x
image
Yoona
Mediator image
არტ დირექტორი ორ სურათს აერთიანებს და სასაცილო სურათებს ქმნის, რომელიც რეალურს ძალიან ჰგავს
ჩვენს დროში სურათის დასახატავად და რედაქტირებისთვის იმდენად ბევრი ხელსაწყო არსებობს, რომ ნამდვილი შედევრის შექმნის სწავლა ნებისმიერს შეუძლია. ერთი მხრივ ასეთი შესაძლებლობების ქონა ძალიან კარგია, მაგრამ რაღაც ორიგინალურის და განსხვავებულის მოფიქრება ძალიან რთულია.

image

მხატვარმა, არტ დირექტორმა და ინსტაგრამის ვარსკვლავმა, სტივენ მაკმენამიმ ამის გაკეთება შეძლო!


კომბოფოტო (ComboPhoto)


image

სწორედ ასე ეწოდება ორიგინალურ სერიას, რომელიც ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ნივთებისა და სცენისგან შედგება. მხატვარი მათ გაერთიანებას ისე ახერხებს, რომ ჩვენ ისინი ერთი მთლიანი გვგონია და ეს შესანიშნავად გამოიყურება!

image

სხვათა შორის, ყველა სურათი, რომელსაც ფოტოგრაფი იყენებს, მისი გადაღებულია. ზოგჯერ იდეალური ობიექტის საპოვნელად ბევრ დროს ხარჯავს.


„უბრალოდ მოწყენილი ვიყავი“

image

მხატვარი ამბობს, რომ ერთხელ მოწყენილი იყო და კოლაჟების შექმნის აპლიკაციას ათვალიერებდა, მასში კი სურათებს აქვეყნებდა. ერთ მომენტში შეამჩნია, რომ ჰაეროვანი ბურთის ფორმები და მისი ქალიშვილის თავი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მან ამ ორი სურათის გაერთიანება გადაწყვიტა. ამით ყველაფერი დაიწყო. მან სხვა ნივთების პოვნა დაიწყო, რომელთა გაერთიანება შეეძლო.

image

თავიდან სურათების გადასაღებად თავის აიფონს იყენებდა, შემდეგ კი PicFrame აპლიკაციაში აერთიანებდა. ახლა უკვე პროფესიონალური კამერა აქვს და უჩვეულო კოლაჟების შესაქმნელად ფოტოშოპს იყენებს. გართობით დაწყებული საქმე დიდ პროექტად გადაიქცა.

image

აი, კიდევ რამდენიმე გენიალური ნამუშევარი, რომლებიც ერთი შეხედვით საკმაოდ რეალურია. მათ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, რომ მიხვდეთ, აქ ყველაფერი რაღაც ისე არაა.


ონკანი-ჩანჩქერი

image

რელსები-ელვა შესაკრავი

image

წარმოიდგინე ბატის თათები და სტაფილო!

image

ნამდვილი კეტჩუპი-ჩილი

image

დღეს მენიუშია ქათამი+ძროხა

image

მტრედი + ცხენი

image

ასევე დაგაინტერესებთ:

სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს

image

“ცხოველთა მომთვინიერებელი”: ირლანდიელი ფოტოგრაფის კაშკაშა სელფები ცხოველებთან ერთადimage

ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი 9 წელი სამსახურში მიმავალ ადამიანებს სურათებს უღებდა და ეს კადრები ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ

image

ფოტოგრაფმა მშვიდობიან და ომში ჩართულ ქვეყნებს შორის განსხვავება გვიჩვენა

image

25 ბავშვი იმ საკვებით გარშემორტყმული, რომელიც ბოლო 1 კვირაში შეჭამეს

image

0
163
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
163