x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მოხვდნენ ქართველები ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციაში?

image

ცნობილი ქართველი ნევროლოგი, აკადემიკოსი იური მალაშხია 1972 წელს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში შემთხვევით წააწყდა ფოტოატელიეს, რომელსაც ამშვენებდა წარწერა: “ფოტოგრაფი მოლაშხია”. ცხადია, ბატონმა იურიმ მოინდომა შეხვედროდა თავის მოგვარეს.

მექსიკელი მოლაშხია ფოტოატელიეს ქსელის მეპატრონე აღმოჩნდა. მის უამრავ სახელთა შორის ერია გიორგიც. თავის გვარის ისტორიის შესახებ თქვა: "ჩემი შორეული წინაპარი ქართველი იყო. მთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა სამი ძმა მოლაშხია, რომელიღაც დიდი ფეოდალი შემოაკვდათ, იქ აღარ დაედგომოდათ და გაქცეულან. უფროსი ძმა მდევარს ჩავარდნია ხელთ, ორი ძმა კი დიდი ხეტიალის შემდეგ ბასკეთში მოხვდა. იმ ხანებში ქრისტეფორე კოლუმბი თავის ექსპედიციისთვის მამაც, ჯანსაღ მეზღვაურებს აგროვებდა. ასე მოხვედრილან ძმები ხომალდ ‘'სანტა-მარიაზე'', რომლის კაპიტანი თავად კოლუმბი იყო.ინდოეთის გზის ძიებაში ზმებმა თავი ამერიკაში ამოყვეს. უმცროსი ძმა აქვე დარჩა, მე მისი შთამომავალი ვარ. შუათანა ბასკეთში დაბრუნდა. მისი შთამომავლობა დღესაც იქ ცხოვრობს".

ბართლომე ლას კასის წიგნს ‘ინდოეთის ისტორიას’დართული აქვს კოლუმბის ექსპედიციის მონაწილეთა ნუსხა, რომელშიც ქართული წარმოშობის გვარია მოხსენიებული: მოლაშხიები და ლიპუსკუა.

0
1053
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
1053
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0