x
image
_K_
მშობლების 8 შეცდომა, რამაც შეიძლება ბავშვს მომავალი დაუნგრიოს
imageშვილის აღზრდისას ყველა უშვებს შეცდომას. როცა ზრდასრულები ვხდებით, მაშინაც კი არ ვართ იდეალურები და ზოგჯერ ვერ ვიაზრებთ, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ჩვენმა ქმედებებმა მომავალ თაობას. თუმცა, ბავშვის აღზრდის ზოგიერთი მეთოდი მას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე სარგებელს აძლევს.


სტატიაში გაგაცნობთ მშობლების დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და აგიხსნით, რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ბავშვის მომავალზე.






1. ბავშვის დასჯა სხვების თვალწინ

ზოგჯერ დედები და მამები ბრაზდებიან, შვილებს უყვირიან და სჯიან კიდეც სხვების თვალწინ. ამ მომენტში ისინი გარშემომყოფებზე არ ფიქრობენ, ბავშვს კი თავში ის უტრიალებს, თუ რას ფიქრობენ სხვები. საჯარო შერცხვენა ბავშვის თავდაჯერებულობის დონეს დაბლა სწევს, რის შემდეგაც მას იმავე გარემოცვაში ყოფნა უჭირს.

image






2. წარსულის გავლენა


ის, რაც ბავშვობაში თავს გადაგვხდა, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი მშობლები ვიქნებით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მშობლების შეცდომები უნდა გავიმეოროთ. აჯობებს, შეცდომებიდან ვისწავლოთ და ახალ თაობას არაფრისმომცემი ნეგატიური ემოციები აღარ გადავცეთ.


მაგალითად, დღესდღეობით უკვე ვიცით, რომ ფიზიკურ დასჯას მხოლოდ ნეგატიური შედეგი მოჰყვება. ამის მიუხედავად, ბევრი მშობელი დღესაც იმავეს აკეთებს და საკუთარ საქციელს ამართლებს სიტყვებით, რომ მასაც ასე ექცეოდნენ მშობლები. ეს არასწორია. უნდა ვეცადოთ, ყინულის წრე დავამსხვრიოთ და აღზრდის უკეთესი მეთოდები ვიპოვოთ.

image






3. ზედმეტი თავშეკავება

თუ ბავშვებს ხშირად არ ჩავეხუტებით და არ ვეტყვით, რომ გვიყვარს, შეიძლება ისინი ოჯახისგან ემოციურად იზოლირებულები გახდნენ. როცა მათ ემოციებსა და სიტყვებს ვაიგნორებთ, დიდი შანსია, რომ ისინი ასე მოიქცევიან სხვა ადამიანებთანაც. მომავალში ბავშვს გაუჭირდება ხალხთან დაახლოება, მათი ნდობა, მეგობრების შეძენა და ოჯახის შექმნა.

image






4. ცუდი ჩვევები

მშობლები შვილებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან. დიდი კავშირია დედის ცხოვრების სტილსა და ბავშვის ზედმეტ წონას შორისაც კი. იმ ქალების შვილებისთვის, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, სიმსუქნის რისკი 75%-ით მცირდება. კვლევების მიხედვით, ბავშვზე პოზიტიური ეფექტის მომხდენი კარგი ჩვევებია: სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, მოწევისგან თავის შეკავება, ალკოჰოლის მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ მიღება.


გარდა ამისა, ბავშვები 30%-ით ნაკლებად იქნებიან სიმსუქნისკენ მიდრეკილები, თუ მამები მათთან თამაშში გაატარებენ დროს.

image






5. გადამეტებული კომპენსაცია

უკმაყოფილებამ ჩვენი მშობლების მიმართ შეიძლება მათი აღზრდის მეთოდები შეგვაძულოს, მაშინაც კი, თუ სწორად იქცეოდნენ, და რადიკალურად საპირისპირო გაგვაკეთებინოს შვილებთან. საკუთარ ოჯახში შეიძლება ზედმეტად შორსაც კი წავიდეთ იმაზე ფიქრით, რომ ჩვენს მშობლებს არ დავემსგავსოთ.


მაგალითად, თუ ჩვენი მშობლები ზედმეტად ავტორიტეტულები იყვნენ, შესაძლოა საკუთარ შვილებს ზედმეტი თავისუფლება მივცეთ. ეს "გადამეტებული კომპენსაცია" კი სულაც არაა კარგი ბავშვისთვის: შეიძლება, მან თავი არასაჭიროდ და უარყოფილად იგრძნოს.

image






6. სრული ნებადართულობა ან ზედმეტად დაცვა

ძალიან ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილები განსაკუთრებულები არიან და ცდილობენ, ყველაფერი საუკეთესო მისცენ. თუმცა, დანარჩენი სამყაროსთვის ისინი უბრალო ბავშვები არიან. ასე რომ, თუ ზედმეტ ნებადართულობას შეეჩვევიან, ეგოისტები გაიზრდებიან და მომავალში სხვა ადამიანებთან კონტაქტი გაუჭირდებათ.


უკონტროლო ბავშვებს სახლის გარეთ ცხოვრებაში არაერთი წინააღმდეგობა შეხვდებათ და წარმოდგენა არ ექნებათ, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ. ამავე დროს, ზედმეტად შებოჭვამ შეიძლება თქვენი შვილი შეაშინოს. მომავალში ის ვერ შეძლებს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და ვერ გავა კომფორტის ზონიდან, ეს ეხება როგორც ახალ ადამიანებთან შეხვედრას, ასევე ბიზნესის დაწყებას.

image






7. ნდობის დანგრევა

რა თქმა უნდა, ზოგჯერ მშობელმა სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მისი ნდობა არ დაეკარგოს. თუ დედა ან მამა კონტროლს დაკარგავს საკუთარ ემოციებზე, ბავშვს (განსაკუთრებით კი თინეიჯერს) ადვილად შეიძლება წარმოდგენა შეეცვალოს მასზე.


ბავშვები მეტად ვითარდებიან და ჯანმრთელი ახალგაზრდები ხდებიან, როცა ოჯახი უსაფრთხო გარემოდ მიაჩნიათ.

image






8. აგრესიული საუბარი

ბავშვები სირთულეებთან გამკლავებას მშობლების მაგალითზე სწავლობენ. შვილის მიმართ უხეშობამ და ნეგატიური ემოციების ფრქვევამ შესაძლოა მას მომავალში ბრაზის კონტროლის პრობლემები შეუქმნას.

image






9. პრობლემებისგან გაქცევა

პრობლემის "დასრულების" ერთ-ერთი საუკეთესო გზა თუ მისგან გაქცევა გგონიათ, ეს ახლავე დაივიწყეთ. პრობლემები თავისთავად არ მოგვარდება, როგორც ბევრს ზრდასრულს ჰგონია. შვილთან სერიოზული კონფლიქტის შემდეგ აუცილებელია, სიტუაციის გამოსწორება სცადოთ და მისი ნდობა დაიბრუნოთ.


ამის გასაკეთებლად აუცილებელია, დამშვიდდეთ და მას თანატოლივით ესაუბროთ. დასაწყისში სცადეთ, მოუსმინოთ შვილს და აგრძნობინოთ, რომ მისი ემოციები გაინტერესებთ. სცადეთ, პრობლემას მისი პერსპექტივიდან შეხედოთ. შემდეგ საკუთარ გრძნობებზე ისაუბრეთ, აუხსენით, რატომ გაბრაზდით და მოუბოდიშეთ. ამ გზით შვილს აჩვენებთ, რომ თქვენი სახით ახალი მტერი არ შეუძენია და შეუძლია, ისევ გენდოთ.

imagep.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სიყვარულის შესახებ

image


2. 12 რამ, რასაც კარგი მშობლები შვილებისთვის აკეთებენ

image


3. 13 სიტუაცია, როცა მშობლები გაუცნობიერებლად ზიანს აყენებენ შვილებს

image

2
712
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
712
  
2020, 20 თებერვალი, 13:15
მახარებს ამის მოსმენა♥♥♥
2020, 20 თებერვალი, 9:47
გადასარევი სტატიაა! ზუსტად ასე ვფიქრობ და ასე ვექცევი შვილებს
0 1 2