x
მეტი
  • 24.09.2020
  • სტატია:103519
  • ვიდეო:347802
  • სურათი:467866
შურისძიების წყურვილი-ქართველი და აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტების მტრობის ისტორია
image

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პოლიციამ სტამბოლში დააპატიმრა 17 კაციანიილერთა ჯგუფი. გამოძიების თანახმად, კბილებამდე შეიარაღებულმა დაქირავებულები გეგმავდნენ ნადირ სალიფოვის, მეტსახელად "გულის" ლიკვიდაციას, რომელიც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი მთავარი კანონიერი ქურდი არის.


დაკავებული ბოევიკების ლიდერი აღმოჩნდა 35 წლის კრიმინალური ავტორიტეტია გურამ ჩიხლაძე (კვეჟოევიჩი). გასაკვირია, რომ ისეთი ძლიერი მოწინააღმდეგის მკვლელობას, როგორც გულია, კვეჟოევიჩი ძალაუფლების მოპოვების ან ფულის გულისთვის არ აპირებდა, მას მხოლოდ შურისძიება ამოძრავებდა, - სახეზე სილის გაწვნის გამო, რომელიც მან სალიფოვის ცუმბუშებისგან იწვნია.


ქვემოთ დეტალურად გაეცნობით პოსტსაბჭოთა განგსტერების მტრობის ისტორიას.




კვეჟოევიჩისა და გულის გზები პირველად გასული წლის გაზაფხულზე გადაიკვეთა, რის შემდეგაც ისინი სასიკვდილო მტრები გახდნენ.


გურამ ჩიხლაძე არის ქუთაისელ ქურდთა დაჯგუფის გავლენიანი ლიდერის, ავთო ჩიხლაძის (კვეჟო) შვილი, რომელიც 1994 წელს მოსკოვში მოკლეს საკუთარმა თანამემამულეებმა.


როდესაც ახალგაზრდა კვეჟოევიჩი ინგლისში სწავლობდა, ძველი ქურდები, როგორიცაა, სერგო ქუთათელაძე (ბაიკო) და სხვები ეწინააღმდეგებოდნენ იმას, რომ გურამ ჩიხლაძე მამის კვალს გაჰყოლოდა და ისიც კანონიერი ქურდი გამხდარიყო.

image

ფოტოზე: კვეჟოევიჩი(გურამ ჩიხლაძე)



მიუხედავად ამისა, 2001 წელს, კვეჟოს მემკვიდრე მაინც აკურთხეს კანონიერ ქურდად, რომელშიც მამის მეგობრები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ ბადრი კოღუაშვილი (ქუთაისკი) და შაქრო კალაშოვი (შაქრო მოლოდოი) - რუსეთის კრიმინალური სამყაროს მომავალი ლიდერები.

მოგვიანებით, ორივე ავტორიტეტი იზრუნებს კვეჟოევიჩზე.

ქურდად კურთხევის შემდეგ, ბევრი მოელოდა, რომ იგი მამამისის გამო შურს იძიებდა. მაგრამ ახალგაზრდა ავტორიტეტი არ ჩქარობდა ვენდეტას, რის გამოც სწრაფად გახდა მრავლობითი საყვედურების სამიზნე.


დროთა განმავლობაში, კვეჟოევიჩი დაუმეგობრდა გავლენიან კანონიერ ქურდს, როვშან ჯანიევს (ლენქორანსკი) და დღემდე აკონტროლებს ურთიერთობებს მისი გარემოცვის ხალხთან.


2016 წლის 18 აგვისტოს, ლენქორანსკი სტამბულის ცენტრში მოკლეს . დაღუპულის ნათესავები დარწმუნებულები იყვნენ- უპირველეს ყოვლისა კი, როვშანის ძმა ნამიკი, რომ მკვლელობის უკან "გული" იდგა.


მისმა ძმამ, ნამიკმა ვენდეტა წელიწადნახევრის შემდეგ გადაწყვიტა. 2018 წლის დასაწყისში, 11 მკვლელის თანხლებით იგი თურქეთში მდებარე გულის ვილას მიადგა.გეგმა მარტივი იყო: მოკვდეს ბინის ყველა მკვიდრი და რა თქმა უნდა თავად პატრონი.

ინფორმატორებმა გააფრთხილეს თურქეთის პოლიცია მოსალოდნელი სასაკლაოს შესახებ, მკვლელთა მთელი ბრიგადა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ავტომატებით და ყუმბარებით, ყოვეგვარი გასროლის გარეშე დააპატიმრეს.


წარუმატებლობის მიუხედავად, გულისთვის ლენქორანსკის ნათესავები და მასთან დაახლოებული პირები ნომერ პირველი მტრებად რჩებოდნენ. მათ შორის, ახალგაზრდა კვეჟოევიჩიც ...

image

ფოტოზე: გული(ნადირ სალიფოვი)


თურქეთში, 2019 წლის აგვისტოში გაიმართულ შეხვედრაზე, უნდა გაერკვეულიყო, თუ ვინ იყო კვეჟოევიჩი, აზერბაიჯანის მთავარი ავტორიტეტის მეგობარი თუ მტერი. შეხვედრის ინიციატორი კვეჟოევიჩის მფარველი შაქრო მალადოი იყო: მას სურდა ჩაეფარცხა წინააღმდეგობები მათ შორის, რა დროსაც "გულის" სთხოვა, უფრო მსუბუქად მოპყრობოდა მის პროტეჟეს.


შეხვედრაზე განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო კვეჟოევიჩის მეგობრობა ლენქორანსკის დაჯგუფებასთან, რომელიც 40 წლის კანონიერი ქურდის, ალიბალი ჰამიდოვის (გოჯა ბაკინსკის) მკვლელობაში მონაწილეობდა.


"სხოდკა" გაიმართა 26 აგვისტოს, გულის ერთ-ერთი მეგობრის, ეროვნებით ყაზახის, არმან ჯუმაგელდიევის (მეტსახელად-"დიკი") დაბადების დღეზე.


მაგრამ დაბადების დღეზე მიწვეული კვეჟოევიჩი მოულოდნელად "აფეთქდა" გარდაცვლილ ლენქორანსკის თანამზრახველები მეგობრებად მოიხსენია და თქვა, რომ ისინი არ არიან "ძაღლისშვილები", როგორც ამას "გული" უწოდებს.


გულის მიმართ კვეჟოევიჩის საქციელით აღშფოთებული იუბილარი, ჯუმაგელდიევი ჩაერია საუბარში და კვეჟოევიჩს შენიშვნა მისცა, მან თავხურად უპასუხა, რის შემდეგაც ჯუმაგელდიევმა კვეჟოევიჩს სახეში გაარტყა.


ნაცემმა ავტორიტეტმა იქაურობა დატოვა. ქურდული გაგებით, მას საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგან ვინც ხელი დაარტყა მას, კრიმინალურ იერარქიაში უფრო დაბალ ნიშს იკავებდა, ის ხომ
"გულის" ხელის ბიჭი იყო.

image

ფოტოზე:დიკი(არმან ჯუმაგელდიევი)



არმანის დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კვეჟოევიჩმა, თავის "ნათლიის" ბადრი ქუთაისკის და შაქრო მოლოდოის ნებართვით, წამოიწყო კამპანია გულის წინააღმდეგ.


განაწყენებული ავტორიტეტი ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ იგი ვიღაც ფრაერმა ცემა, ხოლო გული არ ჩაერია ამ არეულობაში და შესაბამისად, ქურდი მკაცრად უნდა დაისაჯოს.


მართალია, ქურდულ სამყაროში ღიად არავინ უჭერდა მხარს არც კვეჟოევიჩს და არც ქუთაისკის. უფრო მეტიც, ავტორიტეტებს არ სურდათ "სხოდკის" მოწყობა, სადაც განიხილავდნენ გულის დასჯის საკითხს.


თუმცა ქურდებმა მაინც გადაწყვიტეს საუბარი არმან "დიკისთან", მით უმეტეს, რომ იგი ქურდობის მომავალ კანდიდატად ითვლებოდა.


მისმა შეფმა, " გულმა" კი შეკრების წინა დღეს თქვა, რომ იგი არ მისცემს არავის უფლებას თავის კაცს შეურაცხყოფა მიაყენოს და საჭიროების შემთხვევაში, თავად დაისჯიდა ჯუმაგელდიევს.


შეკრებაზე არმან "დიკი" ჯუმაგელდიევმა განმარტა, რომ კვეჟოევიჩმა ქურდად კი არა, კომერსანტად გააცნო თავი და ამიტომ მან უბრალოდ არ იცოდა ვისზე ასწია ხელი. ქურდები კმაყოფილი დარჩნენ ამ პასუხით.


-დიდი ალბათობით არმან "დიკის" დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტი პროვოცირებული იყო თავად კვეჟოევიჩის მიერ, -ამბობს "პრაიმ ქრაიმის" მთავარი რედაქტორი ვიქტორია გეფტერი-კვეჟოევიჩს ნებიმიერ ფასად უნდა გამოეწვია "გული" კონფლიქტში, რაც მის მფარველს, შაქრო მალადოის "დაყოფე და იბატონეს"საშუალებას მისცემდა. შაქროსთვის, "გულისთვის" მიყენებული დარტყმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ციხეში ჯდომის დროს მისი გავლენები შემცირდა, განსაკუთრებით იმ პროცესების შემდეგ, რაც მოხდა გულის და მერაბ ჯანგველაძის (სუხუმსკის) შორის. თუმცა გეგმამ არ იმუშავა: ქურდები არ უჭერდნენ მხარს კვეჟოევიჩის პროვოკაციას ..."


ამასობაში კვეჟოევიჩს არავითარი სურვილი არ ჰქონდა, შეგუებოდა ამ ფაქტს.

2019 წლის დეკემბერში, გულის ძმისშვილი, მაგა რუსთავსკი სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად კვეჟოევიჩი დაადგა თავზე 15-20 კაცთან ერთად. მან ჰკითხა რუსთავსკის: სურს თუ არა კანონიერი ქურდი გახდეს; მაგამ დაუდასტურა. ამის შემდეგ კვეჟოევიჩმა ჰკითხა, რატომ არ ჩაერია ამ შემთხვევაში რუსთავსკი, როდესაც ის, ქურდი, "ფრაერმა" არმან დიკიმ სცემა.


მაგამ უმალ იეჭვა ხიფათი და მკვეთრად უპასუხა ავტორიტეტს, რასაც ჩხუბი მოჰყვა .რაღაც მომენტში კვეჟოევიჩის ერთ-ერთმა ცუმბუშამ მაგა დანით დაჭრა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ჭრილობა საშიში არ იყო, თურქეთის პოლიციამ კი კონფლიქტის მონაწილეთა ძებნა დაიწყო.


კვეჟოევიჩის საქციელი ყველასთვის გასაკვირი იყო, რადგან მას ხომ კონფლიქტი გულის ძმისშვილთან არ ჰქონდა, არამედ არმან დიკისითან, ამით კვეჟოევიჩმა კიდევ ერთი მტერი გაიჩინა მაგა რუსთავსკის სახით, რომელსაც უახლოეს მომავალში კანონიერი ქურდობა სურს.


მაგრამ რუსთავსკიზე თავდასხმის შემდეგ, კვეჟოევიჩი არც აპირებდა შეჩერებას. თურქული მედიის ცნობით, იგი ხელმძღვანელობდა 17 კაციან ჯგუფს, რომლებიც გამოძიების თანახმად, გულის მკვლელობა დაგეგმეს. მკვლელთა ბრიგადაში შედიოდა ცხრა აზერბაიჯანელი, ხუთი ქართველი, ორი უკრაინელი და ერთი რუსი. ჯგუფის არსენალი შედგებოდა 11 პისტოლეტიდან, ერთი ავტომატისგან და 222 ვაზნისგან. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ოპერაციის განხორციელება- 31 იანვარს ისინი პოლიციამ დააკავა.

image


სავარაუდოდ, თურქეთში დაკავებული ავტრიტეტი დიდხანს არ დარჩება ციხეში და გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნიდან იქნება დეპორტირებული და ამის შემდეგ არავინ იცის, როგორ დასრულდება გულის და კვეჟოევიჩის მტრობა.


3
1794
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1794
  
10 თებერვალი, 21:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

9 თებერვალი, 13:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

9 თებერვალი, 2:46
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 3