x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ჩემს ხმას ძალიან უხდება ქართული სიმღერის ტემბრი, მთელი გულით ვმღერი" - "დიდი სცენის" კონკურსანტი ნიგერიულ ფესვებსა და მუსიკალურ წარსულზე
image


მე­გა­შოუ „დიდ სცე­ნას“ ერთი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი კონ­კურ­სან­ტი ჰყავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­სულ­მა ომა ფა­ვორ­მა გა­და­წყვი­ტა, ბედი მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სშიც ეცა­და, რად­გა­ნაც ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის და ძა­ლი­ან უყ­ვარს სიმ­ღე­რა. ისე, კრი­ტი­კის და ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბის კი ეში­ნო­და, მაგ­რამ დაძ­ლია და დღეს ძა­ლი­ა­ნაც მოს­წონს მისი ახა­ლი ამ­პლუა.


„სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი. ვსწავ­ლობ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მე­დი­ცი­ნო­ზე, ასე­ვე მაქვს პრაქ­ტი­კე­ბი ჰოს­პი­ტალ­ში… გა­გო­ნი­ლი მქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, რომ იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხით და კარ­გი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კით. ექი­მო­ბა დე­დის გამო გა­დავ­წყვი­ტე, - 16 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დე­დას სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. ხში­რად მი­წევ­და სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში მას­თან ერ­თად ყოფ­ნა. ვე­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბო­დი და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. როცა დედა გარ­და­იც­ვა­ლა, მა­შინ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ექი­მი გავმხდა­რი­ყა­ვი და მო­მა­ვალ­ში სხვა ადა­მი­ა­ნებს მა­ინც დავ­ხმა­რე­ბო­დი“, - ამ­ბობს კონ­კურ­სან­ტი.


ომა 23 წლი­საა, და­ი­ბა­და ნი­გე­რი­ა­ში, საკ­მა­ოდ დიდ ოჯახ­ში. 16 წლის იყო, რო­გორც აღ­ნიშ­ნა, დედა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა. დარ­ჩნენ - მამა, ომა და მისი 4 და და 2 ძმა. დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მედ იყო და ქვეყ­ნი­დან წა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა. „წა­ვე­დი კა­რი­ბებ­ზე, 4 წელი იქ ვცხოვ­რობ­დი და თან ვსწავ­ლობ­დი. ზო­გა­დად ძა­ლი­ან მიყ­ვარს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და ამი­ტომ არ შე­ვუ­შინ­დი ოჯა­ხის­გან ასე შორს ცხოვ­რე­ბას. თა­ვი­დან მარ­ტოს უცხო ქვე­ყა­ნა­ში, გა­მი­ჭირ­და. გზად ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბაც იყო, თუმ­ცა სირ­თუ­ლე­ებს არ შე­ვუ­შინ­დი... რა­ღაც პე­რი­ო­დი ფო­ტო­მო­დე­ლა­დაც ვი­მუ­შა­ვე, სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სშიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმღე­რო­დი მუ­სი­კა­ლურ ჯგუფ­ში და მათ­თან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზე დავ­დი­ო­დი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. 4 წლის შემ­დეგ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ლონ­დონ­ში ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი და იქ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა და ცხოვ­რე­ბა. ვმუ­შა­ობ­დი რეს­ტორ­ნებ­ში, თუმ­ცა სწავ­ლის შე­თავ­სე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი და გა­დავ­წყვი­ტე, მო­მე­ძებ­ნა ქვე­ყა­ნა, სა­დაც სწავ­ლას და მუ­შა­ო­ბას უკეთ შე­ვა­თავ­სებ­დი. ასე აღ­მოვ­ჩნდი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მგო­ნია, რომ ეს ჩემი სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო“, - აღ­ნიშ­ნავს ნი­გე­რი­ე­ლი კონ­კურ­სან­ტი.



- რო­დი­დან მღე­რი, სიმ­ღე­რა სად ის­წავ­ლე და აქვე, ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ­თვის რას ნიშ­ნავს?


- სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. 5-6 წლი­დან ვმღე­რი. ნი­გე­რი­ა­ში მუ­სი­კა­ლურ ზე­ი­მებ­სა და კონ­კურ­სებ­ში ხში­რად გა­მოვ­დი­ო­დი... ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­უ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­ხა­ლი­სებ­და და სი­ცო­ცხლის ხა­ლისს მიბ­რუ­ნებ­და, სიმ­ღე­რა იყო. როცა სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და ვმღე­რი, ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­შინ ვარ. დე­და­ჩე­მიც სულ ამ­ბობ­და, თუ გინ­დათ, ომა გა­ა­ბედ­ნი­ე­როთ, ჩა­ურ­თეთ მუ­სი­კა, ის იცეკ­ვებს, იმ­ღე­რებს და ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი გახ­დე­ბა.


- „დიდი სცე­ნა­ში“ რა­ტომ მოხ­ვე­დი და რას იტყვი ამ კონ­კურ­სზე?


- ხომ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, იმ­დე­ნად მინ­დო­და სულ მემ­ღე­რა, რომ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ძა­ლი­ან ძნე­ლია უცხო­ე­ლის­თვის სხვა ქვეყ­ნის მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში მოხ­ვედ­რა, თან, სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში, მე კი მოვ­ხვდი. ეს სა­ოც­რე­ბაა, ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ აქ ვარ. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან თბი­ლად შემ­ხვდა. ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა.


image


- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?


- არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში, მაგ­რამ მი­ხა­რია, რომ დიდ სცე­ნა­ზე ვარ. იმე­დი მაქვს, პრო­ფე­სი­უ­ლად და მუ­სი­კა­ლუ­რად ძა­ლი­ან გა­ვიზ­რდე­ბი და უკეთ შევ­ძლებ ჩემი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბას. ვი­მე­დოვ­ნებ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შე­მიყ­ვა­რებს, ძა­ლი­ან მინ­და, მათ­თვის კი­დევ დიდ­ხანს ვიმ­ღე­რო.


- რო­გორც გა­ირ­კვა, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა მოგ­წონს, რა გა­ნი­ცა­დე, რო­დე­საც თა­ვად მო­გი­წია მისი შეს­რუ­ლე­ბა?


- ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ძა­ლი­ან სულ­ში ჩამ­წვდო­მია და ნაზი. ხან­და­ხან სი­ტყვე­ბი არ მეს­მის, მაგ­რამ მთე­ლი გუ­ლით შე­ვიგ­რძნობ ხოლ­მე მას. თან, ჩემს ხმა­საც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ტემ­ბრი. შე­იძ­ლე­ბა სი­ტყვებს ზუს­ტად ვერ ვამ­ბობ, მაგ­რამ ხომ გე­უბ­ნე­ბით, მთე­ლი გუ­ლით ვმღე­რი და მგო­ნია, რომ ამას მსმე­ნე­ლიც ხვდე­ბა.


- კონ­კუ­რენ­ტებ­ზე, ჟი­უ­რი­ზე და პე­და­გო­გებ­ზე რას იტყვი?


- ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია, სხვა მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან. ყვე­ლას­თან ვმე­გობ­რობ. ყვე­ლა ისე კარ­გად მღე­რის, ერთი სული მაქვს ხოლ­მე, რო­დის მო­ვუს­მენ მათ სცე­ნა­ზე ნამ­ღერს. ჟი­უ­რიც ძა­ლი­ან კარ­გია. სულ გა­ვურ­ბო­დი კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გა­ნაც მე­ში­ნო­და კრი­ტი­კის და ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბე­ბის. მაგ­რამ ესე­ნი ისე­თი მუ­სი­კა­ლუ­რე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მათ ნათ­ქვამს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სულ ვცდი­ლობ, მათი რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. პე­და­გო­გე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან. ეს კონ­კურ­ში ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და გა­მოწ­ვე­ვაა და იმე­დი მაქვს, შევ­ძლებ ჩემი მაქ­სი­მუ­მი ვა­ნა­ხო ყვე­ლას და მათი შრო­მა და­ვა­ფა­სო.


0
147
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0