x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაღესტნიდან ბაჰრეინში გოგონებს სექს-მონებად ყიდდნენ
image
მათ დუბაიში განცხრომაში ცხოვრებას დაჰპირდნენ, იმუშავებდნენ კოსმეტოლოგებად და ფუფუნებაში იქნებოდნენ. მაგრამ გოგონებს ბაჰრეინში სექსმონებად ყიდდნენ. ლამაზი ქალების მუშტრები წინასწარ შეთანხმებული იყვნენ ფასზეც, თითო გოგოში 500 000 რუბლს იხდიდნე
ნ.( 7, 500 აშშ დოლარი)


საბედნიეროდ, დაღესტნელმა სამართალდამცავებმა ოპერატიულად იმოქმედეს. ადამიანებით მოვაჭრეები სახელმწიფო საზღვართან დააკავეს.


"მათ გეგმაში იყო საზღვრის გადაკვეთა, შემდეგ მეორე მხარეს მანქანის გამოცვლა და გოგონების დანიშნულების ადგილზე მიყვანა. ეჭვმიტანილები დააკავეს. ისინი უკვე აღიარებენ დანაშაულს."-ნათქვამია პრეს-ცენტრის განცხადებაში

image






- აღმოსავლეთის ქვეყნებში გოგონების ტრეფიკინგის მთელი არხი აღიკვეთა. ადამიანით ვაჭრობით იყო დაკავებული 48 წლის ქალი მაჰაჩყალადან და 39 წლის ქალი კასპიისკიდან.


- გოგონების ჩაყვანას ბაჰრეინში აპირებდნენ, სადაც მათი რეალიზაციის შემდეგ ისინი პროსტიტუციით დაკავდებოდნენ, - განაცხადა გაიანა გარიევამ, დაღესტნის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.


ამავდროულად, თავად გოგოებმა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ სუტენიორების გეგმების შესახებ. მათ სჯეროდათ, რომ ფულის შოვნის უნიკალური შანსი ეძლეოდათ და ქალაქ-ფუფუნებაში - დუბაიში იცხოვრებდნენ.

image

- დუბაიში გაფრენას ვაპირებდით. მათ გვითხრეს, რომ იქ არის სამუშაო- კოსმეტოლოგია.. არ ვიცოდით, რომ ისინი საზღვარგარეთ პროსტიტუციაზე გვიშვებდნენ. ეს შოკია ჩემთვის. უბრალოდ მითხრეს, რომ ქალი მოვა ჩემთან, და უნდა გავყვე, ესაა ყველაფერი ”, - თქვა ერთ-ერთმა გადარჩენილმა ლამაზმანმა დაკითხვის დროს.


პოლიციის განყოფილებაში მოხვედრის შემდეგ გოგონებით მოვაჭრეებმა ყველაფერი აღიარეს.ჯერ მანქანით ბაქოში უნდა ჩასულიყვნენ, სადაც თვითმფრინავში დაჯდებოდნენ, გადაფრენის შემდეგ, გოგოებს ახალ "პატრონებს" გადასცემდნენ.

0
328
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0