x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სენსაციური ფოტოები, რომლებიც მსოფლიომ დაიჯერა, ფეიკი აღმოჩნდა
image


სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.



ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები.



მრავალი სენსაციური ფოტო გვაქვს, რომელთა სიმართლეში ეჭვი ბევრ თვქენგანს არ შეუტანია. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ სენსაციურ ფოტოებს, რომლის რეალობის მსოფლიოს სჯეროდა, თუმცა ფეიკი აღმოჩნდა.







1. ბავშვები ინტერნეტ-კაფეში, მას შემდეგ, რაც ფილიპინებში წყალდიდობა მოხდა.


image

2012 წელს, დიდი წყალდიდობის დროს, ინტერნეტში ეს ფოტო გაჩნდა, სადაც დატბორილ აუდიტორიაში, ბავშვები კომპიუტერებით ერთობიან. მსოფლიომ დაიჯერა ფაქტი, თუმცა ფოტო ფეიკია.






2. დათოვლილი სფინქსი.


image


ფოტო, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გაჩნდა, სენსაციად იქცა, რომ ბოლო 112 წლის განმავლობაში, მსგავსი შემთხვევა არავის ახსოვდა. სფინქსი ნამდვილად დაითოვლა, თუმცა იაპონიაში, Tobu World Square-ს მინიატურული მაკეტების სკვერში.



image






3. ძროხა ავტომობილზე.

image


ფოტომ წარწერით "ამას მხოლოდ რუსეთში ნახავთ", მსოფლიო მოიარა, სინამდვილეში კი ის კარგი ფეიკია.


image






4. ტურისტი ნიუ-იორკის ცათამბჯენი, სავაჭრო ცენტრის სახურავზე 2001 წლის 11 სექტემბერს.

image


ბევრმა დაიჯერა, რომ ეს ფოტო, ნაპოვნი ციფრულის შედეგდ აღმოაჩინეს და სენსაციად იქცა, "სიკვდილამდე წამით ადრე"... თუმცა, როგორც დადგინდა, ესეც ფეიკია.






5. შავი ლომი.


image


ფოტომ მსოფლიო მოიარა. როგორც ითქვა, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ჯიშის შავი ლომი, რომელმაც ფერი გენური მუტაციით იცვალა, სინამდვილეში, ფოტო ფეიკი აღმოჩნდა.






6. დათვი და მესურათეები.


image



ბევრს სჯეროდა ფოტოს ნამდვილობის და ფინალიც აინტერესებდა, რა ბედი ეწიათ მათ? სინამდვილეში, ფოტო ფეიკია.






7. ოპიუმის წვეულება 1918 წელს.


image


ფოტომ ინტერნეტი და მასთან ერთად მსოფლიო მოიარა, სადაც 1918 წლის ოპიუმის წვეულებაა მოცემული. ფოტო ფეიკი აღმოჩნდა. ის ფრანგი რეჟისორის- ჟორჟ რემონის ფილმიდან «Dandy-Pacha» ერთ-ერთი კადრია.








8. უცენზურო მარტინ ლუთერ კინგი.


image

დღემდე სჯერა ბევრს, რომ სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ფერადკანიანი მარტინ ლუთერ კინგი უცენზურო ჟესტს ნამდვილად გვაჩვენებს. სინამდვილეში კი ეს ფოტოც ფეიკია, ის მესურათეს ორ თითს აჩვენებდა.


image





9. ლენონი და ჩე გევარა.

image


რაც არ უნდა რეალურად გამოიყურებოდეს ფოტო, ლენონს არასოდეს დაუკრავს ერნესტო ჩე გევარასთან ერთად. ამ ფოტოზე ის მუსიკალური ჯგუფი Elephant’s Memory-ის წევრთან უეინ გაბრიელთან ერთად უკრავს.


image







10. ყველაზე დიდი ობობა.


image



არახნოფობეს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, არავიტარი მსგავსი ზომის ობობა არ არსებობს, ეს ფოტოც ფეიკია.


image






11. კენედის მკვლელობა.


image


ფოტო, რომელმაც მართლაც მსოფლიო მოიარა, დღემდე მიიჩნეოდა, რომ კენედის მკვლელობიდან რამდენიმე წამში გადაიღეს, სადაც მისი მეუღლე პანიკაშია და ამ გზით ტოვებს ავტომობილს, თუმცა ეს კადრი არის ფილმიდან, ასევე კენედის მკვლელობის შესახებ.






7
1327
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1327
  
2020, 11 თებერვალი, 7:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 10 თებერვალი, 18:38
ჯერ ერთი, ჩემი შექმნილი არ არის და წყარო მითითებული მაქვს, საიდანაც დავდე, მეორეც, თუ ასე გაღიზიანებს ჩემი უნიჭობა შენ ზე-ნიჭიერო არსებავ, დადექი და წერე და გაგვაოცე და გაგვანათლე შენი აღმატებული ცოდნით, რომელთანაც ჩვენ ვერ მოვდივართ. ისე, გააზრებასთან ერთად, ზრდილობაც სასწავლი გაქვს, არ გასწავლეს, რომ თუ კარგის თქმა ან დაწერას არ ფიქრობ, საერთოდ სჯობს გაჩუმდე. თუ რამე პირადულია და ფსევდო ნიკს ეფარები, იმის ერთი ადგილიც არ გყოფნის პირდაპირ მითხრა და ეკიდები სტატიებს, თუ არა და, მარტო ეს დაინახე, არცერთმა სტატიამ ახალი არაფერი გასწავლა? წადი ტავი მოიკალი, ტყუილად ანთხევ ბოროტებას და უწამლავ სხვასაც ნერვებს, ასეთები საერთოდ რატომ იბდებით და ამძიმებთ ქვეყანას...
2020, 10 თებერვალი, 0:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 თებერვალი, 23:56
სჯობს, ჯერ გაიაზრო რა წერია და მერე მიკითხო მორალი. არსად წერია, რომ კენედი ამ გზით არ მოუკლავთ და მის მეუღლეს ასე არ დაუტოვებია ავტომობილი. წაკითხულის გააზრებას ნიჭი სჭირდება. ასე, რომ...
2020, 9 თებერვალი, 23:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 9 თებერვალი, 2:49
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2020, 7 თებერვალი, 13:44
კარგი იყო...
0 1 7