x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბრაზილიაში ტურისტი ქმრის თვალწინ გააუპატიურეს
image

ბრაზილიაში ტურისტი ლიეტუვადან ნაქირავებ ვილაში სადაც ის მეუღლესთან ერთად ისვენებდა, გააუპატიურეს, მეუღლე კი მოკლეს.ინფორმაციას ბრაზილიური პრესა ავრცელებს.

image

როგორც ირკვევა, წყვილმა იქირავა რეზიდენცია განმარტოვებულ პრაია -დო-სონოს სანაპიროზე, სადაც მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ნავით ან ჯუნგლებში ბილიკის საშუალებით. ოთხშაბათს საღამოს, 5 თებერვალს, დამნაშავე მათ სახლში შეიპარა.


image


მან ქმრის თვალწინ გააუპატიურა ტურისტი ქალი, რა დროსაც ქმარი სკამზე თოკით მიაბა, თვალები აუხვია, შეუკოჭა ფეხები და ხელები.შემდეგ კი მოკლა.

37 წლის ადამ ზინდულის (Adam Zindul) ცხედარი სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომელსაც სხეულზე უამრავი ჭრილობა აღენიშნებოდა.

imageფოტოზე:ადამ ზინდული


ქალს გაუპატიურების შემდეგ დამნაშავე სასტიკად გაუსწორდა, იმ იმედით, რომ მოკვდებოდა, თუმცა გადარჩა, იგი ამჟამად ჰუგო მირანდას მუნიციპალურ ჰოსპიტალში წევს.


პოლიციამ შეძლო დამნაშავის დაკავება, იგი აღმოჩნდა 37 წლის მამაკაცი ქალაქ პარატიდან, პოლიცია ჯერჯერობით არ ამჟღავნებს არც დამნაშავის ვინაობას, არც მოტივს.უცნობია ქალის ჯანმრთელობის მდგომაროებაც.

0
1210
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0