x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ფაუნის ზოგიერთი სახეობა,რომელსაც ცნობილი ადამიანების სახელი ეწოდათ.

პარაზიტი ბობ მარლი.-ეს თევზის პარაზიტი კარიბის ზღვაში ბინადრობს.მისმა აღმომჩენმა ბიოლოგმა პოლ სიკელმა ეს სახელი ამ მომღერლის მიმართ ღრმა პატივისცემამ დაარქმევინა. image ბუზი ბიონსე- ამ იშვიათი სახეობის ბუზს აღმომჩენმა ბრაიან ლასარდმა იმიტომ დაარქვა ცნობილი მომღერლის სახელი, რომ მისმა ოქროსფერმა ბუსუსებმა მაშინვე ბიონსე გაახსენა.(მე მგონი კიდევ რაღაცამ გაახსენა.) image ლემური ჯონ კლიზა-image ლემურის ეს სახეობა მადაგასკარში იქნა აღმოჩენილი. ბიოლოგმა ურს ტალმანმა მსახიობის სახელი იმიტომ დაარქვა, რომ ჯონ კლიზა გარემოს დაცვის აქტიურ პროპაგანდას ეწევა. ხოჭო კეიტ უინსლეტი.-ამ ხოჭოს ენტიმოლოგმა ტერი ერვინმა იმიტომ დაარქვა, რომ ტროპიკული ტყეების განადგურებით ამ სახეობას დაღუპვა ელოდება, რითაც პარალელი გაავლო "ტიტანიკის" გმირთან, რომელიც გადარჩენილი იქნა.image imageბაყაყი პრინცი ჩარლზი-ეს ბაყაყი ეკვადორში იქნა აღმოჩენილი და ბრიტანეთის სამეფოს მემკვიდრის სახელი მისი საქველმოქმედო საქმიანობისთვის ეწოდა, რომელიც ტროპიკული ტყეების აქტიურ დაცვისკენ არის მიმართული.

5
118
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
118
  
2012, 6 აგვისტო, 19:49
არაუშავს:)
2012, 6 აგვისტო, 19:47
არ ვიცოდი.ასეთი შემეცნებითი სტატიები ძალიან კარგია,იმედია ბევრი დაიწერება აქ
2012, 6 აგვისტო, 19:47
ფაუნის ბოდიში
2012, 6 აგვისტო, 19:46
მადლობა.თურმე 24 ათასი ფლორის სახეობიდან 17 ათასი ცნობილი ადამიანების სახელები ჰქვიათ იცოდი? ახლა მე სულ ახლახან დარქმეულები გამოვაქვეყნე...ისე ხოჭო ჰიტლერიც არსებობს და ბევრი ეგეთი რაღაცეები.
2012, 6 აგვისტო, 19:42
მართლა საინტერესო და კარგი სტატია გამოგივიდა
0 1 5