x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
სუბუტაი ბაღათური – ჩინგიზ ყაენის ყველაზე ნდობით აღჭურვილი მხედართმთავარი
image
სუბუტაი ბაღათური (1175-1248) - წარმოშობით ჩრდილო-აღმოსავლეთ მონღოლეთიდან იყო, ურიანხაიდან. მჭედელი-ხელოსანი ჯარჩიუდაის შვილი, რომელიც დიდი ყაენის სამსახურში თავისი უფროსი ძმის, ჯელმეს დახმარებით მივიდა. აქედან იწყება სუბუტაის თავბრუდამხვევი სამხედრო მოღვაწეობა რომელმაც ის ბაღათური (მამაცი, გულადი, გაბედული, გმირი. მონღოლ დიდებულთა საპატიო წოდება იყო) და ჩინგიზ ყაენის დიადი იმპერიის მთავარი სტრატეგი გახადა.
ახალგაზრდობაში სუბუტაი ხელში დაიჭრა, მახვილმა ძარღვები გადაუჭრა და მარჯვენა მკლავს ვეღარ შლიდა, მეორე დარტყმამ სახეზე იარა დაუტოვა - ჭრილობა მარჯვენა წარბსა და ლოყას უსერავდა, თვალიდანაც ვერ ხედავდა - მუდამ მოჭუტული ჰქონდა. თანამებრძოლები მას "თათგაპობილ ავაზას" ეძახდნენ. ეს გოროზი და ჩასუქებული მხედარმთავარი ჩინგიზ ყაენს განსაკუთრებულად უყვარდა და ენდობოდა, ეს იმაზეც მეტყველებს, რომ მას დაევალა ყოფილიყო აღმზრდელი და სამხედრო მრჩეველი მისი ყმაწვილი შვილიშვილის, ჯუჩის-ძე ბათო ხანისა.
image
სუბუტაის და მის პირად მცველთა "შმაგების" შემზარავი ყიჟინა არაერთ ქალაქის მცხოვრებლებს გაუგონიათ. სწორედ დიდი ყაენის დავალებით სუბუტაი და ჯებე ნოინი ხელმძღვანელობდა საფარის თვეში (აპრილი) ხვარაზმშაჰ მუჰამედის კვალში ჩადგომის ლაშქრობას 20 000–იანი არმიით.
სუბუტაის ლაშქრობაში მუდამ დაჰქონდა მისი სალაშქრო რკინის ეტლი, რომელიც წარმოადგენდა დახურულ ყუთს, გარშემო შემოჭედილი რკინის ფურცლებით, ეტლი ორ მაღალ თვალზე იყო შეყენებული. ოთხივე მხრიდან გამოჭრილი ჰქონდა ვიწრო ხვრელები სათვალთვალოდ და ისრის სატყორცნელად. ვინც კი უნებურად მიუახლოვდებოდა ეტლს მოწამლული ისრით განიგმირებოდა. ზოგჯერ ლაშქრობაში დამაშვრალ მოხუც მხედართმთავარს ეძინა შიგნით ნადირივით მოხვეულს.
რაშიდ ად დინის გადმოცემით სუბუტაი ბაღათურს ჰყავდა სამი შვილი: თემურ-ბუკა, კუკუჯუ და ურიან გადაი. კუკუჯუ ათასისთავი იყო არმიის მარჯვენა ფრთის.
სუბუტაი გარდაიცვალა 73 წლის ასაკში გოდუ შენში.
აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი მონღოლური სტრატეგიის თავისებურ ვერსიას ავითარებდა. მათ სუბუტაის საყვარელი ტაქტიკა ფართო მასშტაბით გამოიყენეს, მტრის ჯარების ქვეყნის სიღრმეში შეიტყუეს, დიდ სივრცეზე გაფანტეს და კონტრშეტევით თითქმის მთლიანად გაანადგურეს.
1
735
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
735
  
2020, 9 თებერვალი, 2:55
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1