x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პლასტიკური ქირურგიის 22 წლის "ფანი", რომელიც სიკვდილს ძლივს გადაურჩა, გაჩერებას არ აპირებს

image


ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან გოგონების უმრავლესობა ბალერინობაზე, ზოგიც კი ექიმობაზე ოცნებობს, თუმცა აი, 22 წლის ფინეთის მკვიდრი, ამანდა აჰოლა თქვენ წარმოიდგინეთ და, ყოველთვის ბარბის გარეგნობაზე ოცნებობდა.



image



იმისთვის რომ საკუთარი ოცნება რეალობად ექცია, ამანდამ ფულის შეგროვება მცირე ასაკიდან დაიწყო. გოგონა არანაირი სამუშაოს შესრულებას არ თაკილობდა, გარკვეული პერიოდი ის დამლაგებლადაც მუშაობდა, ოცნების ასრულებაში მას სოციალურ ქსელში გაცნობილი მდიდარი "მფარველებიც" დაეხმარნენ.



image



მალე ამანდამ საჭირო თანხაც დააგროვა და ბავშვობის ოცნების რეალიზაციასაც შეუდგა. გოგონამ ჯერ აუგუმენტაციური მამოპლასტიკა, შემდე კი ლიპოსაქცია გაიკეთა, სწორედ ერთ - ერთი ასეთი ქირურგიული ჩარევისას მას ტვინის შეშუპება დაემართა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა სასწაულებრივად შეძლეს.



image



გონზე მოსულს, დასახული მიზნისკენ სვლა ვერც ჯანმრთელობის გაუარესებამ გადააფიქრებინა. ამანდამ მას შემდეგ, კიდევ არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

imageმორიგი ასეთი "სილამაზის" ინექციის შემდეგ გოგონამ ისიც კი განაცხადა, რომ მას თავად სიკვდილისაც კი არ ეშინია.



image



ამანდა უახლოეს მომავალში კიდევ ერთი - დუნდულების გაზრდის ოპერაციის გაკეთებას გეგმავს. იმედია ამჯერად ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის და ბავშვობის დროინდელი ოცნების ასრულებას ამანდა აჰოლა საბოლოოდ მაინც შეძლებს.



image




0
318
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
318