x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მეცნიერები ამბობენ, რომ სიცოცხლე არა მარტო მარსზე, არამედ, იუპიტერის თანამგზავრზეც არსებობს
image


ერთ – ერთი დამაინტრიგებელი თემა, რომელზეც მეცნიერები ფიქრობენ უკავშირდება უცხო ცივილიზაციის ძებნას. მრავალი ვარაუდი იმის შესახებ, თუ სად და რა ფორმით შეიძლება არსებობდეს იგი, ჯერ არ არის დადასტურებული მტკიცებულებით. ამავე დროს, ზოგიერთი ასტროფიზიკოსის აზრით: არსებობს უცხო ცივილიზაცია და ის უფრო მაღალ დონეზეა.



დიდ ბრიტანეთში ლივერპულის ჰოუპის უნივერსიტეტის სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ცხოვრება არა მარტო მარსზეა, არამედ, პლანეტა იუპიტერის სატელიტ "ევროპაზეც" არსებობს. მკვლევარები ხელმისაწვდომი ზოგიერთი მონაცემით ვარაუდობენ, რომ სიცოცხლე არსებობს სატელიტ "ევროპის" ოკეანის ფსკერზე. იქ შეიძლება იყოს რთული ორგანიზმები, მაგალითად, რვაფეხები.



ასტროფიზიკოსები არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ ასეთი ორგანიზმების არსებობის შემთხვევაში, ის იქნება ინტელექტით და გონებრივად განვითარებული. "ევროპა" არის იუპიტერის 79 თანამაგზავრიდან ერთ-ერთი. ის მეექვსე პლანეტაა იუპიტერიდან და მეექვსეა სიდიდით მზის სისტემაში.




თანამგზავრი "ევროპა" აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს. სატელიტის ძირითადი შემადგენლობა არის სილიკატური კლდეები და ყინული, რომელიც ფარავს სატელიტს დაახლოებით 24 კილომეტრის სიღრმეზე. მეცნიერები ასახელებენ იმ მიზეზს, რის გამოც ისინი თვლიან, რომ "ევროპა" შეიძლება დასახლებული იყოს.



ყინულის საფარი იცავს ზედაპირს მზის სხივებისგან. ეს არის იგივე მიზეზი, რაც ეხება მარსს. მაგრამ წითელი პლანეტა ძნელად ექვემდებარება უფრო მაღალ გონებას.



თუ იუპიტერის თანამგზავრზე სიცოცხლე იქნება, მკვლევართა აზრით, მაშინ ის ბაქტერიების სახით გამოვლინდება. საერთოდაც, მეცნიერების აზრით, კოსმოსურ სივრცეში სიცოცხლეს თუ შეხვდებიან, მაშინ მას სავარაუდოდ ბაქტერიული ფორმა ექნება.

0
335
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0