x
image
ღიმილიანი
 ჯანსაღი დიეტა და კვება აუცილებელია თქვენი პატარის ჯანმრთელობისთვის!
image
ჯანსაღი დიეტა და კვება
გიცავთ მრავალი ქრონიკული დაავადებისაგან, მაგალითად, გულის დაავადებები, დიაბეტი და კიბო. მრავალფეროვანი საკვების მიღება და მარილის, შაქრის და ტრანს-ცხიმების თავიდან აცილება აუცილებელია თქვენი პატარის ჯანმრთელობისთვის!

ჯანსაღი დიეტა მოიცავს სხვადასხვა საკვების ერთობლიობას.

ესენია:

მარცვლეულები (ხორბალი, ქერი, ჭვავის, სიმინდი ან ბრინჯი)
პარკოსნები (ოსპი და ლობიო).
Ხილი და ბოსტნეული.
ხორცი, თევზი, კვერცხი და რძე


მცირეწლოვან ბავშვებში ჯანსაღი დიეტა იწყება ადრეულ ასაკში - ძუძუთი კვება ხელს უწყობს ჯანმრთელ ზრდას და ჭარბი წონის რისკის შემცირებას.
ჩვილების კვება დედის რძით დაბადებიდან სიცოცხლის 6 თვემდე მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია 6 თვის შემდეგ ბავშვს მიაწოდოთ უსაფრთხო, დამატებითი საკვები, ამასთან, განაგრძობთ ძუძუთი კვება.


უამრავი ბოსტნეული და ხილი ვიტამინების, მინერალების, დიეტური ბოჭკოების, მცენარეული ცილების და ანტიოქსიდანტების მნიშვნელოვანი წყაროა.
ეცადეთ ბავშვს მიაწოდოთ ნაკლებცხიმიანი საკვები:

ზედმეტი ცხიმის, განსაკუთრებით არასწორი სახის ცხიმით გაჯერებული და ინდუსტრიულად წარმოებული საკვების მიღებამ, შეიძლება გაზარდოს გულის დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკი.
უმჯობესია მცენარეული ზეთების (ზეითუნის, სოიოს, მზესუმზირის ან სიმინდის ზეთის) გამოყენება, ვიდრე ცხოველური ცხიმების ან გაჯერებული ცხიმების მაღალი შემცველი ზეთების.


შეუზღუდეთ შაქრის მიღება:
ჯანსაღი დიეტისთვის, შაქარი პროცენტულად უნდა წარმოადგენდეს მთლიანი ენერგიის 10% -ზე ნაკლებს.
უმჯობესია - ახალი ხილის მიწოდება ტკბილი საჭმლის, ნამცხვრებისა და შოკოლადის ნაცვლად
გამაგრილებელი სასმელის ნაცვლად, სჯობს მიაწოდოთ ნატურალური წვენი და იოგურტი.


ასევე შეამცირეთ მარილის მიღება:


დააჩვიეთ პატარა ნაკლებადმარილიან საკვებს, რადგან ეს დაიცავს მას გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკისგან ზრდასრულობაში.





1
40
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
40
  
2020, 9 თებერვალი, 2:47
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1