x
image
კატაპულტი
ეს საქართველოა! – 08.02.2020 (იუმორის თვალით დანახული ახალი ამბები)
image
ჩვენს ქვეყანაში ძნელია ახალ ამბებში რაიმე კარგი მოისმინო ან წაიკითხო, სწორედ ამიტომ გთავაზობთ იუმორის თვალით დანახულ ახალ ამბებს:

მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური შტაბის გახსნა დაანონსა. – ხომ ამბობდა ხელისუფლება მოვა “ბუა", თუ ხმას არ მოგვცემთო?! ჰოდა, აჰა, “ბუამაც" დაიმუქრა, მაგრამ ერთი კი ვერ გამიგია, სააკაშვილი ოპოზიციისკენაა თუ მთავრობისაკენ? თუ მისი შიშით ხალხი “ოცნებას" აძლევს ხმას, რაღატო აქტიურობს ასე?! ეს სასაცილოზე მეტად, დასაფიქრებელია.

შინაგან სამინისტროსთან გაიმართა აქცია კონტრაბანდული სიგარეტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის აღკვეთის მოთხოვნით. მოძრაობა “შეცვალეს" წევრების განცხადებით, კონტრაბანდას ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ. არ იქნება გასაკვირი, თუ ეს ინფორმაცია სიმართლე აღმოჩდება, ბოლო დროს ისე გაძვირდა სიგარეტი, ხელისუფლების წევრებს, ალბათ, აღარ ყოფნით თანხა აქციზიანი თამბაქოს შესაძენად და კონტრაბანდა შემოაქვთ, რა ქნან, მათაც რიგითი მოქალაქეებივით პრემიები და დანამატები ხომ არ აქვთ?!

ისევ სხვადასხვაგვარად გაიგეს უცხოეთიდან მიღებული დოკუმენტი ოპოზიციამა და მთავრობამ. ამჟერად განსჯის საგანი გახდა ევროკავშირისაგან მიღებული ასოცირების შეთანხმების ანგარიში. ვეღარ გავიგე, საქართველოა, თუ რაღაც, ბაბილონის გოდოლის მსგავსი?!


ჩვენი მოქალაქეების გახალისებაში ამ დღეებში დამეხმარა ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, რომელმაც ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოშოპი, თითქოს და ერთ-ერთ სოფელში გზის გაკეთებას ესწრებოდა. არაა გამორიცხული, რომ ლაგოდეხის მერი “ქართულმა ოცნებამ" პარტიის მთავარ პიარისტად გადაიყვანოს.

უმრავლესობის დეპუტატმა, რევაზ არველაძემ მის მიერ რამდენიმე დღის წინ ნათქვამი ფრაზა “ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ" განმარტა და დაამძიმა – “შიმშილობა ნიშნავს, რომ უნდა იხოცებოდნენ ბავშვები".

უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით.

იხილეთ წინა დღეების მსგავსი სტატიები:

07.02.2020

06.02.2020

1
187
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
187
  
2020, 9 თებერვალი, 2:53
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1