x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამხედრო მოსამსახურემ 26 ადამიანის მკვლელობა FACEBOOK LIVE –ში ჩაიდინა (ვიდეო)
image
საზარელი ფაქტი მოხდა ტაილანდში, სადაც სამხედრო მოსამსახურემ მინიმუმ 26 ადამიანი მოკლა და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერით აჩვენა. შემთხვევა ტაილანდის დედაქალაქიდან, ბანგკოკიდან 260 კილომეტრის მოშორებით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. გარდაცვლილების გარდა, დაშავებულია 57 ადამიანი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.


ტაილანდის მედიის ცნობით, მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:

32 წლის ჯარისკაცმა სამხედრო ბაზიდან, სადაც ის მსახურობდა, საბრძოლო მასალა და ეკიპირება მოიპარა, მოკლა ორი მისი თანამოსამსახურე და გაიტაცა სამხედრო მანქანა.ამის შემდეგ, ის გაემართა ბუდისტური ტაძრისაკენ, სადაც რამდენიმე მორწმუნე იმსხვერპლა და იქიდან გამოსული სავაჭრო ცენტრში დაესხა ხალხს თავს. მძევლად აიყვანა ათეულობით მოქალაქე. პოლიციამ გადაკეტა მიმდებარე ქუჩები და მოსახლეობას გარეთ გამოსვლა აუკრძალა. რამდენიმე საათის შემდეგ დამნაშავის ლიკვიდაცია სპეცდანიშნულების რაზმმა მოახერხა. image

დამნაშავემ სავაჭრო ცენტრიდან პირდაპირი ჩართვა განახორციელა FACEBOOK -სა და TWITTER-ზე., მოგვიანებით ვიდეოები გაქრა სოციალური ქსელიდან.


ტაილანდში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში არ ახსოვთ და იმედია, ეს უკანასკნელი იქნება.

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0