x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ტანსაცმლის მაღაზიებიდან ჰოლივუდის დიდების ხეივნამდე, ცნობილი ტელე-წამყავნი ელენ დეჯენერასი 62 წლის გახდა
image

მანამ, სანამ, ერთი ჩვეულებრივი, ლუიზიანელი გოგონა, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ტელე-წამყვანი გახდებოდა, ტანსაცმლის მაღაზიასა და რესტორანებში მუშაობდა შემდგომ კი პატარა კლუბებსა და ყავის სახლებში იუმორისტული ნომრებით გამოსვლა დაიწყო, საიდანაც შეუდგა გზას თავისი კარიერული წინსვლისაკენ. ის პირველი ქალი კომიკოსი გახლდათ, რომელიც ჯონი კარსონის ღამის შოუში სტუმრად მიიწვიეს. მისი სატელევიზიო კარიერა 1977 წელს, ფოქსის სატელევიზიო შოუში, მარგო ვინთერის როლით დაიწყო. პროდუსერებს იმდენად მოეწონათ ელენის როლი, რომ გადაწყვიტეს ახალი არხის ახალი სახე გამხდარიყო და ახალ სერიალში, სახელად „ეს ჩემი მეგობრები, “ მთავარი როლი შეასრულებინეს, სერიალის სახელი შემდგომ თავად ელენის სახელით ჩანაცვლდა.სწორედ ამ შოუში მოხდა ის გარდამტეხი მომენტი, რასაც არავინ ელოდა, ელენმა სცენარიდან გადაუხვია და ეკრანზე თავის პარტნიორს უთხრა: „სუზან, მე ლესბოსელი ვარ.“ ეს გამბედავი ნაბიჯი მაყურებლეთა ნაწილმა შეუქო, ნაწილმა დაუწუნა, ზოგიერთმა ტელევიზიამ კი სწორედ ამის გამო „დაბლოკა.“ ის ამბობს, რომ გვერდით მხოლოდ დედა ედგა, მამამ და დედინაცვალმა კი სახლიდან გამოაგდეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მათი სამი გოგონასთვის, ელენი ცუდი მაგალითი იყო.

image


შემდგომ, მის ცხოვრებაში „ელენის შოუ“ მოვიდა. ელენის შესახებ მაყურებლები ამბობენ, რომ ის გმირია, რომელმაც ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალგაზრდა გოგონა, ჯინი, რომელმაც 12 წლის წინ ელენს წერილი მისწერა, რომ მასთან მუშაობა იმდენად სურდა, საპირფარეშოს მრეცხავის პოზიციასაც კი შეითავსებდა, ელენმა მას პირდაპირი ეთერიდან დაურეკა და ჯერ შოუში დაპატიჟა, შემდეგ კი შოუს კორესპონდენტად დანიშნა.


„ელენის შოუს“ 17 სეზონი და 3 ათასზე მეტი ეპიზოდი იხილა მაყურებელმა. დღესდღეობით, ელენს 82 მილიონზე მეტი მიმდევარიჰყავს ინსტაგრამზე, მისი შემოსავალი 77 მლნ დოლარს უდრის, ის ფორბსის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორისაა. ელენს ეკუთვნის ამერიკის ყველაზე სასაცილო ადამიანის ჯილდო, ასევე მარკ ტვენის ჯილდო ამერიკული იუმორისთვის და ლუსის ჯილდო ტელევიზიის განვითარებისათვის.მას 2477 ვარსკვლავი გაუხსნეს ჰოლივუდის დიდების ხეივანზე..

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ტელე-წამყვანი ელენ დეჯენერესი დღეს 62 წლის განხდა, ის ნათელი მაგალითია იმისა, რომ ოცნებები სრულდება.

2
135
2-ს მოსწონს
ავტორი:მრნ
მრნ
135
  
2020, 10 თებერვალი, 17:14
ძალიან საინტერესო სტატიაა. გმადლოთ
2020, 9 თებერვალი, 22:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2