x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
7 მცენარე, რომლებსაც სახლში პოზიტიური ენერგია მოაქვთ
image



მრავალ ფილოსოფიურ და ეზოთერულ სწავლებაში, რომელიც უძველესი დროიდან მოვიდა ჩვენამდე, ითვლება, რომ მცენარეებს აქვთ საკუთარი ენერგია. ზოგი მათგანი შესანიშნავი დამხმარე და დამცავია ადამიანის ან იმ ადგილების, სადაც იზრდება. მცენარეთა სამყაროს საოჯახო წარმომადგენლებს, ასევე, აქვთ უნარი შექმნან პოზიტიური აურა ჩვენს სახლში.



1. ალოე, რომელიც ხშირად გვხვდება ჩვენს ბინებსა და სახლებში, დადებითი ენერგიის მატარებელი ერთ-ერთი მცენარეა. ის, არა მხოლოდ, ესთეტიურად სასიამოვნო მცენარეა, არამედ, ასევე, შეიძლება გახდეს საოჯახო აფთიაქის მნიშვნელოვანი კომპონტი, რადგან, კარგად არის ცნობილი მცენარეული სამყაროს ამ წარმომადგენლის სამკურნალო თვისებების შესახებ.



ალოე შთანთქავს ნეგატიურ ენერგიას, ამიტომ ის ხშირად მოთავსებულია დერეფანში ან მისაღებ ოთახში. სივრცის გაწმენდის გზით, ალოე საშუალებას აძლევს დადებით და ხელსაყრელ ენერგიას, რომ სახლში გაბატონდეს. ზოგჯერ ალოეს ქოთანს საწოლთან ათავსებენ. ეს ხელს უწყობს ავადმყოფის სწრაფ გამოჯანმრთელებას.





2. როზმარინი - ეს მცენარე დადებითად მოქმედებს სახლში მყოფების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მისი სასიამოვნო სუნი ახერხებს სწრაფად აამაღლოს განწყობა, შეამციროს დღის განმავლობაში დაგროვილი დაღლილობა, გააძლიეროს მეხსიერება, მოიტანოს მშვიდობა და კეთილდღეობა სახლში.



თუ ადამიანს დაძინება უჭირს, მან როზმარინის საყვავილე უნდა დადგას საწოლის თავთან. თავის ტკივილისთვის, ამ მცენარის ფოთლები უნდა დაუმატოთ ჩაის. ბინაში დადებითი ენერგიის მოსაზიდად, გამხმარი როზმარინის რამდენიმე ფოთოლი უნდა მოთავსდეს სახლის სხვადასხვა კუთხეში.




3. ლავანდის სურნელოვანი არომატი მნიშვნელოვნად ზრდის მეხსიერების კონცენტრაციას და ზრდის სხეულის ეფექტურობას. თუ თქვენ გჭირდებათ ენერგიის სწრაფი აღდგენა დატვირთული დღის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ მცენარის ზეთი.



მშვიდი ძილის შესანარჩუნებლად, ლავანდის მშრალი ფოთლები მოათავსეთ კარადაში, ან ლეიბსა და ზეწარს შორის, ან ბალიშის ქვეშ.



ლავანდას აქვს საოცარი ჯადოსნური ძალა. იგი გამოიყენება მრავალ რიტუალში ბნელი ძალების დასაშინებლად. ასევე, დაქუცმაცებული ფორმით, მას უმატებენ ავი თვალისგან დასაცავ სხვადასხვა თილისმებს. ხშირად ამ ყვავილს სიყვარულის მაგიაში იყენებენ. მას ოთახში ზრდიან სიყვარულისა და კეთილდღეობის მოსაზიდად. ასეთი ყვავილები, არა მხოლოდ, საცხოვრებელს ალამაზებენ, არამედ, ისინი ერთგვარი საიმედო დამხმარეცაა სხვადასხვა სურვილების შესასრულებლად.




4. ბამბუკი - ოთახის ბამბუკს უნიკალური ღეროს ფორმა აქვს. მას მფლობელისთვის მოაქვს ჯანმრთელობა, იღბალი და სიცოცხლის ხანგრძლივობა. მცენარეთა სამყაროს ამ წარმომადგენლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მოიზიდოთ წარმატებები და დააჩქაროთ სანუკვარი სურვილების შესრულება.



ბამბუკი ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრებაში რთული პრობლემების მოგვარებას ან მოგცემთ უნარს მავნე გარემოებები თქვენს სასარებლოდ რომ შემოაბრუნოთ. ბავშვის ოთახში ამ მცენარის მოთავსება ზრდის ბავშვის იმუნიტეტს და ზნეობრივ თვისებებს.



თუ სასწრაფოდ გჭირდებათ სტიმულირება პროფესიონალურ სფეროში ან ოჯახის შემოსავლის გაზრდა, შეიძინეთ ოთახის ბამბუკი.




5. ჟასმინი - ამ მცენარეს ხშირად იყენებენ მკურნალებიი, ჯადოქრები და ექსტრასენსები არატრადიციული მედიცინის ან მაგიური რიტუალების ჩატარებისას. ჟასმინის დახმარებით შეგიძლიათ განავითაროთ ექსტრასენსორული შესაძლებლობები, შეინარჩუნოთ ჰარმონია სახლში ან გაზარდოთ ოჯახის კეთილდღეობა.



ყვავილების არომატი ხელს უწყობს გონების გაწმენდას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, მგრძნობელობის ამაღლებას. ბინის მეპატრონეები, სადაც ეს მცენარე იზრდება, ხდებიან კომუნიკაბელური და მხიარულები.


წარმატების და კეთილდღეობის გასაზრდელად, ყვავილი მოთავსებული უნდა იყოს ოთახის სამხრეთ ნაწილში. პოზიტიური ენერგია მალე შეცვლის სახლის მეპატრონის ცხოვრებას.




6. ვარდი - ოთახში ხშირად ზრდიან დეკორატიულ ვარდებს, რომლებიც ოთახსაც ალამაზებენ და ასევე, ახდენენ ენერგიის რეგულირებას. ეს ყვავილი ააქტიურებს კომუნიკაციური ხასიათის თვისებებს, ხელს უწყობს კომპანიის სულისკვეთებას, ზრდის სახლის მესაკუთრის უფლებამოსილებას სხვა ადამიანების თვალში. ვარდებს აქვს სასარგებლო გავლენა პირის ფიზიკურ მდგომარეობაზე და ზრდის მის აქტივობას.



ასეთი დამხმარის არჩევისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყვავილების ფერი. წითელი ვარდები სასარგებლო იქნება ოჯახური კავშირების შესანარჩუნებლად, ვარდისფერი ხელს შეუწყობს შვილების გაჩენას, ყვითელი კი გონებას გააძლიერებს და გაზრდის ინტელექტს.




7. პიტნა - ჯადოსნურ მცენარედ ითვლება. მისი დახმარებით შეგიძლიათ გაარკვიოთ თქვენი მომავალი, მოიზიდოთ წარმატებები და განკურნოთ მრავალი დაავადება. თუ გსურთ წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, ღამით პიტნის ჩაი დალიეთ და ამ მცენარის რამდენიმე ფოთოლი ბალიშის ქვეშ დაიდეთ. პიტნის ჩაი ხელს შეუწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და სტრესისგან განთავისუფლებას.


მისი სუნიც კი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. იმისათვის, რომ მამაკაცი მოხიბლოთ, მასთან პაემანის დროს თან იქონიეთ პიტნის ფოთლები. ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემების დროს, ამ მცენარის ქოთანი უნდა იყოს ოთახში. ჩინელების აზრით, ყველა სახლში უნდა იყოს მინიმუმ ერთი ქოთანი პიტნა, რადგან, ეს ხელს უწყობს პოზიტიური გარემოს შექმნას.



0
204
5-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0