x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძველი iPhone-ს მოდელების მუშაობის განზრახ შეფერხების გამო Apple 25 მლნ ევროთი დააჯარიმეს
საფრანგეთის მომხმარებელთან უფლებების დაცვის საზოგადოებამ ელექტრონიკის ამერიკული მწარმოებლის Apple-ს წინააღმდეგ სარჩელი მოიგო. კორპორაცია იძულებული გახდა გარიგებაზე წასულიყო და პოპულარული სმარტფონების, iPhone-ების მომხმარებლების განზრახ ზიანის მიყენება ეღიარებინა.


image

სარჩელი

ეს ისტორია 2017 წელს დაიწყო. წლის ბოლოს საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებას სულ უფრო მეტმა ადამიანმა მიმართა, რომლებიც არა ერთი წელი აიფონებით სარგებლობდნენ. ფრანგები ჩიოდნენ, რომ პროგრამის განახლების შემდეგ ზოგიერთი სმარტფონი წყობილებიდან გამოვიდა, ზოგიერთში ბევრმა აპლიკაციამ მუშაობა შეწყვიტა, ზოგიერთი მოწყობილობა კი ძლიერ „დამოკიდებული“ გახდა.



image

სიტუაციაში გარკვევა კონკურენციის და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარმა განყოფილებამ დაიწყო. სხვათა შორის, ეს ორგანიზაცია საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. საქმე პირად კონტროლზე თავად პარიზის პროკურორმა აიღო.


არაკეთილსინდისიერი პოლიტიკა

გამოძიების დაწყების შემდეგ ექსპერტებმა მომხმარებელთა პრეტენზიები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ კორპორაცია Apple განზრახ მავნე პროგრამებს უშვებდა, რომ აიფონების ძველი მოდელები წყობიდან გამოეყვანათ. უფრო ზუსტად, ერთი შეხედვით უწყინარი განახლება იყო, მაგრამ მხოლოდ სმარტფონის ახალი მოდელების მუშაობის გასაუმჯობესებლად: მეექვსე ვერსიიდან და ზემოთ. დანარჩენი გაჯეტები ასეთ დატვირთვას უბრალოდ ვერ უძლებდნენ და წყობილებიდან მასობრივად გამოდიოდნენ.


წესების თანახმად, Apple-ს აიფონის ყველა მომხმარებელი უნდა გაეფრთხილებინა იმის შესახებ, რომ მალე ოპერაციული სისტემის განახლებაა მოსალოდნელი, თუმცა რატომღაც ეს არ გააკეთეს. განახლება მოულოდნელად დაიწყო, რის შემდეგ მუშაობა შეწყვიტეს. სიტუაცია გაამწვავა იმან, რომ ძველ ვერსიაზე დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო.

image

დანაშაულის აღიარება

საფრანგეთის კონკურენციის და თაღლითობის საწინააღმდეგო განყოფილების ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ კომპანია ეიფლის მიერ მსგავსი ქმედება დაგეგმილი იყო. კორპორაციამ ძველი სმარტფონების წყობილებიდან გამოყვანა მიზნად დაისახა, რომ ბატარეების გაყიდვა გაეზარდათ ან ხალხში ახალი მოდელების შეძენა გაეღვივებინათ.


მასობრივი საპროტესტო და სასამართლო განხილვების შედეგად Apple-ს არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ ძველი მოდელების მუშაობისთვის პროგრამული განახლება გაეკეთებინათ. ამასთან მომხმარებლებს ახალი ბატერიის შეძენაზე დიდი ფასდაკლებები შესთავაზეს.


image

კორპორაცია Apple-მა დანაშაული სრულად აღიარა. ახლა კომპანიას განზრახ ზიანის მიყენების გამო 25 მლნ ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.


ასევე დაგაინტერესებთ:

ცრუ აქციები და ტყუილი საქონლის ხარისხის შესახებ: როგორ მანიპულირებენ ტანსაცმლის მაღაზიები

image

ეს ქალი სამსახურში აყვანიდან 30 წუთში დაითხოვეს. მიზეზი მის გარეგნობაშია

image

ჭურჭლის მრეცხავმა 21 მლნ მოიგო მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ კვირა დღეს მუშაობა აიძულეს

image

ხრიკები, რომელთა დახმარებით თქვენი სმარტფონი სუპერ გაჯეტი გახდება: ფოტო ყურსასმენის დახმარებით

image

თქვენი გაჯეტიც ამ სიაშია? 2019 წლის ყველაზე სახიფათო გამოსხივების მქონე სმარტფონები

image

0
177
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
177