x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
კორონავირუსზე ხუმრობის გამო თვითმფრინავი იძულებული გახდა აეროპორტში დაბრუნებულიყო
image

მგზავრის ბოროტმა ხუმრობამ კორონავირუსზე, აიძულა თვითმფრინავი, რომელიც იამაიკაში მიფრინავდა, უკან აეროპორტში დაბრუნებულიყო.


ინციდენტი მოხდა კანადური ავიაკომპანიის WestJet- ის ბორტზე, რომელიც ტორონტოდან იამაიკის მიმართულებით მიფრინავდა.

WS 2702 რეისზე, ერთ – ერთი მგზავრი უცებ წამოხტა და თქვა, რომ ის ცოტა ხნის წინ ჩინეთში იმყოფებოდა და კორონავირუსით დაინფიცირდა.ბორტზე 243 მგზავრი იმყოფებოდა.


მგზავრის სიტყვები ეკიპაჟს გადასცეს, რის შემდეგაც თვითმფრინავის მეთაურმა გადაწყვიტა აეროპორტში დაბრუნება.


"ეკიპაჟის წევრებმა ეს ამბავი აცნობეს თვითმფრინავის მეთაურს. რის შემდეგაც გადაწყდა ტორონტოს აეროპორტში დაბრუნება. ”- ნათქვამია Peel– ის რაიონის პოლიციის განყოფილების განცხადებაში, სადაც მდებარეობს აეროპორტი.



აეროპორტში დაჯდომისთანავე 29 წლის "ხუმარა" დააკავეს, ახალგაზრდა მამაკაცმა აღიარა, რომ ეს უბრალოდ ოინი იყო, რა დროსაც მას სურდა ვირუსული ვიდეოს გადაღება და ამით გამომწერების მოზიდვა, თუმცა გაუკვირდა, რომ არავის გაეცინა მის ხუმრობაზე.

მას ბრალად ედება ქონებრივი დაზიანება. ახალგაზრდა კაცის სასამართლო 9 მარტს გაიმართება.


შარშან, თვითმფრინავის გატაცების შესახებ ცრუ ინფორმაცია ინდოელ მილიონერს 38 წლის ბირჯუ სალას(Birju Salla) სამუდამო პატიმრობად დაუჯდა.


0
326
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0