
რუსეთი მაინც გადაუკეტავს გაზს ევროპას, რათა საკუთარი ძლევამოსილება დაუმტკიცოს. ეს იქნება ძალიან დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა, ვინაიდან დასავლეთი ამ ვანდალურ ქმედებას არ აპატიებს რუსეთს. დიდი პოლიტიკური ომი გაიმართება და აქედან დაიწყება რუსეთის ეკონომიკის მართლა ნგრევა. რაც რუსეთ-დასავლეთზე ვიწინასწარმეტყველე წარსულში, ყველაფერი ასრულდება.
ჩემს საყვარელ საქართველოს კოსმოსი იცავს და სხვა არაფერი. რაც უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა, იგი საქართველოს, შავ ზღვას ვერ დაიპყრობს. ასეთია წინასწარმეტყველება.
დღეს კი გაგრძელდება საინფორმაციო ომები, რომელსაც რუსები წააგებენ, ამერიკა კი პოზიციებს იმყარებს. დიდი ცვლილებები იქნება, მაგრამ არა რუსეთის სასარგებლოდ. პირიქით, მოქმედების სტრატეგიული გეგმებია შემუშავებული და ეს ევროპასაც გამოაღვიძებს.
სტრატეგიული გეგმები არსებობს ასევე ირანთან მიმართებაშიც. ბალისტიკური რაკეტები აღწევს ამერიკას, ირანს შეუძლია ამერიკა დაბომბოსო, ყვირის რუსეთი. ბოლოს და ბოლოს, ირანი მიაღწევს იმას, რომ ამერიკა ასი პროცენტით დაარტყმას მას და ეს ამერიკელი ხალხის დიდი სურვილიც იქნება. კოსმოსი ფაქტის წინაშე აყენებს ამერიკელ ხალხს: თუ თავი არ დაიცავი, დემოკრატია ფასს კარგავს! ამისათვის რუსეთ-საქართველოს მაგალითიც კმარა.
მოკლედ, დიდი, მართლა სერიოზული დაპირისპირება წავა დასავლეთ-ამერიკასა და „დიდ რუსეთს“ შორის და ვხედავ, რომ ამერიკა რუსეთს შიგნიდან დაარღვევს. ამერიკული მთავრობის ის ჯგუფი, რომელიც მართლა მართავს სახელმწიფოს და არა აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ დემოკრატიულობის სახეა, დიდ საშიშროებას წარმოადგენს ირანის, რუსეთისა და საერთოდ, ყველასთვის. ამერიკა იყო მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა და ასეთად რჩება მომავალშიც - მსოფლიო ლიდერად. ასე რომ, მალე დაიწყება დიდი, მსოფლიო პოლიტიკური თამაშები. რუსები უდიდეს დარტმას მიიღებენ. ვხედავ, ამერიკა მათ არაფერს დაუთმობს, განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში.
ვხედავ, კრემლში ფიქრობენ, რომ თუ დღეს საქართველო მარტო დარჩება, სრული ანექსია განახორციელონ. მათი ჩანაფიქრი - ეს არის ჩეჩნეთის ვარიანტი. კრემლის ეს ფაშისტური გეგმა არასდროს განხორციელდება. საქართველოს შინაურ და გარეულ მტრებს დიდი დარტყმა ელით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ რუსეთი შავ ზღვაზე ვერ იმეფებს, ფეხს ვერ მოიკიდებს. ვერც სომხეთი! აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობები რუსეთის ზეწოლით, ვერ კი არა, არ მოხდება. ამერიკა იაქტიურებს და არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს „ნაბუქოს“ მიმართ რუსული ოპერაციის განხორციელებას.
რუსეთის მოჩვენებითი სიმშვიდე, რომ ისინი ევროპასაც დააჩოქებენ და კავკასიასაც (ამერიკაც კი მიაყოლეს), დიდი ბლეფია და ყოველივე ძალიან მალე ამოტივტივდება. ვხედავ, მომავალში ძალიან დიდი ტყუილების ქარბუქია ატეხილი რუსეთში და სად არის სიმართლე, ხალხი ვერ არჩევს. მაგრამ საინფორმაციო ომი ერთია, რაც რუსეთის ეკონომიკაში ხდება, ეს კი მეორე. დიდი ზიანი, დიდი ზარალი მიაყენა საქართველოსთან ომმა რუსულ ეკონომიკას.
დასავლეთი და ამერიკა რუსეთს არც წარსულში ენდობოდნენ და არც მომავალში ენდობიან. ასე რომ, ორივე მხარე ვაჭრობს. ამ პოლიტიკურ თამაშს რუსეთი ვერ გაუძლებს, ამერიკასთან, განსაკუთრებით. მაინც წააგებს ასი პროცენტით.
გულუბრყვილო უნდა იყო დაიჯერო ის, რომ ამერიკა რუსეთს ენდობა და რამეს დაუთმობს. მაგონდება, 1994-1995 წლებში ვიწინასწარმეტყველე, რომ ნავთობისა და გაზის მილები, სურს თუ არა რუსეთს, მინც გაივლის საქართველოზე-მეთქი. ეს წინასწარმეტყველება ფირზეც ჩაიწერა რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა. მას ფილმი უნდა გადაეღო, მაგრამ უსახსრობის გამო შეწყდა მასზე მუშაობა. თუმცა მაშინდელი ჩანაწერები არსებობს და ეს კასეტა ჩემს არქივშიც ინახება.
ვხედავ, ხალხი თითქოს გაიყინა, არავის ენდობა, ახალ ლიდერებს ელოდება. წარსულში ვიწინასწარმეტყველე: მოდიან ახალი სახეები, იქმნება ახალი პარტიები და ხალხი მათ გაყვება-მეთქი. ასეც ასრულდება. ხალხი არ მოტყუვდება! მოტყუებულები თვითონ პოლიტიკოსები დარჩებიან.
ვიმეორებ ასჯერ დანახულსა და ნათქვამს: საქართველოს, ჩემს საყვარელ ქართველებს არც რუსეთის დაცვა სჭირდებათ, არც ამერიკა-დასავლეთისა. ჩემს ქვეყანას კოსმოსი იცავს და ამ ენერგიას ვერავინ მოერევა! პირიქით, ფრთხილად, საქართველოს მტრებო!
(გაგრძელება იქნება)image
0
608
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
608