x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის ყვითელ ტრუსში გამოწყობილი ცოლის მიერ ნამღერმა უკრაინის ჰიმნმა საზოგადოება აღაშფოთა

image უკრაინის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრის ნიკოლაი მოროზიუკის ცოლმა ირინამ ატვირთა ვიდეო, სადაც ლურჯ სვიტრში და ყვითელ ტრუსში გამოწყობილი მღერის უკრაინის ეროვნულ ჰიმნს.
ინტერნეტ-მომხმარებლები საშინლად აღაშფოთა ირინას ამგვარმა საქციელმა და შეურაცხმყოფელი ეპითეტები არ დაიშურეს მისი მისამართით.
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და თურქეთის "რიზესპორის" ფეხბურთელის ცოლის საქციელმა უკრაინული საზოგადოება აღაშფოთა, კომენტარები რომელთა დიდი ნაწილი უკრაინულადაა დაწერილი ირინას მიმართ არც თუ თბილი და კორექტული ტექსტით გამოირჩევა.
-მან შეგნებულად ჩაიცვა ლურჯი ზედა და ყვითელი ტრუსი, ამით უკრაინის დროშის ფერები გამოხატა".
-ყვითელი ტრუსი, რომ შეგნებულად აქვს ამ ვიდეოსათვის ჩაცმული დარწმუნებული ვარ".
-მან შეურაცხყოფა მიაყენა მთელ უკრაინას".
-რაღაც საეჭვოდ მომრავლდნენ ეს ყვითელ ტრუსიანები, რაო უკრაინაში უკვე ქალები სათითაოდ ყვითელი ტრუსით დადიან"?.
ერთერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა ირინას სამშობლოს მოღალატეც კი უწოდა.
იურისტმა იური იურჩენკომ კი მომხდარის კომენტირებისას განაცხადა, რომ ირინა მოროზიუკის საქციელი შეიძლება მიჩნეულ იქნა, როგორც უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა და უკრაინის კანონების შესაბამისად საჭიროა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თუ კი აღიძვრება საქმე ირინას წინააღმდეგ მას პირობითი სასჯელით დაწყებული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
უკრაინა არაა ჩემთვის უცხო ქვეყანა, საქართველოსთან ერთად ის ჩემი სამშობლოა და ჩემთვის, როგორც უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისათვის ცნობილი ფეხბურთელის მეუღლის ეს ვიდეო შეურაცხმყოფელია.


0
287
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
287